6 შიში, რომლებიც გვაბრკოლებს საკუთარი ბიზნესის წამოწყებისგან

6 შიში, რომლებიც გვაბრკოლებს საკუთარი ბიზნესის წამოწყებისგან

ისინი ამბობენ, რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა, რომ ვიცხოვროთ სინანულით და ამას ყველა ეთანხმება. თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ ცოტა მათგანი ცხოვრობს ამ ფილოსოფიით. თუ იკითხავ რატომ, პასუხია შიში! ადამიანებს ეშინიათ მისდიონ საკუთარ ოცნებებს.

ადამიანები წლების მანძილზე მარხავენ თავიანთ ამბიციებს, რადგან ეშინიათ ცდის. არ არის გასაკვირი, რომ დღევანდელი მსოფლიოს ხალხთა უმეტესობას სძულს თავისი სამსახური.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ რომ დაიწყებდნენ საკუთარ ბიზნესს, მაგრამ შიშის გამო ყოველთვის იხევდნენ უკან. ადამიანებს, მთელ მსოფლიოში, ეშინიათ საკუთარი ბიზნესის წამოწყების.

წარმოგიდგენთ შიშებს, რომლებიც გვაშორებენ საკუთარი ბიზნესის წამოწყებისგან

1. საწყისი ადგილის არცოდნა.

არცოდნა, თუ სად უნდა დაიწყო, მეწარმეთა უმეტესობის პრობლემაა. ეს არის მიზნისკენ სწრაფვის შეწტვეტის ერთ-ერთი მიზეზი. მათ რომც ეპოვათ გამბედაობა რისკის მისაღებად და დაეწყოთ საკუთარი ბიზნესი, უმეტეს შემთხვევაში საქმე კარგად არ დამთავრდებოდა.

ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია, რჩევა ჰკითხოთ გამოცდილ მეწარმეს, ვინაიდან ეს ადამიანი უკვე იცნობს მეწარმეობის სხვადასხვა ასპექტებს. მას შეუძლია მოგაწოდოთ საკმარისი ცოდნა და გითხრათ საიდან შეგიძლიათ დაიწყოთ მოგზაურობა სამეწარმეო საქმიამობაში. თქვენ გამოიმუშავებთ მნიშვნელოვან თანხას წარმატების მისაღწევად. ასე მინიმუმ გეცოდინებათ, რომ სწორ გზაზე ხართ.

2. მიიღო კრიტიკა იდეისთვის

ადამიანთა უმეტესობა არ არის მზად იმუშაოს საწყის იდეაზე. ისინი დარდობენ, თუ რას იტყვიან სხვები. კრიტიკისადმი შიში რეალურია. ამ შიშის გამო წლების მანძილზე ათასობით ადამიანმა მიანება თავი საკუთარ ოცნებას. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ თქვენი იდეა მასხრად აიგდო, არ ნიშნავს რომ ეს იდეა უვარგისია!

საკუთარი საქმის განვითარებამდე, თქვენ გჭირდებათ ისწავლოთ სხვათა აზრების გაფილტვრა. ზოგი ადამიანის კრიტიკა სრულიად უმნიშვნელოა. ამიტომ თქვენი სამსახური მხოლოდ და მხოლოდ თქვენს მუშაობაზეა დამოკიდებული.
“იზრუნე, მოეწონო ადამიანებს და შენ ყოველთვის მათი ტყვე იქნები!” – ლაო ძი.

3. წარუმატებლობის შიში

ძლიო წარუმატებლობის შიშს, ალბათ ყველაზე რთული ამოცანაა ახალბედა მეწარმეებისთვის. გვერდს ვერ აუვლით ფაქტს, რომ 50% დამწყები ბიზნესმენებისა ნებდება პირველი ოთხი წლის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობა წარუმატებლობის შიშს მიიჩნევს ყველაზე დიდ გამოწვევად, მას შეუძლია გაგხადოთ უკეთესი.
არ არსებობს მარცხის შიშზე დიდი მოტივაცია! თუ თქვენ შეძლებთ ამ მოტივაციის გადანაწილებას პოზიტიურ ძალებში, საქმის სწორად წარმართვა მხოლოდ დროის საქმე იქნება.

4. საჭირო თანხების არარსებობა

ბიზნესის შესანარჩუნებლად თქვენ გჭირდებათ სამი რამ: იდეა საქმის დასაწყებად, მუშახელი იდეის განსახორციელებლად და თანხების საჭირო რაოდენოდა დაგეგმილი ოპერაციების შესასრულებლად. სამწუხაროდ მესამე ელემენტი ყველაზე რთული მისაღებია. ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო საკუთარი საქმის წამოწყება ფინანსების არარსებობის გამო.

კარგია, თუ დაფინანსების მიმართ სკეპტიკოსობთ, მაგრამ თქვენ ვერ გაიგებთ თქვენი იდეის ნამდვილ ღირებულებას, თუ არ მიმართავთ ინვესტორს. არსებობს შანსები რომ თქვენ ვერ მიიღოთ თანხმობა პირველი რამდენიმე მცდელობისას, მაგრამ თქვენ გჭირდებათ ისევ და ისევ სცადოთ. მიმართეთ სხვადასხვა მეწარმეებს თქვენი იდეით და იმუშავეთ თქვენს პრეზენტაციაზე. თუ თქვენი იდეა ბრილიანტია, ის აუცილებლად განხორციელდება!

5.თუ თქვენი ბიზნეს იდეა ემსახურება სფეროს, რომელიც არ არის პოპულარული დღევანდელ საზოგადოებაში, არის შანსები მასზე მოისმინოთ ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი. თუ თქვენს მიერ დაგეგმილ ოპერაციებში არ არის თანხების დაბრუნების შანსები, ნამდვილად რთული იქნება ინვესტორის დარწმუნება, გადაიხადოს ფული ასეთ იდეაში.
თუ თქვენ ასევე მიიჩნევთ, რომ არჩეულ სექტორში არ არსებობს ROI, მაშინ სწორი იქნება, რომ ეს იდეა მოიშოროთ და მიიღოთ კიდევ ერთი იდეა, რომელიც უზრუნველყოფს ROI- ს.

თუმცა, თუ გჯერათ, რომ იდეა იმუშავებს და შეიძლება ასევე გამოიმუშაოს მნიშვნელოვანი თანხები დროთა განმავლობაში, უნდა იფიქროთ სხვა გზებზე დაარწმუნოთ ინვესტორები ჩადოს თანხები თქვენს პროექტში.

“რამდენჯერ უნდა ვცადო? სანამ არ გამოგივა!” -ჯიმ რონი.

6.რისკის შიში

კარგი იდეები შეიძლება მოვიდეს ნებისმიერი ადამიანისგან. მილიონ-დოლარიანი იდეა ყოველთვის არ ექნება სტუდენტს ჰარვარდიდან, ან რომელიმე ტექნიკურ ბიჭს ტურტლენეკში. ყველას შეუძლია წავიდეს რისკზე, თუმცა სამწუხაროდ ბევრს არ აქვს გამბედაობა გამოვიდეს საკუთარი კომფორტის ზონიდან.

ერთი მარტივი რამ უნდა გესმოდეთ, თუ განაგრძობთ იმის კეთებას, რასაც ჩვეულებრივ აკეთებთ, თქვენ მიიღებთ იგივე შედეგებს, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში იღებდით. ასე რომ, თუ თქვენ მზად ხართ იცხოვროთ წარმატებული ცხოვრებით, მოგიწევთ მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება და კომფორტის ზონიდან გამოსვლა.

დაიწყო საკუთარი საქმე ცოტა საშიშია, თუ არ გაქვთ რაიმე გამოცდილება. თუმცა, თქვენ საიდანღაც უნდა დაიწყოთ იმ მიზნებისკენ სწრაფვა, რაც საკუთარ თავში გაქვთ მოქცეული. ასე რომ, გონივრულია ირწმუნო და დაიწყო დაგეგმვა. თუ ის იმუშავებს, თქვენ უფრო ახლოს იქნებით მიზანთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მისგან მაინც მიიღებთ სასარგებლო გაკვეთილს და მომავალში უკეთესად შეეცდებით.

 

თარგმნა: ნათია ჯილანძე

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორ გაატარა მოდელმა წყვილმა 2015 წლის ზაფხული

 ჯეი ალვარესმა და მისმა შეყვარებულმა, მოდელმა ალექსის რენემ youtube-ის პირად არხზე გამოაქვეყნეს ახალი ვიდეო, თუ როგორ გაატარეს 2015 წლის ზაფხული.

10 მიზეზი რის გამოც უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე და რატომ ღირს ამის გაკეთება!

როცა ალკოჰოლისთვის თავის დანებებას გადაწყვეტთ, მიხვდებით, რომ ეს არც ისე რთულია. მაგრამ როცა საბოლოოდ უარის თქმას გადაწყვეტთ სასმელზე, დაინახავთ ამ პრობლემის მთელ სირთულეს. ალკოჰოლზე უარის თქმით, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ

ენდი რუნი: “ჩემი ცხოვრების მანძილზე მე მივხვდი რომ…”

1)… რაც უფრო ნაკლები დრო მაქვს მუშაობისთვის, მით უფრო მეტს ვასწრებ” 2)… როცა ბავშვი ჩემს ხელში იძინებს – ეს ყველაზე ემოციური შეგრძნებაა. 3)… იყო კეთილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იყო მართალი.

გამდიდრებისთვის საჭიროა შემდეგი მარტივი წესების დაცვა

ყველა თქვენი პრობლემა უნდა გვარდებოდეს უმოკლეს ვადებში, რის დახმარებითაც ამ პრობლემის მოგვარებაზე ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდებათ. იყავით გადაწყვეტილების მიმღები! ნაკლები იფიქრეთ და მეტი გააკეთეთ! 1. ნაკლები იმუშავეთ სხვაზე. რაც უფრო მეტს

9 ყველაზე მდიდარი ბავშვი და მოზარდი მსოფლიოში

მათ ვერ შეხვდებით ავტობუსის გაჩრებაზე. ისინი არ დადიან მაღაზიებში, ისინი არიან მილიონერი ბავშვები, რომელთა უმეტესობა 16 წლამდე ასაკის არის, ხოლო მათი საბანკო ანგარიშები მსხვილი თანხებითაა შევსებული. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი

გამოძიებას ატარებენ ბეჭდვის ექსპერტები: მასობრივი გაუჩინარება

უჩვეულო ინტერნეტ-სერიალი «გამოძიებას ატარებენ ბეჭდვის ექსპერტები» – შექმნილია ამერიკული კომპანია Hewlett-Packard-ის ძალისხმევით და მოიცავს 4 სერიას: «მასობრივი გაუჩინარება», «ციტრუსის ტრაგედია», «ბლითების მაქინაციები» და «მოდის მსხვერპლი». მარტივი სიუჟეტი მოგვიწოდებს გამოვიყენოთ HP-ის ორიგინალური