in ,

ბედნიერი ოჯახური ცხოვრების 10 წესი ქალბატონებისთვის

1. ნურასოდეს იფიქრებთ, რომ პროფესია, კარიერა და სოციალური პრესტიჟი შეგიცვლით ოჯახს და შვილებს. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ამის მოსმენა, ეს ასეა და ადამიანმა უნდა ისწავლოს მათი შეთავსება. არ უნდა დაგვავიწყდეთ, რომ ქალი დიდი ყურადღებას უნდა უთმობდეს გარეგნობას, სამოსს და ყველა სხვა დანარჩენ ხილულ თუ უხილავ ქალურ ატრიბუტს.

2. კარგი ოჯახი ციდან არ ვარდება, არც საჩუქრად შეიძლება მისი მიღება, მითუმეტეს თავისით არ იქმნება. ის არის როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანური ქმნილება და მოითხოვს დაუღალავ შრომას, ძალისხმევას, ყურადღებას და შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ ეს შრომა ქალის მხრიდან უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე მამაკაცის მხრიდან.

3. კამათის შემთხვევაში მიზეზების ძებნა ჯერ საკუთარ თავში დაიწყეთ და შემდეგ ქმარში. სხვისი ნაკლოვანებები ყოველთვის მეტად შესამჩნევია, ვიდრე საკუთარი… რამდენად განაწყენებულიც არ უნდა იყოთ ქმრის საქციელით, ნუ იჩქარებთ რეაგირებას და საკუთარი ბრაზის გამოხატვას. მოიცადეთ, შეეცადეთ დამშვიდდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.

4. შეეცადეთ მუდმივად დაინახოთ დადებითი მხარეები თქვენი ქმრის ხასიათსა და გარეგნობაში. შეძლებისდაგვარად ესაუბრეთ მას ამის შესახებ. საკუთარი ღირსების დანახვისა და შექების შემდეგ ის შეეცდება უკეთესი გახდეს. არ გაუშვათ შესაძლებლობა ესაუბროთ იმაზე, თუ როგორ კარგად გრძნობთ თავს მის გვერდით. ამასთან, მსგავსი მიდგომა ახდენს მამაკაცის სტიმულირებას, მუხტავს ენერგიით და ყოველთვის ცდილობს კიდევ უფრო მეტად მოგაწონოთ თავი. გახსოვდეთ, რომ ინტიმურ სფეროშიც კი, მიუხედავად თქვენი რომანტიული ოცნებისა სრულყოფილ მამაკაცზე, ძალიან ბევრია დამოკიდებული თქვენზე.

5. ნუ იქნებით უკმაყოფილო, უხეში, უმადური – თუნდაც ამის მიზეზი გქონდეთ. ასეთი ქალი და მითუმეტეს ცოლი ძალიან მალე ბეზრდება მამაკაცს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მამაკაცსაც უამრავი საზრუნავი და პრობლემა აქვს. გახსოვდეთ, ჯერ კიდევ გუშინ როგორ ცდილობდით მისი გულის მოგებას, როგორ აირჩიეთ ის სხვებს შორის და როგორ შეეფერებით ერთმანეთს.

6. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ თავს უფლება, რომ ფლირტი გქონდეთ თანამშრომელ ან სხვა მამაკაცთან. ეს უდიდეს სტრესს გამოიწვევს და ოჯახურ ურთიერთობაში ნერვოზულ მდგომარეობას შეიტანს. ახალი ობიექტი ნაკლებად იქნება უკეთესი ან უფრო სრულყოფილი. მისი ახლოს გაცნობის შესაძლებლობის შემთხვევაში თქვენ სავარაუდოდ აღმოაჩენდით, რომ მას გაცილებით მეტი ნაკლი აქვს, ვიდრე თქვენს ქმარს, რომელსაც უკვე მიეჩვიეთ…

7. შეეცადეთ ბავშვებს ჩაუნერგოთ მამისადმი სიყვარული. ასწავლეთ, რომ არ შეეჯიბრონ ერთმანეთს, როცა მამა მათი სიყვარულის მოპოვებას ცდილობს. იყავით სულგრძელი. პატივი ეცით მის მშობლებს, მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა და ხარისხისა. მან შეიძლება ხმამაღლა არ აღნიშნოს, მაგრამ ყოველთვის შეამჩნევს და დააფასებს თქვენს მოთმინებას და კეთილშობილებას.

8. ნუ მიიღებთ მარტო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის. განიხილეთ ყველაფერი ქმართან, აგრძნობინეთ, რომ ის მონაწილეა ყვლა საოჯახო საკითხის და კმაყოფილი დარჩება იმით, რომ თქვენთვის მისი აზრი მნიშვნელოვანი და პატივსაცემია. მიუხედავად მამაკაცების ლიდერობისა საზოგადოებაში, ოჯახში მამაკაცი უფრო დაკომპლექსებულია, ვიდრე ქალი…

9. ნუ მისცემთ ეჭვიანობას იმის უფლებას, რომ უკიდურესობაში გადაგაგდოთ. ნუ მოიქცევით ისე, თითქოს თქვენთვის ყველაფერი სულერთია.

10. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ნამდვილად არ გულისხმობს იმას, რომ თქვენ ოჯახის მონა უნდა გახდეთ, დაასუსტოთ საკუთარი პირვონება, ჩაიხშოთ სურვილები და უარი თქვათ თქვენი აზრის გამოთქმაზე. პირიქით, გამოხატეთ თქვენი აზრი, იგივე მოითხოვეთ ქმრისგან, მაგრამ ყოველთვის ტაქტიანი, ყურადღებიანი, პატივისცემის გრძნობით გამსჭვალული იყავით. რაც მთავარია გამოხატეთ სიყვარული, რომ სამაგიეროდ მიიღოთ იგივე.

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

პოზიციონირება — როგორ გავხდეთ პირველი?

როგორ მოვაწესრიგოთ საქმეები?