7 რამ, რაზეც დაზოგვა არ ღირს

7 რამ, რაზეც დაზოგვა არ ღირს

1. სტომატოლოგი
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჯანმრთელობა და ჯანსაღი კბილები — ერთ-ერთი ნიშანია კარგი განწყობისა და თავდაჯერებულობის.
სტომატოლოგთან უნდა იმეგობროთ და წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ მოინახულოთ. მხოლოდ ასე შეგიძლიათ დაცული იყოთ კარიესისგან და მისი სავალალო შედეგებისგან. ბევრი ჩვენგანი სტომატოლოგთან ვიზიტს მუდმივად გადადებს ხოლმე. ნუ დაელოდებით იმ მომენტს, როცა ექიმი გეტყვით, რომ ამ სიტუაციისთვის თავის არიდება შესაძლებელი იყო ცოტა ადრე მისვლით, როცა პრობლემის მოგვარება პატარა პლომბით შიძლებოდა.

2. დაზღვევა
დაზღვევაზე დაზოგვა – შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი სულელური მეთოდია ფულის შენახვისთვის. თქვენი ნერვები და სულიერი სიმშვიდე გაცილებით მეტი ღირს. დაზღვევის თანხა კი არც ისე დიდია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა რისკებს ფარავს სადაზღვევო პაკეტი.

3. საეჭვო პროდუქტები
ფასდაკლება, ლიკვიდაცია — ასე გვიზიდავს თანამედროვე სავაჭრო სფერო. მაგრამ, ერთი საკითხია გასული სეზონის სამოსი და მეორე – პროდუქტები. თუ ფასდაკლების მქონე პროდუქტები საეჭვოდ მიგაჩნიათ, სჯობს მათი შეძენისგან თავი შეიკავოთ.

4. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფული გონივრულად უნდა დაზოგოთ. რა თქმა უნდა არ ღირს ზედმეტის გადახდა ბრენდისა და ხმამაღალი დიზაინერული დასახელებებისთვის, თუმცა არც იქამდე უნდა დაეშვათ, რომ უხარისხო და ულამაზო სამოსი და ფეხსაცმელი შეიძინოთ, რადგან იაფფასიანი სამოსი საბოლოო ჯამში უფრო ძვირი გვიჯდება – ის უფრო სწრაფად კარგავს ფერს, ფორმას და ძალიან მალე ისევ თავიდან გაქვთ საყიდელი ყველფერი.

5. სარემონტო სამუშაოები
თუ პრობლემები გაქვთ ონკანთან დაკავშირებით, საჭიროა მილების შეცვლა, ფილის დაგება ან ფანჯრების გამოცვლა – ამ შემთხვევაში ორი გამოსავალი გაქვთ: თავად გააკეთოთ რემონტი, ან დაიქირაოთ მუშები.
გააკეთეთ რემონტი თავად, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ გეხერხებათ ეს საქმე და კარგად გამოგივათ. პროფესიონალური ჯგუფის დაქირავებაც გონივრულად უნდა მოხდეს. სანამ ვინმეს ამ საქმეს მიანდობთ, საჭიროა გადაამოწმოთ მათი გამოცდილება და რეპუტაცია.

6. დასვენება და ჯანსაღი ძილი
ჩვენ ხშირად ვცდილობთ ბევრი ფული გამოვიმუშაოთ და ამისთვის დამატებით სამუშაოს ვიღებთ. ნაკლებ დროს ვატარებთ ოჯახთან, გამოუძინებელი ვართ, დასვენების დღეებშიც ვმუშაობთ და ეს გვფიტავს.
ასეთ დროს იკლებს ჩვენი შრომისუნარიანობა, უარესდება მეხსიერება და კონცენტრაცია. ნაკლებს ვასწრებთ, შესაბამისად სამუშაოზე ვხარჯავთ ზედმეტ დროს. ეს ჩაკეტილი წრეა.
შეჩერდით, აიღეთ შვებულება, წადით სადმე ან უბრალოდ კარგად გამოიძინეთ! ჯანმრთლობაზე არ ზოგავენ.

7. განათლება, განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება
დიდი ხანია საინტერესო და სასარგებლო წიგნის ყიდვას აპირებთ, გინდათ უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე იაროთ, უნივერსიტეტში ჩააბაროთ ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიაროთ, მაგრამ ფული გენანებათ.
ნუ დაზოგავთ! განათლება — ეს არის ერთ-ერთი იმ საჭიროებებიდან, რომელში ინვესტიციის გაკეთება მომგებიანი ხდება ძალიან მალე. სამსახურში დაწინაურება, ახალი სამსახურის შეთავაზება, მეტი უნარი და შესაძლებლობა – ეს ყველაფერი გეძლევათ ამ საკითხებში ფულის ჩადებით. შესაბამისად ამ ყველაფერს თქვენთვის მოაქვს სტაბილური და გაზრდილი შემოსავალი.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

50 რჩევა ტვინის შესაძლებლობების გამოსააშკარავებლად

1. ამოხენით გამოცანები და თავსატეხები. 2. განივითარეთ ამბიდექსტრია (ორივე ხელის თანაბრად გამოყენების შესაძლებლობა). შეეცადეთ საქმის კეთების დროს ორივე ხელი დაასაქმოთ. 3. იმუშავეთ ორაზროვნებაზე, ჩამოუყალიბებლობაზე. ისწავლეთ სიამოვნების მიღება ისეთი რამისგან, როგორიც

გაიხსენეთ ეს, როცა მოგეჩვენებათ, რომ არაფერი არ გამოგდით!

1. ბეთჰოვენის სიყრუე ოცდაექვსი წლის ასაკიდან სულ უფრო და უფრო პროგრესირებდა, მას ნაწარმოებების შექმნა არ შეუწყვიტავს. 2. როცა დარვინმა მედიცინა დატოვა, მამა ეუბნებოდა: «შენ არაფერი გაინტერესებს ძაღლებისა და ვირთხების დაჭერის

ჯორჯ კარლინი: ჩვენი დროის პარადოქსი

“70-80 იანი წლების ცნობილმა სატირიკოსმა, ჯორჯ კარლინმა ცოლის სიკვდილის შემდეგ, დაწერა ეს არაჩვეულებრივი სტატია.” ჩვენი დროის პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი შენობები, და დაბალი მოთმინების უნარი, ფართო მაგისტრალები,

გამდიდრებისთვის საჭიროა შემდეგი მარტივი წესების დაცვა

ყველა თქვენი პრობლემა უნდა გვარდებოდეს უმოკლეს ვადებში, რის დახმარებითაც ამ პრობლემის მოგვარებაზე ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდებათ. იყავით გადაწყვეტილების მიმღები! ნაკლები იფიქრეთ და მეტი გააკეთეთ! 1. ნაკლები იმუშავეთ სხვაზე. რაც უფრო მეტს

ჯეფ ბეზოსის წარმატების 5 საიდუმლო

ჯეფ ბეზოსისა და ინტერნეტ გაყიდვების უდიდესი კომპანიის წარმატების  ისტორია ახალი არაა, თუმცა ის დღემდე აქტუალობას ინარჩუნებს. მაშინ, როცა ბიზნესი მაქსიმალურად ორიენტირებულია უახლეს, ბრწყინვალე იდეებზე ამაზონმა საკუთარი მომავალი 1997 წელს შექმნილ

როგორ მოქმედებენ სელებრითები მოდაზე

H&M-ის 2016 წლის საგაზაფხულო კოლექციის მთავარი გმირი ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი გახლავთ.