ჩინური სიბრძნის გამონათქვამები

ჩინური სიბრძნის გამონათქვამები

1. ათასობით ლი-ს მოგზაურობა ერთი ნაბიჯიდან იწყება.
2. ის, ვინც შენს ნაკლოვანებებზე მიუთითებს, ყოველთვის შენი მტერი არ არის; ის ვინც შენს ღირსებებზე საუბრობს, ყოველთვის შენი მეგობარი არ არის.
3. დანებების ცდუნება განსაკუთრებით ძლიერი იქნება გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე.
4. ნუ შეგეშინდება შენელების, გეშინოდეს გაჩერების.
5. ცხოვრებისეული ეშმაკობა ისაა, რომ ახალგაზრდა მოკვდე, ოღონდ რაც შეიძლება გვიან.
6. ნურაფერს იტყვით, თუ ეს სიჩუმეს უკეთესობისკენ არ ცვლის.
7. ძლიერი გადალახავს წინააღმდეგობას, ბრძენი – მთელ გზას.
8. ქოხი, სადაც იცინიან იმ სასახლეზე მდიდარია, სადაც მოწყენილები არიან.
9. სულელს ბედნიერებაც სულელური აქვს.
10. თუ ფეხი წამოკარი და დაეცი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადაც საჭიროა იქ არ მიდიხარ.
11. ყოველთვის შეხედე მოვლენებს ნათელი მხრიდან, თუ ასეთი არ არის, მაშინ გაასუფთავე მუქი მხარე მანამ, სანამ პრიალს არ დაიწყებს.
12. ის რაც ხდება, ხდება დროულად.
13. ნუ შეგეშინდება რომ არ იცი – გეშინოდეს რომ არ სწავლობ.
14. მასწავლებლები მხოლოდ კარს ხსნიან, შემდეგ თქვენ თავად მიდიხართ.
15. რაც არ უნდა ძლიერად უბერავდეს ქარი, მთა მის წინაშე ქედს არ მოიხრის.
16. მეგობარი ნაკლის გარეშე არ არსებობს; თუ დაიწყებ ნაკლის ძებნას, მეგობრის გარეშე დარჩები.
17. უბედურება იმ კარში შედის, რომელსაც მას უღებენ.
18. მათ, ვისაც გაწითლება შეუძლიათ, არ შეიძლება შავი გული ჰქონდეთ.
19. სჯობს ერთი დღით იყო ადამიანი, ვიდრე ჩრდილი ათასი დღე.
20. არავინ არ ბრუნდება მოგზაურობიდან ისეთი, როგორიც ადრე იყო.
21. ადამიანი, რომელმაც შეძლო მთის გადადგმა, დაიწყო იმით, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდა პატარა ქვები.
22. თუ შეცდომას დაუშვებ – სჯობს მაშინვე გაიცინო.
23. ხის დასარგავად საუკეთესო დრო ოცი წლის წინ იყო. შემდეგი საუკეთესო დრო არის ახლა.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ფსიქოლოგ მიხაილ ლიტვაკის 20 ბრძნული რჩევა

მიხაილ ლიტვაკი (Mikhail Litvak) – ექიმი-ფსიქოლოგი და საერთაშორისო დონის ყველაზე აღიარებული ფსიქოლოგი. მან პირველმა შეიმუშავა კონფლიქტების გადაწყვეტის სისტემა „ფსიქოლოგიური აიკიდო“ და პირველმა დაიწყო მისი პრაქტიკაში გამოყენება. მნიშვნელოვანია ისწავლო, თუ როგორ

მეფე სოლომონის ბეჭედი

მეფე სოლომონს საყვარელი ბეჭედი ჰქონდა. ბეჭდის შიდა მხარეზე ეწერა: „ყველაფერი გაივლის“. როცა მეფე თავს ცუდად გრძნობდა, იხსნიდა თითიდან ბეჭედს, აკვირდებოდა წარწერას და მშვიდდებოდა. ერთხელ მეფე სოლომონს დიდი უბედურება შეემთხვა. მან

დეილ კარნეგის საუკეთესო ფსიქოლოგიური რჩევები

გულწრფელად დააფასეთ და გულუხვად შეაქეთ. დაფასებას და ქებას ადამიანი მთელი სიცოცხლე დაიმახსოვრებს, თქვენ დაივიწყებთ ის კი კეთილად მოიგონებს. გულწრფელი ინტერსეი გამოიჩინეთ სხვათა მიმართ. ყურადღებით უსმინეთ, მიეცით საშუალება გელაპარაკონ თავიანთ თავზე.

აზრი მატერიალურია

ერთი ადამიანი მუდმივად მოგზაურობდა და ერთხელ შემთხვევით ჯადოსნურ ბაღში. ის ბევრს დასეირნობდა და ათვალიერებდა ლამაზ ბუნებას, ბოლოს დაიღალა, წამოწვა ნატვრის ხის ძირში და ჩაეძინა. ეს ნატვრის ხე სასწაულმოქმედი იყო, ის

ბილ ნიუმენი: 9 წესი უფრო მეტის გასაკეთებლად

1. გააკეთეთ მეტი – ნუ იარსებებთ, არამედ იცხოვრეთ. 2. გააკეთეთ მეტი – უბრალოდ კი არ შეეხოთ, არამედ შეიგრძენით. 3. გააკეთეთ მეტი – უბრალოდ კი არ უყუროთ, არამედ დააკვირდით. 4. გააკეთეთ

ჩვენი ცხოვრებისეული წარუმატებლობის 7 მთავარი მიზეზი

როცა ცხოვრებაში გაუგებრობები ხდება, უმჯობესია კარგად გავარკვიოთ რა არის ამის მიზეზი. იმის განსაზღვრისთვის, საფრთხესა და უბედურებას საიდან უნდა ელოდოთ, B2P.GE წარმოგიდგენთ 7 მიზეზს, რის გამოც წარუმატებლობა ყოველი ფეხის ნაბიჯზე თანმდევი