in ,

ცოლთან კამათისას

ქალსა და მამაკაცს თვითგამოხატვის სხვადასხვა გზები აქვთ. კამათის დროს მამაკაცთა უმრავლესობას უჭირს გაიგოს, რას გულისხმობს და რას განიცდის ქალი. მცდარი განმარტება კი ყოველთვის მიგვიყვანს გაუთავებლ კონფლიქტამდე.

კარგი ამბავი ის არის, რომ ყველა კონფლიქტი არ არის ნეგატიური. ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ  მცირე უთანხმოებების არსებობა ჯანსაღია ქორწინებაში.
წარმოგიდგენთ ძირითად საკითხებს, რის გამოც ხდება კონფლიქტი და როგორ უნდა მიხვდნენ მამაკაცები რა ქვეტექსტებს შეიძლება მალავდეს ცოლის გამონათქვამები.

1.   ყურადღება
როცა ქალი ამბობს: „ჩვენ არასდროს გავდივართ გარეთ ერთად“– ის არ გულისხმობს ფულის დახარჯვას. ეს უბრალოდ ნიშნავს დროის ერთად გატარებას საზოგადოებაში.

ცოლთან ერთად გარეთ გასვლით შენ ატყობინებ საზოგადოებას, რომ ამაყი ხარ მისით. შენს ცოლს სჭირდება იცოდეს, რომ ის ისევ მიმზიდველია შენთვის და რომ შენ გსიამოვნებს მის კამპანიაში ყოფნა.
თუ გინდა ეს შეიგრძნოს, თვეში ერთხელ მაინც გადი მასთან ერთად. წაიყვანე ისეთ ადგილას, სადაც აქამდე არ გყოლია ან მოუწყვე რაიმე სიურპრიზი. საზოგადოებრივი კონცერტები, პატარა მყუდრო კაფეები და ახალი წერტილები ქალაქში არის შესანიშნავი საშუალება, რომ გაატაროთ ერთად დრო საზოგადოებაში. ამასთან, იყავი მოსიყვარულე. მოჰკიდე მას ხელი, აკოცე, გადახვიე ხელი და ა.შ.  ყველა ამ ქცევით შენ მიახვედრებ მას (და გარშემომყოფებსაც, ვინც შეგნიშნავთ), რომ შენ ბედნიერი ხარ, რომ მასთან ერთად ხარ იქ.

2.   ფული
თუ ის გვიან გაიგებს შენ რაში დახარჯე ფული და გაბრაზდება, ეს ფულის გამო არ ხდება. უბრალოდ მას ეშინია დაკარგოს კონტროლი ოჯახის ბიუჯეტზე.

ქალების უმრავლესობას სურს თავი იგრძნოს დაცულად, რაღაც დონეზე. შეიძლება შენმა შენაძენმა მას უსაფრთხოების დაკარგვის გრძნობა გაუჩინოს.
დააბალანსეთ ბიუჯეტი ერთად და თუ თავქარიანი გადაწყვეტილება გსურთ, დაე ორივემ იცოდეთ ამის შესახებ. შეიძლება ამ თვეში შენ გინდა ახალი საფულე. შემდეგ თვეს კი მან იყიდოს ის კაბა, რომელზეც თვალი დარჩა.

3.   ბავშვები
მიუხედავად ბავშვის აღზრდის დინამიკის მკვეთრი ცვლილებებისა, ბევრი მამაკაცი მიიჩნევს, რომ ბავშვის მოვლა პირდაპირ დედის მოვალეობაა. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მაშინაც კი როცა ქალი დიასახლისია. დღის მანძილზე ის ისევე შრომობს, როგორც შენ და შენი სახლში დაბრუნებისას ის ისეთივე, თუ უფრო მეტად არა, დაღლილია, როგორც შენ. ამიტომ შენც უნდა გაინაწილო ეს საქმე. ხოლო როცა ქალიც მუშაობს, სახლში დაბრუნებისას თქვენ ერთად უნდა მიხედოთ ოჯახს.

თუ ქალი ჩივის, რომ ის აკეთებს ყველა საქმეს და შენ არ ატარებ საკმარის დროს პატარასთან, ის ალბათ მართალია.
შენ უნდა ისიამოვნო სახლის საქმეებით ისევე, როგორც სამსახურში: განაწილებული მოვალეობებით, დადგენილი ვადებით და საქმის განხორციელებით. თუ თქვენ ორივე ზრუნავთ სადილის მომზადებაზე, სახლის დალაგებაზე, ბავშვების დაძინებაზე და დილით მათ სკოლაში წაყვანაზე, თქვენი სახლი ორმაგად მშვიდი და ბედნიერი ადგილი იქნება.

4.   მეგობრები
ცოლი თუ ამბობს:“ რატომ გინდა დრო გაატარო იმ ყეყეჩებთან ერთად?“ ან „მე არ მესმის რა გინდათ ბიჭებს იმ ძველ ბარში.“ ეს ისე ჟღერს, თითქოს ის აკრიტიკებს შენს მეგობრებს, მაგრამ ის შეიძლება უბრალოდ თავს გრძნობდეს გარიყულად.

ამ ყველაფერს აქვს ძალიან მარტივი გადაწყვეტა. მიიპატიჟე ისიც თქვენთან ერთად! ეს არის გარანტი იმისა, რომ ის შეხვდება და გაიცნობს ადამიანებს, ვისთანაც დროს ატარებ. ასევე, მისი საზოგადოებაში გაყვანით, ის მიხვდება, რომ ამაყობთ მისით. მისი წაყვანით აჩვენებ მას, რომ საეჭვიანოც არაფერია.

5.   ინტიმურობა
თუ ის გეუბნებათ, რომ „შენთან მხოლოდ სექსი მაქვს“, შენ შეიძლება რაღაც დიდი გამოტოვე ინტიმურობის საკითხში. ინტიმურობა ფიზიკურ კონტაქტზე მეტია. სექსისთვის საჭიროა სიყვარულის გამოხატვა. „ნუ დაუდებ ცხენს ტვირთს ცხვირწინ.“

ქალს უნდა იგრძნოს კავშირი და თუ მის თვალში სექსი ჩანს, როგორც შენი სურვილების დაკმაყოფილების ქცევა და სხვა არაფერი, ეს კავშირი არ შედგება. იყავი ის მამაკაცი, ვისთანაც მას სურს ძილი და არა ნებისმიერი კაცთაგანი. მიეხმარე სახლის საქმეებში, გაუკეთე კომპლიმენტები, აგრძნობინე სიყვარული სექსის მოლოდინის გარეშეც.  დასაწყისისთვის მშვენიერია.
მნიშვნელოვანია ჰკითხოთ რა არის მისთვის ინტიმური კავშირი. რა მნიშვნელობას ანიჭებს ამას.  გაარკვიეთ მისი მოლოდინები ქორწინებაში. აღმოაჩინეთ როგორ დაუკავშირდეთ მის ემოციურ  ხაზს და იმოქმედეთ ამის მიხედვით. სექსი მოვა ბუნებრივად.
–––––––––––

ახლა შენ უკვე იცი რა დგას ამ პრობლემების უკან. ამასთან არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ნორმალურია იშვიათად კამათიც. მთავარია გესმოდეთ ფრაზების ამოსავალი წერტილი, საიდანაც ორივე ამოდიხართ. ეს გაგება მოიტანს ღრმა კავშირებს და სიმშვიდეს თქვენს სახლში.

Report

What do you think?

ავტორი: Marita Merkviladze

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი.
ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი.

საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი,
"დანტე ალიგიერის საზოგადოება"
/ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/

კონტაქტი: 557 944 390

Apple-ს საშობაო რეკლამა

ახალი წლის ჯადოსნური ღამე მოსკოვში