B2P.GE გილოცავთ ახალ 2014 წელს!

ჩვენ გვსურს მოგილოცოთ ახალი 2014 წელი! გისურვოთ, პირველ რიგში, წარმატება საქმეში, რომლითაც ხართ დაკავებულები. აგრეთვე გისურვებთ წარმატებას პირად ცხოვრებაში და სიცოცხლის დანარჩენ ყველა სფეროში! კარგ, მტკიცე ჯანმრთელობას, მეტ ბედნიერებას, მეტ მზიან დღეს და ღიმილიან სახეებს თქვენს გარშემო! გისურვებთ ნამდვილ და კარგ მეგობრებს, რომლებიც მზად არიან გაიზიარონ თქვენთან ერთად გამარჯვების ბედნიერებაც და წარუმატებლობები!

გვინდა გისურვოთ, რომ თქვენმა ბიზნესმა მოგიტანოთ არა მარტო სულ უფრო და უფრო მეტი მოგება, არამედ მეტი სიამოვნება, კმაყოფილება და რაც ყველაზე მთავარია, მეტი
თავისუფალი დრო თქვენი თავისათვის, თქვენი ახლობლებისა და ოჯახისათვის. დრო, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გამონახოთ,რათა აისრულოთ თქვენი სურვილები, მიზნები, ოცნებები.

სინამდვილეში, ამ წლის დასაწყისში – დროა დასხდეთ და გააანალიზოთ წარსული წლის შედეგები. გააანალიზოთ ის, რასაც მიაღწიეთ: ამ წელს დაგეგმილიდან რა გამოგივიდათ და რა არა. და რატომ არ გამოგივიდათ? რა უნდა გააკეთოთ შემდეგ წელიწადს, რომ აისრულოთ, მიაღწიოთ, მიიღოთ ის რისი მიღწევაც გსურთ.

ახლა – წინა წლის გააანალიზების დროა, დროა გაკეთდეს დასკვნები და დაიწყოთ ახალი წლის დაგეგმვა. თქვენი მოქმედებები, ის რისი მიღწევაც გინდათ, ისე, რომ ისინი ნამდვილად რეალურები და მიღწევადები იყონ. დაგეგმეთ 15-20 % იმაზე მეტი, უკეთესი, რისი მიღწევაც თქვენ ისწავლეთ. მომავალი წლისთვის დაისახეთ მიზნად 15-20% იმაზე მეტი, რისი გაკეთებაც უკვე დღეს შეგიძლიათ. გახდით ოდნავ უკეთესები. ყოველი დღით, ყოველი თვით გახდით უფრო პროფესიონალი, უფრო განათლებული იმაში, რითაც ხართ დაკავებული.

და, რაც ყველაზე მთავარია, იყავით სიხარულით და სიყვარულით აღსავსე. სიყვარულით, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ, ხოლო შემდგომ “შეიყვარეთ მოყვასი თქვენი ისე, როგორც საკუთარი თავი”. აჩუქეთ თქვენი სიყვარული, თქვენი ბედნიერება, თქვენი სიხარული ყველას, ვის გარემოცვაშიც თქვენ იმყოფებით. სიყვარულით მოიზიდეთ ადამიანები და ისინი უფრო მადლიერნი იქნებიან იმისათვის, რომ არსებობენ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანები როგორიც თქვენ ხართ!

ჩვენ გისურვებთ წარმატებებს ყველა სფეროში!
იყავით ბედნიერები, ძვირფასო მკითხველებო!
და გაამრავლეთ თქვენი ბედნიერება სხვა ადამიანებშიც!

პატივისცემით B2P.GE-ს კოლექტივი

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ახალი წლის ჯადოსნური ღამე მოსკოვში

12 რჩევა ბიზნესის მხარდაჭერისთვის