in ,

როგორ იქცევიან ყველაზე დამაჯერებელი ადამიანები?

1. მათ ესმით როდის არის საჭირო დარწმუნება
ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ რეალურად დარწმუნება, გრძნობენ საკუთარ ძალას და მას ზომიერად და გააზრებულად იყენებენ. მათ ესმით, რომ საუბრის უმეტეს შემთხევაში საჭირო არ არის თანამოსაუბრემ რამე გააკეთოს ან გაიგოს. რაც უფრო აგრესიულად მოიქცევით და დააძალებთ, შედეგად მიიღებთ იმას, რომ ადამიანები ან გაიქცევიან თქვენგან ან გადავლენ თავდაცვით პოზიციაში. საბოლოოდ სწორედ ის ადამიანი, რომელიც იშვიათად მოითხოვს ან ამტკიცებს რამეს, იპყრობს ყურადღებას, როცა საკუთარი იდეის მყარად, აქტიურად და დაჟინებით გადმოცემას იწყებს. მარტივად რომ ვთქვათ, დამაჯერებელმა ადმიანებმა იციან როდის ჩაერთონ ბრძოლაში და როდის არა. გინდათ რომ ადმიანები ხშირად დაარწმუნოთ? მაშინ ნაკლებად იკამათეთ და ამტკიცეთ რამე.

2. ისინი უსმენენ, უსმენენ, უსმენენ
ადამიანებს, რომლებმაც იციან როგორ დაარწმუნონ სხვები, ასევე ესმით, რომ თანამოსაუბრემდე მხოლოდ საკუთარი არგუმენტის მიტანა ცოტაა. რა თქმა უნდა მათ შეუძლიათ დამაჯერებლად მოახდინონ საკუთარი პოზიციის ფორმულირება, მაგრამ ეს ნახევარი საქმეა. დარწმუნების რეჟიმში გადასვლისას, ისინი აქტიურად ისმენენ კიდეც. პირველ რიგში ისინი ისმენენ იმისათვის, რომ შეაფასონ რამდენად გაქვთ მათი აზრის მიმღეობა. მეორე, ისინი ისმენენ თქვენს კონკრეტულ კონტრ-არგუმენტებს, რომლებზეც პასუხის გაცემა მოუწევთ და ბოლოს ისინი ყურადღებით ისმენენ იმ მომენტებს, როცა თქვენ თანხმობას გამოხატავთ – მათზე შეიძლება დაყრდნობა და კონსენსუსის მიღწევა. ყველაზე დამაჯერებელი ადმიანები უსმენენ სხვებს და არა საკუთარ თავს. შეუძლებელია დაარწმუნო, თუ არ ისმენ კონტრ-არგუმენტებს.

3. ისინი მოივპოვებენ კონტაქტებს
ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ თქვენს დარწმუნებას, თავის დაღწევა მარტივია, თუ თქვენ მათთან ვერ გრძნობთ ემოციურ კავშირს, თუ მათი არგუმენტები თქვენთვის ახლობელი არ არის. სინამდვილეში დამაჯერებელი ადამიანები ამას ხვდებიან, ამიტომ ისინი ეძებენ და ასე ვთქვათ საკუთარი თავის გარშემო იწყობენ შეხების წერტილებს იმისათვის, რომ მიაღწიონ ემოციურ სიახლოვეს და მიზნის ერთობას. ისინი განიცდიან თქვენს პოზიციასაც, გაგრძნობინებენ, რომ თქვენს მხარეს არიან. ისინი მართავენ საკუთარ მოთმინებას და ელოდებიან როდის მისცემთ საშუალებას, რომ თავისი ვარიანტი გაგაცნონ. დარწმუნება გაგიადვილდებათ, თუ თანამოსაუბრე გახსნილი იქნება საუბრისთვის და თქვენი სურვილები უცხოდ არ მოეჩვენება.

4. ისინი ენდობიან თანამოსაუბრეს
ყველაზე დამაჯერებელ ადამიანებს ესმით, რომ საჭირო არ არის ფაქტებზე კამათისთვის დროის დაკარგვა. ასეთი ადამიანები აფასებენ მყარ შეხედულებებს და აღიარებენ თანამოსაუბრის უფლებებს. ასევე უპირობოდ აღიარებენ თქვენი არგუმენტების ძალას, რომლებშიც ოდნავ აზრიც მინც თუ არის. შედეგად თქვენთვის უკვე რთულია მათი პოზიციის სრული იგნორი. როცა თქვენ არწმუნებთ ადამიანებს, რომ გჯერათ მათი მოსაზრების და ფაქტების, რომლებზეც ისინი საუბრობენ, დიდი შანსია, რომ მათაც დააფასონ თქვენი სიტყვები და დაუშვან, რომ თქვენს პოზიციაშიც არის დადებითი მხარეები.

5. მათ იციან დათმობა
ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ ომში გამარჯვებისათვის სულაც არ არის საჭირო ყველა წვრილმანი ბრძოლის მოგება. ისინი მზად არიან მსხვერპლიც კი გაიღონ, თუ ეს ხელს უწყობს მთავარ საქმეს. ისინი მზად არიან მოძებნონ ყველაზე მარტივი გზა შეთანხმებისათვის, რომელიც ხშირად მდგომარეობს იმაში, რომ თანამოსაუბრეს მისცე ის, რაც მას უნდა, როცა ამის შესაძლებლობა არის. მაგალითად, როცა პარტნიორი კომპანია მოითხოვს თქვენგან დოკუმენტაციას, რომელიც თქვენი ინფორმაციით ზუსტად იცით, რომ უკვე გადაცემული გაქვთ, კამათის ნაცვლად უბრალოდ გადააგზავნეთ ხელახლა დოკუმენტები და ენერგია რეალურად საკამათო საკითხებისათვის გამოიყენეთ. დათმეთ, როცა შეგიძლიათ და ნუ დათმობთ მხოლოდ მაშინ, როცა ეს მნიშვნელოვანია. სჯობს იყოთ წარმატებული, ვიდრე მუდმივად მართალი.

6. მათ იციან როდის უნდა გაჩუმდნენ
დამაჯერებელ ადამიანებს ესმით, რომ თანამოსაუბრისთვის სიტყვების კორიანტელის დაყრა გამარჯვებისთვის შესაფერისი გზა არ არის. ადამიანების შეწუხება და აფორიაქება არაეფექტური სტრატეგიაა. დამაჯერებელი ადამიანები გარკვევით აყალიებებენ საკუთარ არგუმენტებს და სვამენ კითხვებს, რომელბიც ხელს უწყობენ საუბრის ბოლომდე მიყვანას. შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან იხევენ. როგორც გაყიდვების საუკეთესო მენეჯერი ტომ ჰოპკინსი ამბობს: «როცა ბოლო შეკითხვას დასვამთ, გაჩუმდით. ვინც პირველი იტყვის რამეს, მან წააგო».

7. მათ იციან როდის აიღონ პაუზა
რაიმეს სწრაფად, შეუჩერებლად გადაწყვეტა დარწმუნების პროცესს ხელს უშლის. სისწრაფით შეიძლება მომგებიანი გარიგება გააფორმოთ, მაგრამ მნიშვნელოვან იდეებს დრო და განსჯა სჭირდება. დარწმუნების ოსტატები საშუალებას გაძლევენ იფიქროთ თქვენთვის ჩვეულ რითმში, ისინი გაძლევენ დროს და სივრცეს იმისათვის, რომ ყურადღებით გაიაზროთ მათი პოზიცია. მათ იციან, რომ ყველაფერს სჯობს, თუ თქვენ საკუთარ თავს დაარწმუნებთ მათი პოზიციის სისწორეში. ეს კი არასოდეს ხდება მეორე მხარის თანდასწრებით. შემდეგში, როცა ვინმეს დარწმუნებას გადაწყვეტთ სერიოზულ საკითხში, მიყევით ზემოთ მოყვანილ რჩევებს, ჩამოაყალიბეთ თქვენი პოზიცია და აიღეთ პაუზა. თუ ადამიანი არ შეიცვლის აზრს თქვენს სასარგებლოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდანვე არასწორი მიზანი შეარჩიეთ.

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ფსიქოლოგიის 15 ცბიერი ხერხი, რომელთა ცოდნა სასარგებლოა ყველასთვის

ბიზნესფსიქოლოგიის 8 საუკეთესო წიგნი