საიუველირო სახლმა Cartier ჩაუშვა საახალწლო სარეკლამო კამპანია Winter Tale („ზამთრის ზღაპარი“). შესრულება არანაკლებ ზღაპრულია — სახელწოდების შესაბამისი.
ანიმაციური რგოლი Cartier Winter Tale შექმნილია რეჟისორ ბიბო ბერჟერონის მიერ, რომელიც ფართო ეკრანებზე საკმაოდ ცნობილია თავისი ნამუშევრებით, როგორიცაა: „მონსტრი პარიზში“ (2010), „წყალქვეშა საძმო“ (2004) და„გზა ელდორადოზე“ (2000).
მულტფილმი მოგვითხრობს საუკეთესო სახალწლო საჩუქარზე — Cartier-ისძვირფას სამკაულზე — და წუთნახევარის განმავლობაში მაყურებელი გადაჰყავს ზამთრის ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში.