in ,

იგავი: ღმერთი და ბავშვი

დაბადებამდე ერთი დღით ადრე ჩვილი ეკითხება ღმერთს:
– მეშინია, რატომ მიშვებ სხვა სამყაროში? იქ რა უნდა გავაკეთო?

ღმერთმა დაამშვიდა:
– ნუ გეშინია, მე შენ ანგელოზს გაჩუქებ, რომელიც მუდამ შენს გვერდით იქნება. ის შენ ყველაფერს აგიხსნის.
– კი მაგრამ, როგორ გავუგებ მას? მე ხომ მისი ენა არ ვიცი?
– ანგელოზი თვად გასწავლის თავის ენას. იგი ყოველი უბედურებისაგან დაგიცავს.
– შენთან როდის დავბრუნდები?
– შენი ანგელოზი ყველაფერს აგიხსნის.
– რა ჰქვია ჩემს ანგელოზს?
– ამას არა აქვს მნიშვნელობა, მას ბევრი სახელი აქვს, ოღონდ შენ მას დაუძახებ – დ ე დ ა ს

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ბრძნული აზრები: გზა ოცნების ასრულებამდე

ახალი კლიენტების მოზიდვის 45 ხერხი