დროის მენეჯმენტი: თქვენი ცხოვრების დიდი ქვები

დროის მენეჯმენტი: თქვენი ცხოვრების დიდი ქვები

კარგა ხნის წინ მე ვკითხულობდი ერთი ექსპერტის შესახებ დროის მენეჯმენტის სფეროში. ერთ მშვენიერ დღეს ეს ექსპერტი ესაუბრებოდა სტუდენტთა ჯგუფს და თავისი აზრების უკეთესად გამოსახატად გამოიყენა ილუსტრაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ ის სტუდენტები არასოდეს დაივიწყებენ.

ექსპერტი დადგა ფრიადოსან სტუდენტებს შორის და თქვა: “დროა ჩავატაროთ გამოცდა.” შემდეგ მან დადგა მაგიდაზე განიერყელიანი დიდი პლასტმასის ქილა, აიღო რამოდენიმე მუშტის ხელა ქვა და ფრთხილად ჩაალაგა ისინი ქილაში. იმის შემდეგ, რაც ქილა პირამდე გაივსო და მეტი ქვები შიგნით აღარ ეტეოდა მან იკითხა: სავსეა ქილა?” საკლასო ოთახში მყოფმა ყველა სტუდენტმა ერთბაშად დაიძახა: “კი”

შემდეგ მან იკითხა: “მართლა?” იგი დაიხარა და მაგიდის ქვეშიდან ამოიღო ხრეში. მან ჩაყარა ხრეში ქილაში და შეანჯღრია ქილა ისე, რომ ხრეში განთავსებულიყო ქვებს შორის დარჩენილ ცარიელ ადგილებში. შემდეგ მან გაიღიმა და კვლავ ჰკითხა ჯგუფს : “სავსეა ქილა?” ახლა კი სრუდენტები ყკვე მიუხვდნენ მას და ერთ ერთმა მათგანმა თქვა: “ალბათ არა.”

“კარგია!” – უპასუხა მან. შემდეგ კი კვლავ დაიხარა და ამოიღო ქვიშით სავსე ვედრო. მან დაიწყო ქვიშის ჩაყრა ქილაში და ქვიშამ დაიკავა ის ცარიელი ადგილები, რომელიც დარჩენილი იყო ქვებსა და ხრეშს შორის. “ახლა სავსეა ქილა?” – კვლავ იკითხა ექსპერტმა. “არა!” ერთხმად დაიყვირეს სტუდენტებმა. “კარგია” – თქვა ექსპერტმა და აიღო ხელში წყლით სავსე დოქი. იგი ასხავდა წყალს ქილაში მანამ, სანამ იგი პირთამდე არ გაივსო. მან შეხედა სტუდენტებს და იკითხა: “რა არის ამ ილუსტრაციის აზრი?”

ერთმა გაბედულმა სტუდენტმა უპასუხა” “მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გადატვირთულია თქვენი განრიგი, თქვენ ყოველთვის შესძლებთ მასში კიდევ რაიმის ჩატევას.”

“არა,” უპასუხა მოსაუბრემ, “ეს არ არის მისი აზრი. ეს ილუსტრაცია გვასწავლის: თუ თავიდან დიდ ქვებს არ ჩადებთ, მაშინ ვეღარასოდეს მოახერხებთ მის ჩატევას.”

რა არის თქვენი ცხოვრების დიდი ქვები?

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

დროის მართვის 15 მეთოდი

1. ნუ იქნებით მეხსიერების იმედად. ჩაინიშნეთ თქვენი დავალებები და განტვირთეთ ტვინი. 2. შეადგინეთ პრიორიტეტების სია. ეს დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ მთავარზე და დრო არ ხარჯოთ მეორეხარისხოვან და უმნიშვნელო საკითხებზე. 3. ყოველი კვირის

წარმატებული ქალის 15 ოქროს წესი

1. შეისწავლეთ ბედნიერება ქალი, რომელიც შეისწავლის ბედნიერებას – ძლიერი მაგნიტია მამაკაცებისთვის! დამტკიცებულია, რომ თუ «შეისწავლით» ბედნიერ ღიმილს, შედიხარ აუცილებელ მდგომარეობაში, რომელიც შემდეგ რეალურ ბედნიერებას იწვევს. 2. დღე და ღამ ნუ

ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტი: როგორ მოვიპოვოთ მნიშვნელოვანი და დაკავებული ადამიანის კეთილგანწყობა

ფსიქოლოგმა მეგ ჯეინმა დაწერა წიგნი «მნიშვნელოვანი წლები. რატომ არ ღირს ცხოვრების ხვალისთვის გადადება» — წიგნი ეძღვნება 20-30 წლის ადამიანებს, რომელბიც ვერაფრით იგებენ, რა მოუხერხონ საკუთარ ცხოვრებას. ჩვენ ვაქვეყნებთ ფრაგმენტს წიგნიდან,

როგორ გავხდეთ შპს «მე»-ს გენერალური დირექტორი

წარმოგიდგენთ 10 ნაბიჯს, როგორ გახდეთ შპს «მე»-ს გენერალური დირექტორი: 1. გააკეთეთ ისე, რომ ყველაფერი თქვენზე მოეწყოს და არა პირიქით  ყველა ჩვენგანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს. ჩვენ ან 1-ლი  –  ვიღებთ პასუხისმგებლობას და

10 რჩევა მომავალ გენერალურ მენეჯერს

1. ერიდეთ დამატებით ფუნქციებს გენერალური დირექტორის კარიერაში ძირითადი იდეა გახლავთ – ბიზნესთან უშუალოდ დაკავშირებულ სფეროში მუშაობა და ყოველგვარი დამატებითი ფუნქციებისათვის თავის არიდება. 2. იფიქრე მინიმუმ ერთი საათი დღეში. დაგეგმეთ დრო

რით დავიწყოთ მცირე ბიზნესი?

რით დავიწყოთ მცირე ბიზნესი? უპირველეს ყოვლისა მისი დაწყების გადაწყვეტილებით და საკუთარ თავზე ამ ნაბიჯის გადადგმისთვის პასუხისმგებლობის აღებით. ეს სტატია წარმოდგენილია შემდგომი ნაბიჯების ფორმით, რომლებიც საჭიროა გადადგათ. ბიზნესი, როგორც საქმიანობის ნებისმიერი