მე ვცდილობ ვიყო ძლიერი ადამიანი. პრობლემებს როდესაც ვეჯახები არ ვივიწყებ ვინ ვარ. არ მავიწყდება ჩემი ოცნებები. მათზე არასდროს ვიტყვი უარს. ვიცი, ცხოვრება რთულია და ხშირად გვაყენებს დარტყმებს, მაგრამ მე შემიძლია მივიღო გამოწვევები მისგან. მე ვალდებული ვარ ასე მოვიქცე- საკუთარი თავის მიმართ.
ვიცი, ადამიანები რატომ განიცდიან მარცხს. ისინი როგორც კი დაბრკოლებებს ხვდებიან, მაშინვე უკან იხევენ. ამბობენ,რომ ოცნებები არასდროს აუხდებათ. სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა იბრძოლო, მხოლოდ ეს ყოფილა მნიშვნელოვანი. წარსულის მიღწევებით ვერ იამაყებ, მთავარი აწყმოა.
ამ ჩანაწერს მთელი გულით ვწერ. გულის უდიდეს ნაწილს ამ სიტყვებს ვატან შენამდე. ამიტომ აქვს ჩემს ნაწერს ძალა, ეს სიტყვები რეალურია, არ არის გამოგონილი, ამიტომ აქვს მათ ძალა. შეიძლება ხვალ უკეთესი ადგილიდან გესაუბრო, ვიდრე დღეს ვარ. ამ ჭაობში არ არის ადგილი შენთვის, მაგრამ სამყარო ცვალებადია, ყველაფერი იცვლება, ამიტომ მე მჯერა უკეთეს ადგილას შევხვდებით ერთმანეთს.
არასდროს ვივიწყებ ვინ ვარ
