in ,

LoveLove CryCry CuteCute LOLLOL AngryAngry OMGOMG

ბრძნული აზრები – ფილოსოფია ( I ნაწილი)

ადამიანები ბუნებით განსხვავდებიან – ზოგი სუსტია, ზოგი ძლიერი, ზოგი ჭკვიანია, ზოგი სულელი. ბედის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეულ სიტუაციებში სისულელის გამომჟღავნებამ შეიძლება მოგვიტანოს უფრო მეტი სარგებელი, ვიდრე ჭკუის დემონსტრაციამ,ხოლო კონპრომიზმმა შეიძლება მოგვცეს მეტი სარგებელი, ვიდრე უაზრო ამბოხებამ. ყოველთვის არ აქვს აზრი ყველას წინააღმდეგ ცასვლას, საკუთარი ინდივიდუალობის დამტკიცებით, ან სულის წინააღმდეგობის გამო.

უმჯობესია იყო შეშლილი ყველასთან ერტად,ვიდრე გონიერი სიმარტოვეში
ბალტასარ გრასიან
 
სამყაროზე საკუთარი წარმოდგენის ყველაზე მართებულად ჩათვლით, ადამიანი საკუთარი თავის მტრად იქცევა, რადგან სხვებში მას უყვარს მხოლოდ საკუთარი თავის ანარეკლი, დანარჩენ ყველაფერს კი უარყოფს. იმის მაგივრად, რომ იდავო – მოუსმინე და ეცადე გაიგო. მოსმენის და გაგების სწავლით, შენ ბევრ ახალს და საინტერესოს შეიტყობ. სხვებისთვის შენი თვალსაზრისის თავზე მობმით, შენ მხოლოდ შენსაზე რჩები.
დავობა გაცილებთტ ადვილია, ვიდრე გაგება.
ცუსტაფ ფლობერი
 
არ ღირს იმის გამო მწუხარება, რომ ბედნიერება წავიდა – გიხაროდეს ის, რომ იგი იყო. ოდესმე იგი ისევ მოვა, შეიძლება, სხვა ფორმაში, მაგრამ ეს ფორმაც თავისებურად მშვენიერი იქნება. სამყაროში არაფერი არ არის მუდმივი, ამიტომაც უაზრობაა მასში მუდმივობის ძებნა. სამყარო იცვლება, და ადამიანებიც იცვლებიან მასთან ერტად. ნუ ცდილობ სხვების და სამყაროს გაკონტროლებას – დატკბი ცხოვრებით.
ყველაფერი გადის, და ესეც გავა.
სოლომონი
 
ძნელია მიაღწიო დიდ მიზანს, მარტო ლოგიკის და მიზანშეწონილობის ჩარჩოებში მოქმედებით. ცხოვრება ძალიან ძნელია და გამოუცნობი, რომ შესაძლებელი იყოს მისი გამოთვლა და გამოცნობა. ხშირად ინტუიცია აღმოჩნდება ლოგიკაზე უფრო ძლიერი, ხოლო პირველი შეხედულებით შეშლილი საქციელები აღმოჩნდებიან ერთადერთ სწორ გამოსავალად. მთავარია – არ აგვერიოს, ინტუიცია თვითმოტყუებასთან და არ გამოვიყვანოთ სასურველი ნამდვილში.
ჯერ არ ყოფილა არცერთი დიდებული გონება შეშლილობის მინარევის გარეშე
არისტოტელე 
 
ყოველთვის არ არის გონივრული ბრძოლა გარემოებასთან ან ძალების დახარჯვა სამყაროს შეცვლის ცდაში. მოქმედების სტრატეგია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დახარჯული ენერგიის რაოდენობა. ისწავლე ლოდინი და მომენტის არჩევა. ფრთხილად შეასწორე სიტუაცია, ზუსტად გამოთვლილი მოქმედებით – და შენ მიაღწევ გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე უხეში ძალის გამოყენებით.
ბრძოლას ხშირად იგებს ის, ვინც მასში არ მონაწილეობს.
ხოჩინსკი
 
თუ ვინმე ცდილობს გამოგიყვანოს მწყობრიდან, და შენ უჩვენებ შენს წყენას, რისხვას ან გაღიზიანობას, შენ რეაგირებ სწორედ ისე, როგორც მას უნდა, ანუ შენი მეტოქე ფსიქოლოგიურად იგებს. შეიძლება გაგიკეთონ პროვოცირება იმ იმედით, რომ შენ ჩაიდენ შენი მეტოქისტვის სარფიან შეცდომას. სანამ გაბრაზდები, გაიგე, რას აქცევს შენი ოპპონენტი, და იმოქმედე საპირისპიროდ.
შეიწყალეთ თქვენი მტრები – ეს საუკეთესო საშუალებაა გამოიყვანოთ ისინი მწყობრიდან.
ოსკარ უაილდი
 
ჩვენ გვაქვს უამრავი სხვადასხვა სურვილი. ზოგ მათგანს ჩვენ ვერც ვხვდებით, ზოგის განსაზგვრა გვიძნელდება, ზოგის გვრცხვენია ან ვერიდებით. სურვილები შეიძლება ერთმანეთის საწინააღმდეგო იყონ, და კონფლიკტშიც კი გადავიდნენ ერთმანეთთან. ერთ მომენტში ჩვენ შეიზლება გვინდოდეს ერთი რამ, წამის შემდეგ – სხვა. ის, ვინც გარკვევით იცის, რა უნდა, უფრო წარმატებით წინ წაიწევს მიზნისაკენ. განსაზღვრე შენი პრიორიტეტები.
ადამიანის უმთავრესი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მან თითქმის არასოდეს არ იცის, თუ რა სურს.
მონტელი
 
ზოგჯერ, დროულად გაკეთებული ძალიან პატარა ძალისხმევა, გვაძლევს მეტ შედეგს, ვიდრე დაძაბული მუშაობის წლები. ინტუიციის განვითარებით, შენ ისწავლი ძალისხმევისთვის საუკეთესო მომენტის შეგრძნებას. მოუსმინე შენში მყოფ მიმმართველ ხმას და აბსოლუტურად მოდუნებულად, ეჭვისა და შიშისგან წამების გარეშე, მიიღე გადაწყვეტილება, რომელსაც მიგანიშნებს ინტუიცია.
დაკარგულ წამს, მარადისობაც კი ვერ დაიბრუნებს.
ფრიდრიხ შიფერი
 
თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ნაკლოვნები და შეცდომებსაც უშვებს. გაგებით იყავი დამოკიდებული გარშემომყოფთა სისუსტეების და შეცდომების მიმართ. მაგრამ, პატიებით, ნუ გავიწყდება, რომ სულელი მომავალშიც ჩაიდენს სისულელეებს. იმის ცოდნით, თუ რას უნდა უფრთხილდე, შენ შეძლებ მიიღო სიამოვნება ურთიერთობისაგან და გამოიყენო ადამიანების დადებითი თვისებები შენს სასიკეთოდ, თავიანთი თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
სულელი არაფერს არ პატიობს და არ ავიწყდება; გულუბრყვი პატიობს და ივიწყებს; ჭკვიანი პატიობს, მაგრამ არ ივიწყებს.
ტომას სასი
 
 
თითოეულ ადამიანში ირევა ღირსებები და ნაკლოვნები, ცუდი და კარგი ხარისხები. ის, თუ რა მხრივ მოგმართავს ადამიანი, მნიშვნელოვნად არის შენზე დამოკიდებული. უმეტეს შემთხვევაში ადამიანები, როგორც სარკეები, ირეკლავენ შენს დამოკიდებულებას მათ მიმართ და შენს წარმოდგენას მათზე. მიეხმარე ადამიანს გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები – და ის გახდება შენი მეგობარი.
თვითოეულ ადამიანში არის მზე,მხოლოდ მიეცით მას საშუალება იბრწყინოს.
სოკრატე 
 
საყვარელი სამუშაოს შესრულება სასიამოვნოა. არასასიამოვნო სამუშაო იწვევს გაღიზიანებას და მოწყენილობას. ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ საკუთარი მოქმედებებიდან მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი. ნებისმიერ სამუშაოს მიუდექი შემოქმედებითად – და ნებისმიერი შინაგანაწესიდან იგი სიამოვნების წყაროდ გადაიქცევა.
ხშირად ძალისხმევა და მუშაობა ხდება ჭეშმარიტ პოეზიად.
ანდრე ბრეტონი
 
ვნება, რომელსაც შენ განიცდი ვინმეს მიმართ, შეიძლება გამოიფიტოს და ჩაქრეს. თუ შენ არ გინდა, რომ იგი გამოილიოს, გახსოვდეს ის, რომ ვნება – სიყვარულის მხოლოდ მცირე შემადგენელია. ნუ აძლევ მას უფლებას გადაგწვას ბოლომდე, მიეცი შენს თავს შესვენების უფლება. ისწავლე მოსვენების წამებით ტკბობა, გადაიყვანე ვნება ალერსში და ზრუნვაში, და სიყვარულის ცეცხლი არასოდეს არ ჩაქრება.
ვნება ეფემერულია, მაშინ როდესაც სიყვარული გრძელდება სამუდამოდ.
წმინდა პავლე

Report

What do you think?

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

დრო და ფული

ცხოვრების ოქროს წესები