10 დასამახსოვრებელი ციტატა ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიული წიგნიდან

10 დასამახსოვრებელი ციტატა ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიული წიგნიდან

1. შეიძლება ძლიერი იყო, ძალიან ძლიერი, შეიძლება ვინმეს მაგალითი იყო, მაგრამ ადამიანად უნდა დარჩე.

2. თუ მოკლე, იოლ გზას აირჩევ, ალბათ უფრო ადრე მიხვალ, მაგრამ დადგება დღე, როცა საკუთარი თავის წინაშე მარტო აღმოჩნდები და დაიკარგები.

3. როცა გრძნობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია, რამე ისეთი წარმოიდგინე, რაც მოგადუნებს.

4. ხალხს ჰგონია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას საათები სჭირდება, მეტიც – დღეები, ან თუნდაც რამდენიმე თვე. უსაზღვრო ფიზიკური და გონებრივი ენერგია და ა.შ. არადა ასე თითქმის არასოდეს ხდება.

5. ცუდი დღეებისგან რაღაც უნდა ისწავლო. უნდა ეცადო. ღრმად უნდა ამოთხარო იქამდე, ვიდრე სადღაც დარჩენილ ცოდნის მარგალიტს ან იმედის ნაპერწკალს არ მიაგნებ, ან რაიმე ფრაზას, რომელიც დაგრჩება და გასავლელ გზას გაგიადვილებს.

6. აგური აგურზე უნდა დადო სახლის აშენებისას, ესაა დიდი ბედნიერების მიღწევის უმარტივესი ფორმულა.

7. ინდივიდების ერთობლიობა ქმნის გუნდს, ინდივიდების ოცნება შობს გამარჯვებას.

8. შეფასებაში მეტი კორექტულობაა საჭირო. მაგრამ საქმე ისაა, რომ ირგვლივ ყურება ყოველთვის უფრო მარტივია, შიგნით ყურება – ბევრად რთული.

9. დღესაც არ ვარ დარწმუნებული ჩემს განუმეორებლობასა და შეუცვლელობაში, მაგრამ ვერ ვახერხებ ეს გარშემომყოფებს დავუმტკიცო, მათ, ვინც მიჩვეულია ღრმად და ამავდროულად საოცარი გულგრილობით შემისწავლოს. თუმცა ერთ დასკვნამდე მივედი – მგონი, რაღაც განსხვავებული მართლაც მაქვს.

10. დილით მეძინა. შუადღეზე “ფლეისთეიშენი” ვითამაშე. საღამოს მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ის, რაც იმაზე ადრე უნდა გადავეჩვიოთ, ვიდრე თამბაქო

რამდენი ხანია მსოფლიო გამუდმებით საუბრობს თამბაქოს საფრთხეებზე. უკვე აღარავინ დავობს მის მავნებლობაზე და ყველა ერთხმად ვთანხმდებით რომ უნდა გადავეჩვიოთ მოწევას. თუმცა გარდა ამისა, თითოეულ ჩვენთაგანს მრავლად აქვს სხვა ზიანის მომტანი

10 ებრაული პრინციპი მეწარმისთვის

საქმისადმი მიდგომის 10 ებრაული პრინციპი, რომელთა კულტივირება საკუთარ თავში მნიშვნელოვანია ყველა მეწარმისთვის 1. არ ღირს ყველაფრის თქმა, რასაც ფიქრობ. 2. ზოგჯერ საჭიროა იმაზე მეტის მიცემა, ვიდრე საკმარისია, თუ გინდა, რომ

ნუ იჩქარებთ შეფასებების გაკეთბას!

მოხუცი მამაკაცი 25 წლის ვაჟთან ერთად შევიდა მატარებლის ვაგონში და დაიკავა კუთვნილი ადგილი. ახალგაზრდა ფანჯარასთან დაჯდა. როგორც კი მატარებელი დაიძრა, მან ფანჯარაში გადაყო ხელი ჰაერის ნაკადი რომ ეგრძნო და უცებ

10 ბრძნული რჩევა პირადი განვითარებისთვის, რომლებზე დაფიქრება ნამდვილად ღირს

1. შეძენილი ცოდნა არ არის გარანტია იმისა, რომ თქვენ გაიზრდებით და განვითარედებით, მთავარია ამ ცოდნის გამოყენება. 2. კარგი იდეა მოქმედების გარეშე არაფერია. 3. შესაძლებლობები კი არ უნდა ეძებო, უნდა შექმნა.

“რწმენა, ნდობა და იმედი” – სამი ამბავი, რომელიც დაგვაფიქრებს

1. ერთხელ მთელმა სოფელმა გადაწყვიტა ელოცათ, რომ წვიმა წამოსულიყო. დაგეგმილ დღეს ყველა შეიკრიბა, მაგრამ მხოლოდ ერთმა ბიჭუნამ წამოიღო ქოლგა. – ეს რწმენაა 2. როდესაც თქვენ აგდებთ ჰაერში ერთი წლის ბავშვს, ის

ერთი პრინციპი, რისგანაც ჩნდება წინააღმდეგობები ჩვენს ცხოვრებაში

არსებობს გარკვეული წონასწორული მდგომარეობა, როგორც ერთი ადამიანის შინაგან სამყაროში, ასევე მის ოჯახში, სამეგობროში, სანათესაოში და ნებისმიერ საერთო ინტერესებით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფში და ამ წონასწორულ მდგომარეობას ფსიქოლოგები წონასწორულ პრინციპს ეძახიან. ამასთან, ყველასათვის