7 ძლიერი რჩევა მუჰამედ ალისგან

7 ძლიერი რჩევა მუჰამედ ალისგან

1. მოითმინე ახლა
მე დავრბივარ გაცილებით დიდი ხანია, ვიდრე სინათლის შუქზე ვცეკვავ. მე ვერ ვიტანდი ვარჯიშის ვერცერთ წუთს, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი: „არ დანებდე. მოითმინე ახლა და იცხოვრე დარჩენილი ცხოვრება, როგორც ჩემპიონმა“.

მოითმინე, გაიღე საზღაური ახლა, და მიუხედავად იმისა, რომ საზღაური მაღალია, ეს ამად ღირს. ბოლოს და ბოლოს გამარჯვების საზღაური უფრო ნაკლებია, ვიდრე წარუმატებლობის. ამრიგად თქვენ განახორციელებთ კარგ გარიგებას. გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებისთვის გადაიხდით ნაკლებს, ვიდრე წარუმატებლობისთვის. ამიტომ გადაიხადეთ ახლა, დარჩენილი ცხოვრება კი გაატარეთ როგორც ჩემპიონმა.

2. იოცნებეთ, იფანტაზიორეთ, გამოსახეთ ვიზუალურად
«ჩემპიონები არ ხდებიან სპორტ-დარბაზში. ჩემპიონი იბადება რაღაცისგან, რაც მას შიგნით აქვს. ეს შეიძლება იყოს ოცნება, ფანტაზია, ხედვა».

არის თქვენში წარმატების მიღწევის მწველი სურვილი? იწვევს თუ არა ის თქვენს უძილობას და გაიძულებთ თუ არა დილაადრიან გაიღვიძოთ? ჩემპიონები წარმატებას აღწევენ მათი შინაგანი ხედვის უნარით, მათ აქვთ მზაობა მომავალი წარმატება დაინახონ უკვე განხორციელებული სახით. ჩემპიონები არასოდეს არ ჩერდებიან სანამ არ მიაღწევენ მიზანს. მათ არ შეუძლიათ გაჩერება, მათ აქვთ მისია.

3. დაარწმუნეთ საკუთარი თავი
«იფარფატე როგორც პეპელამ. არავის შეუძლია მოერიოს მუჰამედ ალის!»

ალიმ თქვა: «ამ სიტყვების გამეორება აღვივებს რწმენას, რომელიც იწვევს დიდ ნდობას და სხვადასხვა ნააზრევი იწყებს განხორციელებას. ნუ დაელოდებით, რომ ვინმე დაგარწმუნებთ, საკუთარი თავი თავად დაარწმუნეთ». ალი ამას ყოველთვის აკეთებდა და ამბობდა: „თუ თქვენ ოცნებობთ, რომ მცემოთ, სჯობს გამოიღვიძოთ და ბოდიში მომიხადოთ“.

4. ცვლილება
«ადამიანი, რომელიც სამყაროს 50 წლის ასაკში ისე უყურებს, როგორც ამას 20 წლის ასაკში აკეთბდა, დახარჯა ცხოვრების 30 წელი».

თქვენ უნდა შეიცვალოთ. „ცვლილებას“ ხშირად ცუდი რეპუტაცია აქვს. თუ თქვენ შეხვდებით ვინმეს, ვინც არ გინახავთ ერთი წელი, მათ უნდა გითხრან: «შენ შეიცვალე», თქვენ კი უნდა უპასუხოთ «მადლობა». ცხოვრებაში ყველაფერი მუდმივად იცვლება, იზრდება, ამიტომ თქვენ რისკზე უნდა წახვიდეთ და უფრო დიდი ადამიანი გახდეთ. ალიმ თქვა: «იმას, ვისაც სიმამაცე არ ჰყოფნის რისკზე წასასვლელად, ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია».

5. გამოიყენეთ ფრთები
«ადამიანს, რომელიც მოკლებულია წარმოსახვის უნარს, ვერ ექნება ფრთები».

ფრინველი, რომელიც არ იყენებს თავის ფრთებს, ვერ შეძლებს დიდი გზის გავლას. ჩვენ ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენც გვაქვს ფრთები – ეს ჩვენი წარმოსახვაა. ჩვენ გვაქვს საშუალება წყენა დავივიწყოთ და შევქმნათ უსაზღვრო შესაძლებლობების სამყარო. თუ ჩვენ გვწამს იმის, რასაც სამყაროში ვხედავთ, თუ ჩვენ დავტვირთავთ საკუთარ თავს სამყაროს ჩვენეული ხედვით, მაშინ ეს ხედვა დაიბადება ამ სამყაროში.

6. მიზნები – ეს ყველაფერია
«რაც მაკავებს გზაზე, ეს ჩემი მიზნებია».

თქვნ რაც გაკავებთ გზაზე, ესეც მიზნებია? იქონიეთ მიზნები, იცოდეთ თქვენი მიზნების შესახებ, თქვენ უნდა ახდენდეთ საკუთარი მიზნების ციტირებას და ვიზუალიზაციას ძილის წინ. მიზნები ყველაფერია. თქვენ ისინი გჭირდებათ. თქვენთვის აუცილებელია გეგმა, რომელიც მიზნებამდე მიგიყვანთ. არასოდეს აიგდოთ მიზნების მნიშვნელობა, ისინი გეხმარებიან იმოძრაოთ.

7. მოემზადეთ წარმატებისთვის
«ბრძოლა, მოგებული ან წაგებული, მოწმეების გარეშე – ზურგსუკან, სატრენაჟორო დარბაზში, ჯერ კიდევ გზაშია, ბევრი აკლია ჩემი სინათლის სხივებქვეშ ცეკვამდე».

თქვენ არ აღწევთ წარმატებას როცა თქვენი ოცნება სრულდება, თქვენ ხდებით წარმატებული ან განიცდით მარცხს ახლა. თქვენი ყოველდღიური ჩვევები განსაზღვრავენ რამდენად შორს მიდიხართ, საქმე „სინათლეში“ არ არის, საქმე იმაშია, თუ როგორ უნდა მოემზადოთ თქვენ ამ „სინათლისთვის“. თქვენ ვარჯიშობთ, წინ მიიწევთ, თქვენ ემზადებით „სინათლისთვის“.

მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. წარმატებებს გისურვებთ!

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

იგავი: ღმერთი და ბავშვი

დაბადებამდე ერთი დღით ადრე ჩვილი ეკითხება ღმერთს: – მეშინია, რატომ მიშვებ სხვა სამყაროში? იქ რა უნდა გავაკეთო? ღმერთმა დაამშვიდა: – ნუ გეშინია, მე შენ ანგელოზს გაჩუქებ, რომელიც მუდამ შენს გვერდით

32 ბრძნული პრინციპი ყოველი შემთხვევისთვის

1. არ იწუწუნოთ და უკმაყოფილება არ გამოთქვათ ცხოვრებაზე. უხმოდ ადექით, წადით და გააკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც საჭიროა. 2. შეწყვიტეთ მცდელობა და გამოცდა. გააკეთეთ ან არ გააკეთოთ. წერტილი. შეეცადეთ ტუალეტში შეხვიდეთ.

ოპრა უინფრის სიტყვა ოქროს გლობუსზე

“1964 წელს, როცა პატარა გოგო ვიყავი, მილუოკიში, დედაჩემის სახლში, ლინოლიუმის იატაკზე ვიჯექი და ვუყურებდი ანე ბანკროფტს, რომელმაც კაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარის გამარჯვებული წარადგინა. მან კონვერტი გახსნა და თქვა სიტყვები,

რიჩარდ ბრენსონის ცხოვრების წესები

ფრაზა „თქვენი ზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა ოპერატორი დაკავებულია“ – მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს. აი რას ისმენენ ავიაკომპანია „Virgin Atlantic“-ის კლიენტები: „გამარჯობა, მე რიჩარდ ბრენსონი ვარ, ავიაკომპანია „Virgin Atlantic“-ის მფლობელი.

ცხოვრების რიტმი: ექო

ერთხელ მამამ შვილი სასეირნოდ მთებში წაიყვანა. ბავშვმა შემთხვევით ქვას ფეხი წამოკრა და ტკივილისგან შეჰყვირა: — ა-ა-ა-ა-ა-ა! და გაოცებულმა გაიგონა: — ა-ა-ა-ა-ა-ა! ბიჭმა იკითხა: — ვინ ხარ? პასუხად მიიღო: — ვინ

თქვენს გულწრფელ მადლიერებას სასწაულები შეუძლია!

მხოლოდ გულწრფელ მადლიერებასაც კი შეუძლია მოხდინოს სასწაულები და გადაგადგმევინოთ მთები. აგიმაღლოთ ენერგია და აგიტაცოთ ცხოვრების ისეთ დიდებულ მწვერვალებზე, სადაც ასვლას ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდით. ნათქვამია, იყავი მადლიერი იმის რაც გაქვთ, რათა