არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალი

არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალი

შეიხი მოზა: არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალი – შეიხი მოზა ბინტ ნასერ ალ-მისენდი. ჰიჯაბისა და ფარანჯას გარეშე

6guou56dtiar6hq26xir

არაბული სამყაროსთვის მისი სტილი — თამამია. ყატარის ყოფილმა ემირმა თავის მეორე ცოლს ნება მისცა არამარტო ფარანჯა მოეხსნა, არამედ ჩარეულიყო სახელმწიფო საქმეებშიც.
შეიხი მოზა ბინტ ნასერ ალ-მისენდი — ყატარის მესამე ემირის, შეიხ აჰმად ბენ კალიფა-ალ-ტანის მეორე ცოლია სამიდან, 7 შვილის დედა, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ლედი და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს — პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა.
მისი ცხოვრების ისტორია აღმოსავლურ ზღაპარს ჰგავს, თუ ვინმე გადაწყვეტს მოზას ცხოვრებაზე სერიალის გადაღებას, სავარაუდოდ გამოვა «დიდებული საუკუნის» მსგავსი.

sheikha-mozah-style-9

18 წლის ასაკში მოზას შეხვდა «ბედნიერი ბილეთი» — მან გაიცნო მომავალი პრინცი, თუმცა მის ცოლობას არ ჩქარობდა. ჯერ ყატარის უნივერსიტეტში ჩააბარა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ სტაჟირება გაიარა ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და მხოლოდ ამის მერე გათხოვდა. ცოლ-ქმრული თანაცხოვრების პირველი წლები მან ბავშვებს დაუთმო. ეს არის ქალი, რომელსაც ეძახიან სპარსეთის ყურის «რუხ კარდინალს». იმ დროისთვის ყატარიც არ იყო ისეთი გავლენიანი სახელმწიფო არაბულ სამყაროში როგორც დღეს. სიტუაცია შეიცვალა 1995 წელს. იმ დროს მოზას ქმარმა უსისხლო გადატრიალება მოახდინა ქვეყანაში, ჩამოაგდო საკუთარი მამა და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. გადატრიალებას მხარი დაუჭირა ანგლო-საქსონურმა სამყარომ, ყატარის შესახებ საუბარი დაიწყეს მისი ნავთობის მარაგების ჭრილში, ახალმა ემირმა მსოფლიოს გააცნო თავისი მეორე ცოლი — ლამაზი და განათლებული მოზა.

შეიხი მოზა კურირებდა ჰუმანიტარულ და საქველმოქმეო პროგრამებს და სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა პუბლიკის წინაშე ულამაზეს სამოსში რომლებიც შექმნილი იყო მსოფლიოს წამყვან მოდის სახლებში.

sheikha_mozah_style_icon

ის ატარებს შარვალს, გამოყვანილ კაბებს. მის გარდერობში არის რუსი დიზაინერის -უილიანა სერგეენკოს კაბაც. (ცენტრში ფოტოზე — რუსი დიზაინერის კაბაში).
მოზას პროგრესული ჩაცმულობის პარალელურად მის ქვეყანაში ქალები ისევ არაბული წესებით დაკანონებული სამოსით – გრზელი შავი კაბებით, თავსაბურავებით და ჰიჯაბებით დადიან – ზუსტად ისე, როგორც მთელს არაბულ სამყაროში. მოზა ატარებს მხოლოდ თავსახვევს, თავისუფალ დროს ჯინსებითაც კი დასეირნობს.

მოზას აკრიტიკებენ ყატარის აგრესიული პოლიტიკის გამო — სპარსეთის ყურის პატარა ქვეყანას ადანაშაულებენ გაზის ფასების დემპინგში და გაზის ბაზრის მაქსიმალური სეგმენტის დაკავებაში მთელი მსოფლიო მასშტაბით. გარდა ამისა, ყატარი აფინანსებს რადიკალურ დაჯგუფებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც, რა თქმა უნდა, მთლად ვერ ერგება მოზას დახვეწილ იმიჯს.

Qatar+State+Visit+To+the+UK+fPIcfiar5Lpx

შეიხ მოზას, რაც სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში იშვიათობას წარმოადგენს, გააჩნია მთელი რიგი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამდებობები, მათ შორის საპატიო: ის ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდის ხელმძღვანელია, ოჯახური საკითხების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტია; განათლების საკითხებში უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელია. მოზამ შექმნა არაბული დემოკრატიული ფონდი, რომელშიც პირველი შენატანი გააკეთა მისმა ქმარმა 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ფონდის მთავარი ამოცანაა — თავისუფალი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.

2ecc42a17e7d98fe645f4530dc3ab9aa

და ბოლოს — შეიხი მოზას პროექტზე, რომლის სახელწოდებაა Educate A Child («მიეცი განათლება ბავშვს»). ფონდი შექმნილია მოზას პატრონაჟის ქვეშ ბავშვების დაწყებითი განათლების დაფინანსებისა და ორგანიზების მიზნით, რომლებიც ცხოვრობენ ღარიბ ქვეყნებში, ასევე საომარი კონფლიქტების ზონებში (სულ 34 ქვეყანა, რომელთა შორის არის ჩადი, ბანგლადეში, კენია).
მოზა ამობობს: «იმის ნახვა, თუ როგორ ცხოვრობენ ეს ბავშვები — სულ სხვაა, ვიდრე მათ შესახებ მოსმენა ან წაკითხვა. (…) ეს ბავშვები იძულებულები არიან იბრძოლონ ისეთ უბრალო ადამიანური უფლებებისთვის, როგორიცაა ნორმალურ პირობებში ცხოვრება და სწავლა. მე ვვარაუდობდი, რომ სკოლებს არ ექნებოდა საჭირო აღჭურვილობა და არ ეყოლებოდა მასწავლებლები. მაგრამ საკლასო ოთახები, რომლებიც მათ აქვთ… უბრალოდ შეუძლებელია მათ ასე ეწოდოს! (…) რაც არ უნდა ვთქვათ და გავაკეთოთ, მაინც ძალიან ცოტა იქნება, მაგრამ მე მინდა ჩამოვაყალიბო ერთი სკოლა მაინც, რომელიც დაამკვიდრებს სტანდარტს. ბავშვები ამას იმსახურებენ!»

This post is also available in: English Русский

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

5 რეკომენდაცია თვითგანვითარებისთვის

1. თავისუფალი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან ერთად დასვენებას მოაქვს სიამოვნება, ჭეშმარიტი სიამოვნება მხოლოდ მაშინ დგება, როცა გარშემო ის ადამიანები გყავთ, ვისაც გულწრფელად უყვარხართ, პატივს გცემენ და მზად არიან რთულ

სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან საავადმყოფოში თქვა

“მე ბიზნესის სფეროში წარმატების მწვერვალების მიღწევა შევძელი. ბევრს მიაჩნია, რომ ჩემი ცხოვრება – ეს წარმატების განსახიერებაა. მაგრამ ვაღიარებ, რომ სამსახურის იქით, ცოტა რამ თუ მაბედნიერებს. და საერთოდ, სიმდიდრე – ეს

12 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაამარტივებს

ყოველი ჩვენგანი უნიკალურია, მაგრამ ყურადღებიანი ფსიქოლოგები მაინც ნახულობენ ქცევის შაბლონებს, რომლებიც ბავშვობიდან იდება ჩვენში. B2P.GE  გიზიარებთ რამოდენიმე ფსიქოლოგიურ ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ დაალაგოთ ურთიერთობა გარემოცვასთან და გაიმარტივოთ ცხოვრება. იმისათვის, რომ გაარკვიოთ ადამიანს

კიანუ რივზი: «ვერ გავხდები ასეთი სამყაროს ნაწილი!»

,,არ შემიძლია იმ სამყაროს მიღება, რომელშიც მამაკაცი ცოლს ისე აცმევს, რომ ყველასათვის დასანახი ხდება ის, რაც დაფარული, ინტიმური უნდა იყოს. სადაც ღირსება და თავმოყვარეობა – უცნაური სიტყვებია დაკარგული აზრით, ვიღაცის

რატომ უნდა შევხვდეთ მშვიდად ცხოვრების სირთულეებს

თითოეულ სირთულეს ჩვენს ცხოვრებაში აქვს თავისი ეფექტი და მათი ღირსეულად გადალახვის შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ მისგან გაკვეთილს, ვხდებით გამოცდილი და ძლიერი ადამიანი. შესაბამისად, ყველა სირთულეს აქვს თავის სარგებლის ეფექტი. ზოგიერთი ცხოვრებისეული

იგავნი სოლომონისა ზარმაცი კაცის შესახებ

იგავნი სოლომონისა ზარმაცი კაცის შესახებ, ეს გამონათქვამები ამოწერილია ბიბლიიდან. ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი კი ამდიდრებს. ზარმაცი სარგებელს ვერ ნახავს, ბეჯითი კი გამდიდრდება. ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითის