არამატერიალური მოტივაცია

რა არის საჭირო იმისთვის რომ ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ ხალისით, დაგეგმილ ან უფრო ნაკლებ დროში და რაც მთავარია ხარისხიანად? რასაკვირველია მოტივაცია.

მოტივაცია ყველაფერია, იგი აუცილებელია ნებისმიერი საქმის დასაწყის ეტაპზე, საჭიროა საქმის კეთების პროცესში და გამორიცხულია მის გარეშე საქმის ბოლომდე მიყვანა. კარგი მოტივაცია უკვე ნახევარი საქმეა!

მოტივაციის 2 ტიპი არსებობს: მატერიალური და არამატერიალური.
მატერიალურია: ხელფასი, პრემია, ბონუსი.

მაგრამ მოტივაცია არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეფექტური, თუ ის დაფუძნებულია მხოლოდ მატერიალურზე, გულისხმობს ხელფასის მატებას ან მუდმივად მზარდ ბონუსებს და არ ითვალისწინებს არამატერილურ მოტივაციას. რადგან მომატებულ ხელფასს აქვს მხოლოდ დროებითი ეფექტი ანუ ადრე თუ გვიან საკუთარი გაზრდილი ანაზღაურება ადამიანისთვის ხდება ჩვეულებრივი ფაქტი და ის აღარ თვლის საჭიროდ იმუშავოს მეტი, როცა აღნიშნული თანხას ისედაც იღებს.

არამატერიალურ მოტივაცია, სწორად გამოყენების შემთხვევაში, როგორც წესი, ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. ეს უბრალო ფსიქოლოგიაა: ადამიანები ყოველთვის ისწრაფვიან საზოგადოებრივი აღიარებისკენ, ყველას უნდა მოექცეს ყურადღების ცენტრში, დაიმსახუროს კოლეგების პოზიტიური შეფასება, ყველაში ცხოვრობს პატარა ბავშვი, რომელსაც ძალიან უნდა იყოს ,,კარგი“ და ყველამ შეაქოს.

არამატერიალური მოტივაცია ბევრნაირი არსებობს. არის საშუალებები, რომლებიც არამატერიალურს მიეკუთვნება, მაგრამ კომპანიისათვის უფასო როდია. მაგ: სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა (თანამშრომლები ფულს ხელზე ვერ იღებენ, მაგრამ კომპანია იხარჯება), უფასო სადილი, მგზავრობის თანხა, მობილური კავშირი და ა.შ.

და არსებობს ნამდვილად უფასო სამოტივაციო საშუალებები: თანამშრომლის შექება კოლეგების თანდასწრებით, კონკურსები (თვის საუკეთესო თანამშრომელი, თვის შრომისმოყვარე თანამშრომელი და სხვ.), დაჯილდოვებები, სერთიფიკატები და ა.შ.

ის, რომ კონკურენცია უდიდესი სტიმულია უკვე დიდი ხანია დაადგინეს. ამ საშუალების გამოყენებით ადამიანებს შეუძლიათ იმუშავონ გაორმაგებული ძალებით, ყოველგვარი ჩავარდნების გარეშე და სასწაულები მოახდინონ.

მაგრამ ამ ინსტრუმენტის გამოყენებისას აუცილებელია ზომიერების დაცვა, რათა კოლეგებს არ შეძულდეთ ერთმანეთი, არ გაუჩნდეთ შურის, ზიზღის გრძნობა და დამარცხებულმა საბოლოოდ არ შეიძულოს სამსახური. ძალიან კარგი იქნება თუ ამას მივცემთ თამაშის სახეს.

კომპანიის ძალიან დიდი პლიუსია გამოიყენოს არამატერიალური მოტივაცია მაქსიმალურად და მინიმალური დანახარჯებით მიაღწიოს თანამშრომლებისგან მაქსიმალურ შედეგებს. რასაკვირველია თუ ამას ბონუსებიც დაემატება იქნება ძალიან კარგი და თანამშრომლების მონდომება თქვენს მიერ დაგეგმილ შედეგებს ბევრად გადააჭარბებს.

Report

ჯუნა სანიკიძე

ავტორი: ჯუნა სანიკიძე

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი
პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები.
არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

დაუჯერებელი ამბავი მომხდარი სიეტლის ოლიმპიადაზე

იგავი: ხმაურიანი ბავშვები