ბიზნესში ეთიკური მოდელის კოდექსის განმსაზღვრელი კრიტერიუმები

ბიზნესში ეთიკური მოდელის კოდექსის განმსაზღვრელი კრიტერიუმები

მწვავე აუცილებლობა
ჩვენი ინდივიდუალური ღირებულებები ყოველდღიურად ვლინდება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში; ეს სიტუაციები ზოგი რთული და მძიმეა, ზოგი მარტივი და იოლი, ზოგი დაგეგმილი, ზოგი კი უკონტროლო. არასოდეს არ ყოფილა ისეთი მწვავე აუცილებლობა სიბრძნისა და ცოდნისა, ავის და კეთილის გარჩევასა ჩვენს ბიზნესსა და პროფესიულ ცხოვრებაში, ოჯახურ, და პირად ურთიერთობებში, როგორც ეხლა.

მაგრამ სიბრძნის მოპოვება შეუძლებელია იმ საფუძვლის გარეშე, რომელზეც ვაგებთ ხოლმე ჩვენს შეხედულებებს. თითეული ადამიანი ხელმძღვანელობს ღირებულებათა რაღაც სისტემით, არა აქვს მნიშვნელობა, ეს სისტემა სადმე იქნება დაფიქსირებული, რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნება თუ არა.

სიბრძნის მოპოვება შეუძლებელია მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებით, რომლებიც შესაბამისობაში არიან ღირებულებებთან და ეს ღირებულებები გარემოების ცვლილებას არ ექვემდებარებიან… ე.ი. ისინი წარმოადგენენ აბსოლიტური ღირებულებებს. საბოლოოდ კი ქმნიან შინაარსიანი და სავსე ცხოვრების გარანტიას.

აბსოლიტური ღირებულებები შეადგენენ ერთადერთ სისტემას ღირებულებებისა, რომელმაც ისტორიულად დაამტკიცა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მას ეყრდნობიან, შესწევთ უნარი მიაღწიონ მოგებას, ნაყოფიერებას და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას სხვა ადამიანებთან. ეს ღირებულებები უცხოვარი დროიდან არსებობენ და წარმოადგენენ ერთადერთ სიტყვებს, რომლებიც ცნობილია, როგორც უშუალოდ ღვთის მიერ წარმოთქმული და ბიბლიაში გადმოცემული სიტყვები.

აბსოლიტური საფუძველი
იმის გამო, რომ ეს სიტყვები უფლის მიერ არის წარმოთქმული და მაშასადამე, ღვთიური შთაგონებითაა გამსჭვალული, ისინი ყველა მორალური აბსოლიტური ღირებულებების საფუძველს შეადგენენ. შეჯამებული სახით ისინი ყველასათვის კარგად ცნობილ ათ მცნებას წარმოადგენენ.

ათი მცნება საფუძვლად უდევს სამოქალაქო, სამხედრო და საეკლესიო კანონებს. ისინი წარმოადგენენ ნორმებს ყველა სახის ადამიანური ზრახვების, ქმედებების და ურთიერთობებისთვის. ეთიკის სამაგალითო კოდექსი და მთავრობის კანონები უნდა ემორჩილებოდნენ უმაღლეს საფუძვლებს, რომლებზეც ისინი არიან დამყარებული. ლეგალურობა თავისთავად არ ნიშნავს ზნეობას; ასევე ამორალურობა შეიძლება იყოს ლეგალური, როგორც მაგალითად ადიულტერი ან აბორტი. აქედან გამომდინარე, ეს კოდექსი არის არა იმდენად ოფიციალური დოკუმენტი, როგორც სახელმძღვანელო კოდექსი ბიზნესის ფასეულებებისთვის.

გაგრძელება – ქცევის ნორმების გამოყენება ბიზნესში

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სილვესტრ სტალონე: ადამიანი, რომლებმაც წარმატებას ნულიდან მიაღწია

მშობიარობის დროს მას სახის ნერვული დაბოლოებები დაუზიანდა. ლოყები, ტუჩები და ენა პარალიზებული დარჩა ბოლომდე. როცა ის იყო 11 წლის, მშობლები დაშორდნენ. 13 წლის ასაკში ათზე მეტი სკოლა ჰქონდა გამოცვლილი ცუდი

5 მნიშვნელოვანი რჩევა ბიზნესში ფულის დასაზოგად

თუ თქვენი ბიზნესისათვის დაგჭირდათ შენობა ან რაიმე აღჭურვილობა, ხშირად პირველ ეტაპზე უკეთესია მისი ქირაობა ვიდრე შეძენა. უკეთესია ოფისისათვის შეიძინოთ მრავალფუნქციონალური აპარატურა. მაგალითად ფაქსი რომელიც პრინტერის ფუნქციასაც ითვისებს. ჩაინიშნეთ ყველა მოგება

ხელმძღვანელის კარგი ტონი ცუდი ამბებისთვის

„კოლეგებო! ორი სიახლე გვაქვს თქვენთვის: ცუდი და… ძალიან ცუდი“ – ნებისმიერ ხელმძღვანელს ადრე თუ გვიან უხდება იყოს ცუდი ამბების მაუწყებელი. როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად, რომ თანამშრომლებმა ხელები არ ჩამოუშვან?

როგორ შევძლოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება? რჩევები რიჩარდ ბრენსონისგან

როგორ შევძლოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება? – ეს საკითხი ბევრს აღელვებს. გთავაზობთ რიჩარდ ბრენსონის 5 იდეას, რომლებიც თქვენი ახალი ბიზნესის წარმატების შანსებს გაზრდის. 1. ნუ მოკიდებთ საქმეს ხელს, თუ ის არ

მარცხის ფაქტორები: შეზღუდული ფონდები

დამწყებ ბიზნესმენებს, როგორც წესი, გრანდიოზული გეგმები აქვთ. ისინი ეძებენ სრულიად ახალ, ჯერ გამოუცდელ იდეებს, რომელთა განხორციელებას, მათი აზრით, ძალიან ცოტა ფული სჭირდება, მაგრამ ძალიან მალე გაამდიდრებს მათ. მათი პირველი და

წარმატებული ადამიანის 10 წესი მსოფლიო ფსიქოლოგებისგან – მიყევი მათ და იყავი წარმატებული!

1. განავითარე შენში იმ საქმისადმი სიყვარულის გრძნობა, რომელსაც აკეთებ, არ დაივიწყო, რომ ეს შენი არჩევანია! 2. გამოცდებისთვის მოემზადე გონებრივად და ფიზიკურად. შეეცადე ჯანმრთელი იყო სულით და სხეულით. თუ არ იცი