in , ,

დენ ვალდშმიდტი – 19 უკმეხად ნათქვამი «უნდა», რომელბსაც მიჰყავხართ წარმატებისკენ

1. თქვენ უნდა განახორციელოთ ზარი, რომლის განხორციელების გეშინიათ.
2. თქვენ უნდა ადგეთ იმაზე ადრე, ვიდრე გინდათ.
3. თქვენ უნდა გასცეთ მეტი, ვიდრე იღებთ.
4. თქვენ უნდა იზრუნოთ სხვებზე იმაზე მეტად, ვიდრე ისინი ზრუნავენ თქვენზე.
5. თქვენ უნდა გააგრძელოთ ბრძოლა მაშინაც კი, თუ სისხლისგან იცლებით.
6. თქვენ უნდა გარისკოთ, როცა თვლით, რომ არ ღირს გარისკვა.
7. თქვენ უნდა უხელმძღვანელოთ მაშინაც კი, როცა არავინ მოგყვებათ.
8. თქვენ უნდა დააბანდოთ სახსრები საკუთარ თავში.
9. თქვენ უნდა გამოიყურებოდეთ სულელად, როცა საკუთარ შეკითხვებზე პასუხებს ეძებთ.
10. თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება დეტალებზე, როცა მათგან გათავისუფლება ადვილია.
11. თქვენ უნდა მიაღწიოთ შედეგებს, როცა არის თავის მართლების საშუალება.
12. თქვენ უნდა იპოვოთ საკუთარი ახსნა მაშინაც კი, როცა სხვებს ეთანხმებით.
13. თქვენ უნდა დაუშვათ შეცდომები და გამოიყურებოდეთ იდიოტურად.
14. თქვენ უნდა სცადოთ შეცდომის დაშვება და შემდეგ ისევ სცადოთ.
15. თქვენ უნდა ირბინოთ უფრო სწრაფად, მაშინაც კი, თუ სუნთქვა გიჭირთ.
16. თქვენ უნდა იყოთ კეთილი იმასთანაც კი, ვინც სასტიკი იყო თქვენს მიმართ.
17. თქვენ უნდა ჩაეტიოთ ვადებში, რომლებიც არარეალურად გეჩვენებათ და მიაღწიოთ შედეგებს, რომლებიც არავის მიუღწევია.
18. თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე.
19. თქვენ უნდა გააგრძელოთ მოძრაობა არჩეული გზით და ყურადღება არ მიაქციოთ წინ შემხვედრ დაბრკოლებებს.

თქვენ უნდა გაუმკლავდეთ რთულ საკითხებს. ეს ის საკითხებია, რომლებსაც სხვები თავს არიდებენ. საკითხები, რომლებიც თქვენც გაშინებთ. ეს ის საკითხებია, რომელთა შესრულებაზე ფიქრობთ, რომ ძალა არ გეყოფათ ბოლომდე.
ეს არის ის, რაც განსაზღვრავს რას წარმოადგენთ. ის, რაც გამოარჩევს წარმატებულ ადამიანს ყველა დანარჩენისგან.
რთული საქმისთვის თავის არიდება და რაიმე გასამართლებელი მოტივის მოძებნა ყველაზე მარტივია.
გაინტერესებთ როგორ აღწევენ გრანდიოზულ წარმატებას ჩვეულებრივი ადამიანები? ამას მარტივი ახსნა აქვს ― ისინი რთულ საქმეებს ეჭიდებიან, რომელთა შესასრულებლად დანარჩენებს არ ჰყოფით გამბედაობა და ძალები. მოეჭიდეთ რთულ საქმეს. ბოლოს გაოცდებით თუ რამდენად ძლიერი პიროვნება ყოფილხართ.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

What do you think?

ძუნწი მილიონრები

18 რამ, რაც არასოდეს არ უნდა გააკეთოთ