in ,

7 პროდუქტი, რომელიც ორგანიზმს წამლებზე უკეთ წმენდს

გთავაზობთ სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ორგანიზმს წამლებზე უკეთ წმენდს!

ორგანიზმის გაწმენდის მწვავე საკითხი ხშირად აბსურდამდე მიდის. ზეთებს, ლიმონის წვენს და სხვადასხვა პრეპარატებს მივყავართ საავადმყოფოს საწოლამდე. ღირს დაფიქრება და ყურადღების მიქცევა იმ ჩვეულებრივ პროდუქტებზე, რომლებიც ორგანიზმს გაცილებით უფრო კარგად წმენდენ, ვიდრე ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატი და ამასთან არავითარ ზიანს არ აყენებენ მას.

რით ვიკვებოთ, რომ შევძლოთ ორგანიზმის კარგად გაწმენდა?

კომბოსტო

კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რომელბიც იკრავს მძიმე მეტალებსა და ტოკსინებს და გამოდევნის საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. ასევე კომბოსტო შეიცავს ორგანულ მჟავებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ საჭმლის მონელებაზე და აწესრიგებენ მიკროფლორას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, კომბოსტოში არის საკმაოდ იშვიათი ვიტამინი U, რომელიც «კლავს» საშიშ ნივთიერებებს, მონაწილეობას იღებს ვიტამინების სინთეზში და აშუშებს წყლულს.

როგორ გამოვიყენოთ: შეგიძლიათ მიიღოთ უმი, მოწალული ან გამოწურული წვენის სახით.

წითელი ჭარხალი

წითელი ჭარხალი — ორგანიზმის №1 «გამწმენდია». მის შემადგენლობაში შედის: ბოჭკოვანა, სპილენძი, ფოსფორი, ვიტამინი С და მთელი რიგი სასარგებლო მჟავები, რომელბიც აუმჯობესებენ მონელების პროცესს და კლავენ მავნე ბაქტერიებს ნაწლავებში. ჭარხალი შეიცავს ასევე ლიპოტროპულ ნივთიერება «ბეტაინს», რომელიც ღვიძლს «აიძულებს» უკეთ გამოდევნოს ტოქსინები. ჭარხალი ხელს უწყობს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას ფოლიუმის მჟავას (მისი წყალობით იქმნება მეტი ახალი უჯრედი) და კვარცის დახმარებით (უმჯობესდება ძვლების, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა).

როგორ გამოვიყენოთ: უმი ან მოხარშული, შეიძლება ბორშში, სალათებში ან გამოწურული წვენის სახით.

ნიორი

ნივრის ერთ კბილში შედის 400-ზე მეტი სასარგებლო კომპონენტი. ისინი ასუფთავებენ სისხლძარღვებს, ამცირებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში და კლავენ ტვინის კიბოს გამომწვევ – მრავალფორმიან გლიობლასტომის უჯრედებს! ნივრის შემცველობაში არსებული მომპონენტები ანადგურებენ კუჭის წყლულის გამომწვევ მიზეზს – ჰელიკობაქტერიას! ანადგურებენ ჭიებს, დიფტერიისა და ტუპერკულოზის გამომწვევ ჩხირებს.

როგორ გამოვიყენოთ: უმჯობესია უმად ან დაჭყლეტილ მდგომარეობაში.

ბოლქვიანი ხახვი

ყველაზე მნიშვნელოვანი ხახვში არის ფიტონციდები, რომლებიც ინახება ეთერზეთებში. ფიტონციდები წამებში კლავენ ბაქტერიებს და სოკოს უჯრედებს. ასევე ხახვი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და საკვები ნივთიერებების ათვისებას, თქვენ წარმოიდგინეთ მადასაც კი აუმჯობესებს. ხახვი შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს, რომელიც აუვნებელყოფს და ანადგურებს ყველაფერ მავნებელს.

როგორ გამოვიყენოთ: უმჯობესია ცოცხლად, სალათებში ან ნაყენის სახით, რომლის დამზადება შეგიძლიათ სპირტზე კოსმეტიკური ნიღბის სახით გამონაყარისა და სიწითლის გასაქრობად.

ვაშლი

ვაშლი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის სტაბილურობას პექტინისა და ქსოვილების წყალობით, რაც «აერთიანებს» შლაკებს და ტოქსინებს! ვაშლი აუმჯობესებს მადას, ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ათავისუფლებს ყაბზობისგან. ასევე ის ანადგურებს გრიპ А-ს ვირუსის გამომწვევ ოქროსფერ სტაფილოკოკებს.

როგორ გამოვიყენოთ: ჩვეულებრივ გამოიყენებენ ცოცხლად და კანიანად, ასევე შესაძლებელია წვენის, დაბლენდერებული სახით ან კომპოტის მომზადება.

ავოკადო

ბევრმა სამწუხაროდ არ იცის ამ „სამხრეთული“ ხილის თვისებები. ავოკადო შეიცავს შესანიშნავ ნივთიერებას «გლუტათიონს», რომელიც ბლოკავს საშიში კონეროგენების დიდ რაოდენობას, რითაც ხელს უწყობს ღვიძლის «განტვირთვას». ასევე ავოკადო ახდენს სისხლში ქოლესტერინის სტაბილიზირებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ავსებს ორგანიზმს ჟანგბადით.

როგორ გამოვიყენოთ: ჩვეულებრივ, მას მიირთმევენ ცოცხლად, გამომშრალი ჩირის ან ზეთის ფორმით.

მოცვი

მოცვი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი „ბუნებრივი“ ანტიბიოტიკი და ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებაა! ის ასუფთავებს შარდის ბუშტს და სადინარებს საშიში ბაქტერიებისგან. მოცვი ხელს უწყობს ორგანიზმს ებრძოლოს კიბოს უჯრედების წარმოქმნას, ასევე ასუფთავებს ტრომბებს და კვანძებს სისხლძარღვებში.

როგორ გამოვიყენოთ: მოცვს ჭამენ ცოცხლად შაქრით ან მორსისა და წვენის, ზოგჯერ მურაბის სახითაც.

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

30 ცხოვრებისეული პრინციპი

მამაკცთა მეგობრობა – უბრალოდ ერთად ლუდის დალევა როდია!