ჩარლის სიყვარულის მგზნებარე მანიფესტი

ჩარლის სიყვარულის მგზნებარე მანიფესტი

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, მივხვდი, რომ დარდი და ემოციური ტანჯვა მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშნებია იმისა, რომ საკუთარი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას ჰქვია “იყო ნამდვილი“;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, მივხვდი, თუ როგორ ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუ მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, მაშინ როცა ამის დრო ჯერ არ დამდგარა, და ადამიანი ჯერ ამისთვის მზად არ არის და, რომ ეს ადამიანი – თავად მე ვარ. დღეს ამას ვუწოდებ „თვითდაფასებას“;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, შევწყვიტე სწრაფვა მეცხოვრა სხვისი ცხოვრებით და შევძელი დამენახა, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა მაძლევს ზრდის შესაძლებლობას. დღეს ამას ვეძახი „მოწიფულობას“;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, მივხვდი რომ მიუხედავად ყველაფრისა, ვიმყოფები საჭირო დროს, საჭირო ადგილზე, და ყველაფერი ზუსტად საჭირო მომენტში ხდება-ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო. დღეს ამას ვეძახი „თვითდაჯერებულობას“;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, აღარ ვიპარავ საკუთარ დროს და აღარ ვსახავ სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის მხიარულება და ბედნიერება მოაქვს, იმას, რაც მიყვარს და რაც ჩემს გულს სიხარულს ანიჭებს. ამას ჩემებურად ვაკეთებ. დღეს ამას „უბრალოებას“ ვეძახი;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, აღარ ვცდილობ ყოველთვის მართალი ვიყო და შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებ. ახლა ვიცი, რომ ამას „მოკრძალება“ ჰქვია;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, შევწყვიტე წარსულით ცხოვრება და ფიქრი მომავალზე. ახლა მხოლოდ აწმყოში ვცხოვრობ იქ – სადაც ყველაფერი ხდება. ახლა ვცხოვრობ ყოველი დღით, მხოლოდ დღიდან დღემდე და ამას მე ვუწოდებ „კმაყოფილებას“;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, გავაცნობიერე, რომ შეიძლება გონებამ შემაწუხოს და შედეგად ავად გავხდე კიდეც. მაგრამ, როდესაც გონება გულს დავუკავშირე, ის ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. დღეს ამ ურთიერთკავშირს ვუწოდებ „გულის სიბრძნეს“;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, გავთავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ზიანი მოჰქონდა ჩემთვის – საკვების, ადამიანების, ნივთებისა თუ მოვლენებისგან. ყველაფრისგან, რაც კი უკან მხევდა და ჩემს თავს მაშორებდა. თავდაპირველად ამ დამოკიდებულებას ჯანსაღი ეგოიზმი ვუწოდე . დღეს მე ვიცი, რომ ეს არის “საკუთარი თავის სიყვარული”;

სულაც არ არის საჭირო გვეშინოდეს პრობლემების, დაპირისპირების და კონფრონტაციების საკუთარ თავთან თუ სხვებთან. ვარსკვლავებიც კი ეჯახებიან ერთმანეთს და შედეგად წარმოიქმნებიან ახალი სამყაროები. დღეს ვიცი, რომ „ეს – ცხოვრებაა“ – სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი.

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

6 მეთოდი ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისთვის

სამწხაროდ ჩვენი ცხოვრება ყოველთვის არ არის «გლუვი» და იდეალური. დროთა განმავლობაში მასში ხდება სევდიანი ისტორიები და პრობლემებიც ჩნდება. ჩვენ ვცდილობთ მათ გადაჭრას, თუმცა ხშირად სირთულეებს ვაწყდებით. ზოგჯერ გვჭირდება მინიშნება იმისათვის,

რით უნდა დავიწყოთ დღე, ფუჭად რომ არ ჩაიაროს

წარმატების მისაღწევად საჭიროა ყოველი დილა ყველაზე მნიშნველოვანი საქმით დაიწყოთ, თორემ მერე შეიძლება ყოველდღიურ რუტინაში აღმოჩნდეთ. ასეთ შედეგამდე მივიდა თაიმ-მენეჯმენტის ბევრი სპეციალისტი. ამ სფეროს სპეციალისტმა ლაურა ვანდერკამმა გააანალიზა რამოდენიმე ათეული ადამიანის

5 კითხვა, რომელზე პასუხიც დაგეხმარებათ წარმატებული კარიერის დაგეგმვასა და შექმნაში

წინამდებარე პრინციპები დაგეხმარებათ აკეთოთ საყვარელი საქმე და იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორსაც იმსახურებთ. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა, არასდროს არის ძალზედ ადრე ან გვიან – აღმოაჩინოთ თქვენთვის საუკეთესო კარიერა.

მოგზაურობას ადამიანებისთვის გაცილებით მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მატერიალურ სიმდიდრეს

რატომ გარბის ყველა მაღაზიაში, როცა ფული აქვს? ყოველი ახალი გამოგონების შეძენისას ბედნიერებას განვიცდით, თუმცა რამოდენიმე დღის შემდეგ ამ ბედნიერებიდან არაფერი აღარ რჩება. GoodTravel-ი შეეცდება გაუხილოს B2P.GE-ს მკითხველებს, თუ სად უნდა ვეძებოთ

კარგი მანერების კოდექსი

1. კამპანიაში მისვლისას ულამაზოა მეწყვილეს მარტო დატოვება იმის გამო, რომ ყველასთან მიხვიდე, მიესალმო და დალიო. თუ კამპანია 10-ზე მეტი ადამიანისგან შედგება, ხელის ჩამორთმევა 1 ადამიანისთვისაც საკმარისია! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სულელურად

ბიზნეს-გენიოსების გამონათქვამები ბიზნესის შესახებ

“ფინანსური წარმარტებისთვის არაფერია იმაზე მეტი დანაშაული, ვიდრე კარგი იდეის მოფიქრება და შემდეგ მისი განუხორციელებლობა” – დონალდ ტრამპი, ამერიკელი ბიზნესმენი, მილიარდერი, უძრავი ქონების მსხვილი მფლობელი, მედიამაგნატი. “ბიზნესის სამყაროში არსებობს შემოსავლის ორი