8 რჩევა, თუ როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება

8 რჩევა, თუ როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება

1. მოინდომეთ შეცვლა
ცვლილებებისადმი მზადყოფნა ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს თქვენი ცხოვრებაა და მას ვერავინ შეცვლის თქვენს გარეშე. თუ თქვენ თვითონ არ მოისურვებთ შეცვლას, ამქვეყნად ვერაფერი გაიძულებთ ამას.

2. იკისრეთ პასუხისმგებლობა
თქვენ უნდა იკისროთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. თქვენი ცხოვრება აღმასვლას განიცდის, თუ დაღმა მიექანება, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. როგორც კი იკისრებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ცვლილებებიც იოლად ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის.

3. შეანელეთ ტემპი
იმისათვის, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, თქვენ გესაჭიროებათ დრო ფიქრისა და განსჯისათვის. თუ თქვენ მუდმივად დაკავებული ხართ და არ გაქვთ იმისი გაფიქრების დროც კი, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, თქვენ ვერ იპოვით საიმისოდ დროს, რომ გარკვეული ზომები მიიღოთ საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად.

4. იპოვეთ მიზეზი
შეცვლა-არ არის იოლი, რადგან არსებობს ინერცია, რომელიც თქვენ უნდა გადალახოთ. მიზეზი არის თქვენი ენერგიის წყარო. მიზეზის არსებობა ძალას შეგმატებთ.

5. შეცვალეთ დოგმები, რომლებიც გზღუდავენ
დოგმები, რომლებიც გზღუდავენ, არიან ყველაზე ძლიერი წინაღობები ცხოვრების შეცვლის გზაზე. თქვენ ჯერ უნდა გამოავლინოთ ისინი, ვიდრე დაიწყებთ მათთან ბრძოლას. ამისათვის გააკონტროლეთ საკუთარი აზრები, რომლებშიც ხშირად ამბობთ: „მე ეს არ შემიძლია…“; „მე ეს არ ძალმიძს…“; „მე ყოველთვის უნდა…“; „გამოსავალი არ არის…“ ესენია დოგმები, რომლებიც გზღუდავენ. დაემშვიდობეთ მათ!

6. შეცვალეთ საკუთარი მავნე ჩვევები დადებითით
რომელი ჩვევები გექანებიან ძირს? რომელი ჩვევების დაძლევას ისურვებდით? იმის მაგივრად, რომ ეცადოთ ამ ჩვევების დაძლევა, ფოკუსირდით იმაზე, რომ შექმნათ ახალი დადებითი ჩვევები, რომლებიც მათ ჩაანაცვლებენ.

7. მოძებნეთ მოძღვარი
მოძებნეთ სამაგალითოდ ისეთი ადამიანის ცხოვრება, რომელმაც მიაღწია იმას, რის მიღწევაც გსურთ თქვენ. ისწავლეთ მისგან. შეისწავლეთ მისი ბიოგრაფია. თუ ეს ადამიანი თქვენს გვერდითაა, თქვენ სასწაულად გაგიმართლათ.

8. გქონდეთ მართებული მოლოდინი
თავიდანვე მართებული მოლოდინის ქონა ძალზედ მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მორალურად დაეცემით, როცა საქმეები ისე არ წაგივათ, როგორც ელოდით. მართებული მოლოდინის ქონა მოგანიჭებთ სიმტკიცეს რთულ მომენტებში.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ჟენევა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მოხმარებაზე ჯარიმებს აწესებს

შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქი 2020 წლის 1 იანვრიდან ჯარიმებს აწესებს პლასტმასის ერთჯერად პროდუქციაზე. კანონდამრღვევი დაჯარიმდება 100 ფრანკით. ჟენევა 2020 წლის 1 იანვრიდან ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადება, – ის კრძალავს სალაროებში

14 რამ, რაც ყველამ უნდა იცოდეს, ვინც ხანგრძლივი ფრენისთვის ემზადება

მოგზაურობა – მშვენიერია… თუ არ ჩავთვლით 15 საათიან გადაფრენებს… B2P.GE წარმოგიდგენთ სასარგებლო რჩევების ჩამონათვალს, რომელიც დაგეხმარებათ ხანგრძლივი გადაფრენებისას. 1. დარეგისტრირდით ონლაინ ავიაკომპანიების უმრავლესობას დღეისათვის უკვე აქვს ონალაინ რეგისტრაცია, რომელიც რეისამდე

კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას მისი თანაგუნდელები და მეგობრები სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დამაარსებელი კახა ბენდურიძე ლონდონში, ერთ-ერთ

ქალაქი, სადაც ყველა მუშაობს, პოლიცი არ არის და ხელფასი 1200 ევროა!

ესპანეთის ამ ქალაქში არ არის პოლიცია, დანაშაული და უმუშევრობა. აქ სულ რამოდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც შეძლეს აეშენებინათ საკუთარი სოციალ-დემოკრატიული უტოპია. საუბარია ქალაქ მარინალედაზე, რომელიც მდებარეობს ესპანეთის სამხრეთში, ანდალუზიის პროვინციაში.

ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრები

1. ერთხელ ჰემინგუეი დანაძლევდა, რომ დაწერდა მოთხრობას, რომელიც იქნებოდა მხოლოდ 4 სიტყვისგან შედგენილი და შეძლებდა ნებისმიერი მკითხველის მოზიდვას. მან მოიგო სანაძლეო: „იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი. უხმარი“ 2. ფედერიკ ბრაუნმა შექმნა უმოკლესი

როგორ მივუშველოთ ხელი მეგობარს?

გყავთ თუ არა პარტნიორი ან მეგობარი, რომელიც ცდილობს გააკეთოს რაიმე და უნდა გვერდით იგრძნოს თქვენი მხარდაჭერა? ან თქვენი შვილი მიისწრაფის თავისი ოცნებისკენ, არ ცოდნით, გამოუვა თუ არა? როდესაც ჩვენ მივდივართ