ცხოვრების რიტმი: ექო

ერთხელ მამამ შვილი სასეირნოდ მთებში წაიყვანა. ბავშვმა შემთხვევით ქვას ფეხი წამოკრა და ტკივილისგან შეჰყვირა:
— ა-ა-ა-ა-ა-ა!
და გაოცებულმა გაიგონა:
— ა-ა-ა-ა-ა-ა!
ბიჭმა იკითხა:
— ვინ ხარ?
პასუხად მიიღო:
— ვინ ხარ?
გაბრაზებულმა ბიჭმა იყვირა:
— მშიშარა!
და პასუხადაც გაიგონა:
— მშიშარა!
გაოცებულმა პატარამ მამას ჰკითხა:
— მამა რა ხდება?
მამას გაეღიმა და უთხრა:
— ყურადღებით მომისმინე, — და იყვირა: — მე პატივს გცემ შენ!
პასუხად მიიღო:— მე პატივს გცემ შენ!
— შენ საუკეთესო ხარ!
პასუხად გაიგონეს:
— შენ საუკეთესო ხარ!
გაოცებულმა ბიჭმა ვერაფერი გაიგო, მამამ კი მას აუხსნა:
— ამას ექო ჰქვია და ის ძალიან ჰგავს ცხოვრებას… ის ყოველთვის გაძლევს და გიბრუნებს იმას, რასაც შენ აკეთებ და ამბობ.

ჯუნა სანიკიძე

ავტორი: ჯუნა სანიკიძე

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი
პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები.
არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

იგავი: ხმაურიანი ბავშვები

ქაღალდის გველი (ავი არდო)