ქმარი შედის საშხაპეში ზუსტად მაშინ, როცა ცოლი მორჩა ბანაობას. კარზე ზარია. ცოლი შემოიხვევს პირსახოცს და გარბის კარის გასაღებად. ზღურბლთან მეზობელი ბობი დგას. ქალის დანახვისას მან უთხრა: „მე მოგცემთ 800 დოლარს, თუ თქვენ პირსახოცს მოიხსნით“. რამოდენიმე წამით ქალი დაფიქრდა და პირსახოცი შემოიხსნა. ბობმა მისცა 800 დოლარი და წავიდა. ცოლმა ისევ შემოიხვია პირსახოცი და დაბრუნდა სააბაზანოში.
— ვინ იყო? — ეკითხება ქმარი.
— ბობი — პასუხობს ცოლი.
— მშვენიერია, — ამბობს ქმარი, — მას არაფერი უთქვამს 800 დოლარზე, რომელიც უნდა დამიბრუნოს?
მორალი: აქციონერებს მიაწოდეთ ინფრომაცია გაცემული კრედიტების შესახებ, თორემ აღმოჩნდებით უსიამოვნო სიტუაციაში.