9 ყველაზე მდიდარი ბავშვი და მოზარდი მსოფლიოში

9 ყველაზე მდიდარი ბავშვი და მოზარდი მსოფლიოში

მათ ვერ შეხვდებით ავტობუსის გაჩრებაზე. ისინი არ დადიან მაღაზიებში, ისინი არიან მილიონერი ბავშვები, რომელთა უმეტესობა 16 წლამდე ასაკის არის, ხოლო მათი საბანკო ანგარიშები მსხვილი თანხებითაა შევსებული.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ბავშვების ჩამონათვალს:

arton42499

1. პრინცი მაულაი ჰასანი – 12 წლის. მაროკოს მეფის მუჰამედ VI-ის და პრიცესა ლალა სალმას ვაჟი. 25 მლრდ აშშ დოლარი. ის ითვლება მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ბავშვად. მისი მემკვიდრეობა საკმაოდ შთამბეჭდავია. გარდა იმისა, რომ მოზარდი სამეფო კარის პრესტიჟულ სკოლაში სწავლობს, ის რეგულარულად ჩნდება ოფიციალურ შეხვედრებზე, სადაც მიმართავენ: „თქვენო უდიდებულესობავ“.

Prince George Of Cambridge First Birthday

2. კემბრიჯის პრინცი ჯორჯი – 2 წლის. სამეფო კარის ტიტულთან ერთად მისი ქონება შეადგენს 1 მლრდ აშშ დოლარს. მაშინაც კი, თუ ჯორჯი არ გახდება მთავარი მონარქი, მას ყოველწლიურად გადაუხდიან 400 მლნ ფუნტ სტერლინგს სახელმწიფო ხაზინიდან.

lifuYH7C5PJJk

3. სური კრუზი – 9 წლის. 270 მლნ აშშ დოლარი. ეს პატარა ლამაზმანი ნებისმიერ ცნობილ ჰოლივუდის ვარსკვლავს მისცემს ფორას. მხოლოდ ერთი გარდერობის ფასი, რომლის წყალობითაც სური ყოველ წელს ხვდება მსოფლიოს ყველაზე მოდური ბავშვების სიაში მის მშობლებს – ტომ კრუზს და ქეით ჰოლმსს 3 მლნ აშშ დოლარი დაუჯდათ. ეს არაფერი, ერთხელ დედამ დაბადების დღეზე სურის სათამაშო სახლი აჩუქა, რომელსაც წყალგაყვანილობა და გათბობაც კი ჰქონდა და ღირდა 24 000$.

69627383
4. დანელინ ჰოვარდ მარშალი – 9 წლის. 50 მლნ აშშ დოლარი. ეს ერთ-ერთი ის შემთხვევაა, როცა მდიდრული ცხოვება სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ნახევარი წლის წინ გოგონამ დაკარგა დედა – ცნობილი მოდელი ნიკოლ სმიტი. მისი ბიოლოგიური მამა ლარი ბირკჰერი დიდი ხნის მანძლზე ცდილობდა დაემტკიცებინა მოსამართლისთვის ეს ფაქტი. 6 წლის ასაკში გოგონას მემკვიდრეობით ერგო დედის ქონება და გარკვეული თანხა, რომელიც დედამისმა კარიერის მანძილზე გამოიმუშავა. თუმცა ნიკოლის ბოლო ქმარმა ჰოვარდ მარშალმა ქალს არაფერი დაუტოვა მემკვიდრეობით, მაგრამ ნიკოლის ადვოკატებმა მაინც მოახერხეს ჰოვარდ მარშალისთვის 49 მლნ დოლარის გამორთმევა და გოგონას ანგარიშზე დადება.

salma-hayek-francois-henri-pinault-venice-boat-ride-with-valentina-06

5. ვალენტინა პალომა პინა – 8 წლის. 12 მლნ აშშ დოლარი. 3 წლის ასაკში ვალენტინა პალომა თამამად დააბიჯებდა წითელ ხალიჩებზე. ის 3 ენას ფლობს და მიჩვეულია მდიდრულ დასვენებას და ცხოვრებას. მისი მამა, მილიონერი ფრანცუა ანრი პინა და დედა სელმა ჰაიეკი ყველაფერს აკეთბენ იმისათვის, რომ მათ შვილს არაფერი მოაკლდეს. ლოს-ანჯელესში ვალენტინას აქვს პირადი ქონება, რომლის ღირებულებაც შეადგენს 12 მლნ აშშ დოლარს. ყოველთვიურად მამა გოგონას დამატებით უხდის 50 000$-ს.

13c6972e84ccf967

6. ჯეიდენ სმიტი – 17 წლის. 8 მლნ აშშ დოლარი. ეს ფული ჯევენმა თავისი ძალებით გამოიმუშავა ფილმში გადაღების წყალობით. გარდა ამისა თინეიჯერი საკმაოდ პოპულარული რეპ-შემსრულებელიცაა. მღერის დუეტში ჯასტინ ბიბერთან ერთად.

attends the 67th Emmy Awards at Microsoft Theater on September 20, 2015 in Los Angeles, California. 25720_001
7. რიკო როდრიგესი – 17 წლის. 4 მლნ აშშ დოლარი. ამ შესანიშნავ მოზარდს ჯერ სკოლა არ დაუმთავრებია და მის ანგარიშზე უკვე მილიონობით დოლარი დევს. ბევრი ფული და პოპულარობა მას მოუტანა მინი დელგატოს როლმა სერიალში „ამერიკული ოჯახი“. რიკომ ასევე დაწერა ავტობიოგრაფია და მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე მხატვრულ ფილმში.

31casey-master675

8. ჯორდან კეისი – 14 წლის. როგორც აღმოჩნდა, კომპიუტერული თამაშების სიყვარულს მილიონების მოტანა შეუძლია. მშობლები ფიქრობდნენ, რომ ჯორდანს დრო გაჰყვადა კომპიუტერულ თამაშებზე, სანამ მის ჩანაწერებში არ ნახეს ევროპაში კომპიუტერული თამაშების ყველაზე ახალგაზრდა შექმქმენელების სია. 9 წლის ასაკში კეისიმ სახელმძღვანელო იყიდა, ხოლო 10 წლის ასაკში 3 ენაზე განახორციელა თამაშის პროგრამირება. ამ ვუნდერკინდის მიღწევების სიაში შედის 3 სუპერპოპულარული აიტუნსის კომპიუტერული თამაში. ჯორდანის რეალური ქონება ცნობილი არ არის.

maxresdefault

9. იზაბელა ბარეტი – 8 წლის. 2 მლნ აშშ დოლარი. სილამაზის კონკურსები, დაუსრულებელი სატელევიზიო შოუები. კოსმეტიკის და საიუველირო სამკაულების საკუთარი ხაზი – ყველაფერი ეს პატარა იზაბელ ბარეტისაა. რამოდენიმე ათეული ათასის ღირებულების კაბის შეძენა ან ძვირადღირებულ რესტორანში სადილისთვის ანგარიშსწორება ამ პატარა ლამაზმანისთვის პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. საკმაოდ ძვირი უჯდება გოგონას ხელოვნური რუჯის, წამწამების და აკრილის ფრჩხილების შენარჩუნებაც. მოდის პატარა მიმდიევარს უყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი და მუდმივად მოვლილია.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

კარგი მანერების კოდექსი

1. კამპანიაში მისვლისას ულამაზოა მეწყვილეს მარტო დატოვება იმის გამო, რომ ყველასთან მიხვიდე, მიესალმო და დალიო. თუ კამპანია 10-ზე მეტი ადამიანისგან შედგება, ხელის ჩამორთმევა 1 ადამიანისთვისაც საკმარისია! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სულელურად

21 ციტატა ლუიზა ჰეის წიგნიდან, ცხოვრების გასამთელებლად

ადამიანები, რომლებმაც ტკივილი მოგვაყენეს, იყვნენ ისეთივე შეშინებულები, როგორც ახლა თქვენ ხართ. ამ სტატიაში მოყვანილი ციტატები დაგეხმარებათ გააგრძელოთ ცხოვრება, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი. სწორედ ამ პრინციპებზე არის აგებული ბევრი კურსი და

ის, რაც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს!

მამამ ალბათ გასწავლათ გარკვეული ნაწილი ამ სტატიაში მოყვანილი საკითხებიდან. მაგრამ თუ მას არ დაუთმია სათანადო დრო ამ ყველაფრისთვის, მაშინ აქ მოყვანილი ჩამონათვალი ნამდვილად გამოგადგებათ მამაკაცებს: 1. შეეცადეთ შეხვდეთ ისეთ გოგოებს,

10 ოქროს წესი სამუშაოს საუკეთესოდ ორგანიზების და დროის დაგეგმარებისთვის

ჯერ კიდევ ალბერტ ეინშტეინმა აღნიშნა, რომ ადამიანებს შეშის ჭრა მოქმედების თანმდევი შდეგის გამო უყვართ. სწოერდ შედეგის ხანგრძლივ მომავალში დადგომა არის ადამიანების სიზარმაცის ან ნელი მუშაობის მიზეზი, რაც უკავშირდება ბევრი ან

რომელი ბიზნესის დაწყება შეიძლება თუ დიდი სასტარტო კაპიტალი არ გაქვთ?

ეს შეკითხვა ცოტა ხნის წინ, სადისკუსიო სერვისის Quora-ს მომხმარებლების მიერ განიხილებოდა. წარმოგდგენთ ყველაზე საინტერესო პასუხებს: 1) ჯერ იპოვეთ კლიენტები ენდრიუ ბიორნეტ-ტომსონი, IT-კონსულტანტი (დიდი ბრიტანეთი) მე ვიცოდი პროგრამული კოდის დაწერა. თავისუფალ

რატომ არ უნდა ვუსაყვედუროთ ადამიანებს, თუ ჩვენ წარმატებას არ იზიარებენ

რა საინტერსო და საყვარლები ვართ ადამიანები. ჩვენ ყოველთვის სხვებისგან ვითხოვთ გვერდით დგომას, მხარდაჭერას, გულშემატკივრობას, აღფრთოვანებას, პოზიტივს და აპლოდისმენტებს და გული გვწყდება თუ ერთ დღესაც საკმარისად ვერ მივეღებთ ამ ყველაფერს მათგან.