in , ,

ცხოვრების 18 ოქროს წესი 

1. ურთიერთგაგების წესი: მანამ, სანამ სხვების შეცდომებს გააკრიტიკებთ, საკუთარ თავს მიაქციეთ ყურადღება. მას, ვინც ტალახს ისვრის ვერ ექნება სუფთა ხელები.

2. ტკივილის წესი: განაწყენებული ადამიანი ყველას აყენებს ტკივილს.

3. ზედა გზის წესი: ჩვენ გადავდივართ უფრო მაღალ დონეზე, როცა ვიწყებთ სხვებთან უკეთესად მოპყრობას, ვიდრე თავად გვეპყრობიან.

4. ბუმერანგის წესი: როცა სხვას ვეხმარებით, ამით საკუთარ თავსაც ვეხმარებით.

5. ნაჯახის წესი: არასოდეს გამოიყენოთ ნაჯახი თანამოსაუბრის შუბლზე კოღოს მოსაკლავად.

6. გაცვლის წესი: იმის ნაცვლად, რომ სხვები თავის ადგილზე დააყენოთ, საკუთარი თავი დააყენეთ მათ ადგილზე.

7. სწავლების წესი: ყოველ ადამიანს, რომელსაც ვხვდებით, პოტენციურად შეუძლია რამე გვასწავლოს.

8. ქარიზმის წესი: ადამიანები ავლენენ სხვა ადამიანის მიმართ ინტერესს, როცა ის აინტერესებთ.

9. 10 ქულის წესი: ადამიანების საუკეთესო თვისებების რწმენა ხშირად მათ აიძულებს ამ თვისებების გამოვლენას.

10. სიტუაციის წესი: არასოდეს დაუშვათ, რომ სიტუაცია ურთიერთობებზე მეტს ნიშნავდეს თქვენთვის.

11. ბობის წესი: როცა ბობს აქვს პრობლემა ყველასთან, პრობლემას წარმოადგენს ბობი.

12. ხელმისაწვდომობის წესი: საკუთარ თავთან მსუბუქი დამოკიდებულება ეხმარება სხვებს თავისუფლად იურთიერთონ თქვენთან.

13. სანგრის წესი: როცა საბრძოლველად ემზადები, ისეთი სანგარი გათხარეთ, რომ მასში მეგობარიც ჩაეტიოს.

14. შენელების წესი: შესაძლებელია და აუცილებელია ურთიერთობის კულტივირება.

15. 101%-ის წესი: 1%-ის მოძებნა, რომელსაც ვეთანხმებით და მისი მიმართვა ჩვენი შესაძლებლობების 100%-ზე.

16. მოთმინების წესი: სხვებთან ერთად მოგზაურობა ყოველთვის ნელია, ვიდრე მარტო მოგზაურობა. თუ გინდა შორს წახვიდე, იარე ერთად – თუ გინდა სწრაფად იარო, წადი მარტო.

17. ერთი მედლის ორი მხარის წესი: ურთიერთქმედების გადამოწმება მდგომარეობს არამარტო იმაში, თუ რამდენად ერთგულები ვართ მეგობრების, როცა წარუმატებლობას განიცდიან, არამედ იმაში, რამდენად ძლიერ გვიხარია, როცა ისინი წარმატებას აღწევენ.

18. სიმპატიის წესი: თანაბარი მდგომარეობის პირობებში, ადამიანები მიისწრაფიან ურთიერთობა იქონიონ მათთან, ვინც მათ მოსწონთ; სხვა არათანაბარი პირობების შემთხვევაში ისინი მაინც ასე მოიქცევიან.

Report

What do you think?

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

არსებობს ადამიანების შემდეგი 9 ტიპი

ენდი რუნი: “ჩემი ცხოვრების მანძილზე მე მივხვდი რომ…”