დაუჯერებელი ამბავი მომხდარი სიეტლის ოლიმპიადაზე

რამოდენიმე წლის წინ, სიეტლის ოლიმპიადაზე, 100 მეტრიანი სარბენი ბილიკის სტარტზე 9 ათლეტი იდგა. ისინი ყველანი ინვალიდები იყვნენ.

გაისიმა გასროლის ხმა და რბენაც დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა არ დარბოდა ყველა მათგანს უნდოდა მონაწილეობის მიღება და გამარჯვება. მათ გავლილი ჰქონდათ მანძილის მესამედი, როდესაც ერთ ბიჭს ფეხი დაუცდა და დაეცა. მან ტირილი დაიწყო.

დანარჩენმა 8 მონაწილემ გაიგო მისი ტირილის ხმა, მათ შეანელეს რბენა, მიმოიხედეს, შეჩერდნენ და უკან დაბრუნდნენ . . . ყველა . . .

გოგონა, რომელსაც აღენიშნებოდა დაუნის სინდრომი მიუჯდა ბიჭუნას გვერდზე, მოეხვია და ჰკითხა: „ ახლა თავს უკეთ გრძნობ?“

შემდეგ, ისინი ყველანი ერთად გაემართნენ საფინიშო ზოლისაკენ.

მაყურებლები სტადიონზე წამოდგნენ და ტაში შემოკრეს, და დღემდე ყვებიან ამ ისტორიის შესახებ. რატომ? იმიტომ, რომ გულის სიღრმეში ჩვენ ვიცით: ყველაზე მთავარი ცხოვრებაში გახლავთ – გავიმარჯვოთ – უფრო სწორედ: დავეხმაროთ სხვას გამარჯვებაში, და თუ საჭირო გახდა ამისათვის უნდა გავჩერდეთ და შევიცვალოთ მიმართულება.

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ყველაზე მდიდარი ადამიანი – ჯონ როკფელერი

არამატერიალური მოტივაცია