გენიალური ბიზნესმენების ცბიერი სვლები

გენიალური ბიზნესმენების ცბიერი სვლები

1. მამაკაცის სამოსის მაღაზიის მფლობელმა მოინდომა გაყიდვების გაზრდა. მან შეუკვეთა ათასობით განსხვავებული მონეტა, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოს მონეტების მსგავსი იყო. მონეტები დაფარეს პლატინით, ოქროთი, ვერცხლით და გადაანაწილეს ყველა მაღაზიაში. შეფუთვისას გამყიდველი მონეტებიდან ერთ ცალს პიკაჯის ჯიბეში დებდა.

ვარაუდობდნენ, რომ მყიდველი მოგვიანებით აღმოაჩენდა შესახედავად ძვირფას მონეტას, აჩვენებდა ახლობლებს, ნაცნობებს, თანამშრომლებს და რა თქმა უნდა ახსენებდა მაღაზიას, რომელშიც გააკეთა შენაძენი. გაყიდვები პირველივე თვეში შესამჩნევად არ გაზრდილა, მაგრამ შემდეგ თვეს გაიზარდა 3,5-ჯერ!

2. აშშ-ი ცნობილი სარესტორნო ქსელის მფლობელი მარკეტინგზე ძალიან ცოტა ფულს ხარჯავდა. მიუხედავად ამისა, მის რესტორნებში ყოველთვის ბევრი ადამიანი იყო. როგორ ახერხებდა ამას? ყოველთვის, როცა ახალ რესტორანს ხსნიდა, ის აწყობდა გრანდიოზულ მიღებას, სადაც ეპატიჟებოდა ქალაქის ყველა სტილისტს. ისინი ერთობოდნენ და მიირთმევდნენ მასპინძლის ხარჯზე, ხოლო შემდეგ დღეს, მშვენიერ განწყობაზე გადიოდნენ სამსახურში.

როგორ მუშაობენ სტილისტები? დიახ, ისინი ყოველ დღე ურთიერთობენ კლიენტებთან და რამოდენიმე კვირის მანძილზე დიდი სიამოვნებით ავრცელებენ ინფორმაციას შესანიშნავი რესტორნის შესახებ, სადაც შეიძლება საღამოს სასიამოვნოდ გატარება.

3. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, რუსმა მეწარმემ ნიკოლაი შუსტოვმა დაიქირავა ათეულობით თანამშრომელი, სტუდენტები, რომლებსაც უნდა მოევლოთ მოსკოვის დუქნები და მოეთხოვათ კონიაკი «შუსტოვი». თუ ასეთს ვერ ნახავდნენ, სტუდენტები სკანდალებს აწყობდნენ და ჩხუბობდნენ. ამის შესახებ წერდნენ გაზეთები, ხოლო მოსკოვმა გაიგო ალკოჰოლური სასმელის ახალი ბრენდის შესახებ.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

კომპანიის დასახელების შემუშავება: ე.წ. ნეიმინგის ძირითადი რჩევები

პირველი და მთავარი რჩევა – ნუ განმეორდებით, ნუ გააკეთებთ იმას, რაც უკვე დიდი ხნის წინ გააკეთეს სხვებმა. გაიხსენეთ რამდენი მსგავსი დასახელების ფირმაა სატელეფონო წიგნში, რომლებიც მხოლოდ საქმიანობის სფეროთ განსხვავდება ერთმანეთისგან.

ფსიქოლოგია ბიზნესში – საჭიროება, მოთხოვნა, მოტივაცია

რისთვის არის საჭირო ფსიქოლოგიური საფუძვლების ცოდნა კერძო ბიზნესის წარმოებისას? რაზე იგება ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა, რომლის გარშემოც შემდეგ ინტერესი ჩნდება? ალბათ ფულის გამომუშავებაზე, დიახ, ფულის შოვნა არის ნებისმიერი ბიზნესის წამოწყების საფუძველი.

სამოტივაციო ფილმი “თავისუფლების მწერლები”

ახალგაზრდა ერინ გრიუველი ინგლისური ენის სპეციალისტია, რომელიც 90-იან წლებში მუშაობას იწყებს კალიფორნიის ქალაქ ლონგ-ბიჩის საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობენ ძნელად აღსაზრდელი და კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდები, თუმცა ამის მიუხედავად, ერინი ძალისხმევას არ

რატომ უნდა ვიყოთ მონდომებული პიროვნება?

მივლინებით როდესაც გერმანიაში მომიხდა გამგზავრება,საბუთების მოსაწესრიგებლად ერთ- ერთ კომპანიაში ოპერატორს  დავუსვი მორიგი შეკითხვა,მან კი მიპასუხა,რომ ამ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი, თუმცა თავად აღნიშნა,  რომ მსგავსი შეკითხვით არაერთხელ მიუმართავთ მისთვის. როდესაც

7 წესი, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ მილიონერი

„Fidelity Investments“-ის გამოკითხვის თანახმად, მდიდრების 86%-მა ქონება მიიღო საკუთარი სამეწარმეო საქმიანობით და ინოვაციებით. ამაში კი მათ დაეხმარა არა მარტო წარმატება და პიროვნული თვისებები, არამედ მარტივი წესების შეუპოვარი თანმიმდევრობა. 1. შეადგინეთ

რატომ არის აბრაამ ლინკოლნის ბიოგრაფია საუკეთესო მოტივატორი?

1831 – ჩაუვარდა ბიზნესი, გამოცხადდა ბანკროტად; 1832 – დამარცხდა საკუთარი შტატის საკანონმდებლო პალატის არჩევნებში; 1834 – ისევ ჩაუვარდა ბიზნესი, გამოცხადდა ბანკროტად; 1835 -1836 – პირადი წარუმატებლობის შედეგად და მიღებული ნერვული