საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო პროექტი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
(სამუშაო ვარიანტი)
კარი X
კეთილსინდისიერი გადამხდელი
თავი X
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ისტორია

მუხლი X – გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ისტორია
1. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ისტორია არის გადასახადის გადამხდელის
მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს:
ა) საგადასახადო სამართალდარღვევათა რაოდენობას და მის შედეგებს
ბ) კუთვნილი გადასახადების/სანქციების დროულად გადახდას და მათ სრულ/არასრულ
მოცულობას
გ) საგადასახადო ორგანოში სავალდებულო დეკლარაციის ან/და სხვა დოკუმენტაციის
დროულად წარდგენას
2. საგადასახადო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის პირადი
აღრიცხვის ბარათზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ისტორიის ჩამოყალიბება და
შემდგომში მისი წარმოება/განახლება.
3. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ისტორია შეიძლება იყოს დადებითი ან
უარყოფითი.
4. თუ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ისტორია არის დადებითი, გადასახადის
გადამხდელს ენიჭება კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსი.
5. გადასახადის გადამხდელს კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსი შეიძლება
მიენიჭოს ერთი წლის ვადით.
6. კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსის მისაღებად გადასახადის გადამხდელმა
წერილობითი ფორმით უნდა მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს.
8. გადასახადის გადამხდელისთვის კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსის მინიჭება
ხდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე.
9. კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში გადასახადის
გადამხდელზე გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი.
10. გადასახადის გადამხდელისთვის კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსის
მინიჭების წესს განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი.

თავი X
კეთილსინდისიერი გადამხდელის განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი

მუხლი X – კეთილსინდისიერი გადამხდელის განსაკუთრებული მომსახურება
1. კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელს სხვა
გადასახადის გადამხდელებისგან განსხვავებით, უფლება ეძლევა ფინანსთა სამინისტროს
სისტემაში შემავალ ნებისმიერ ორგანოში ისარგებლოს სპეციალური მომსახურებით.
2. სპეციალური მომსახურების სახეობებს, შინაარსს და მათი გამოყენების წესებს
განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი.

მუხლი X – კეთილსინდისიერი გადამხდელის სპეციალური საგადასახადო შეღავათები
1. კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელს სხვა
გადასახადის გადამხდელებისგან განსხვავებით, უფლება ეძლევა ისარგებლოს სპეციალური
საგადასახადო შეღავათებით.
2. სპეციალური საგადასახადო შეღავათები უნდა შეეხოს მხოლოდ, გადასახადის
გადამხდელის მიერ:
ა) გადასახადის/სანქციის ბიუჯეტში გადახდის ვადას
ბ) გადასახდელი გადასახადის განაკვეთს
გ) საგადასახადო ორგანოში სავალდებულო დეკლარაციის ან/და სხვა დოკუმენტაციის
წარდგენას
დ) საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას
ე) ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას
3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ნორმებისა არ შეიძლება სპეციალური
საგადასახადო შეღავათები გავრცელდეს სხვა საგადასახადო ნორმებზე.
4. სპეციალური საგადასახადო შეღავათების გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით წესებს ადგენს ფინანსთა მინისტრი.

მოკლე ანალიზი
სხვა გადასახადის გადამხდელისგან განსხვავებით კეთილსინდისიერ გადასახადის
გადამხდელზე უნდა მოქმედებდეს განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი. არ შეიძლება კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელების საქმიანობა რეგულირდებოდეს ერთნაირი სამართლებრივი ნორმებით.
საჭიროა კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს სახელმწიფომ დაუწესოს გარკვეული საგადასახადო შეღავათები, რომ მოხდეს ამ გადამხდელის და ასევე სხვა
არაკეთილსინდისიერი გადამხდელების მოტივირება, მომავალში უფრო გამჭვირვალედ და კანონმდებლობის სრული დაცვით წარმართონ მათ საკუთარი საქმიანობა.

გიორგი ჩახაია

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

10 გაკვეთილი ლეონარდო და ვინჩისაგან

მოსკოველი ბიზნესმენი ვახტანგ გვაზავა