6 მეთოდი პრობლემების გადაწყვეტის გასაუმჯობესებლად

6 მეთოდი პრობლემების გადაწყვეტის გასაუმჯობესებლად

1. კონცენტრირდით გადაწყვეტილებებზე და არა პრობლემაზე
ნეირობიოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ტვინი ვერ პოულობს გადაწყვეტილებას, თუ თქვენ ჩაიციკლებით პრობლემაზე. ეს იმის გამო ხდება, რომ პრობლემაზე კონცენტრაცია კვებავს ნეგატივს, რომელიც თავის მხრივ ააქტიურებს უარყოფით ემოციებს ცნობიერებაში.
არ არის საჭირო “სირთულეების იგნორირება” – ამის ნაცვლად შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ეს დაგეხმარებათ პრობლემის გაცნობიერებაში, შემდეგ კი წუწუნის ნაცვლად გადაერთეთ იმის გარკვევაზე, რა იყო პრობლემა და რა არის ამის მიზეზი.

2. იყავით ობიექტური
სცადეთ და განიხილეთ ყველა “შესაძლო გადაწყვეტილება” – მაშინაც კი, თუ პირველ ჯერზე ისინი სასაცილოდ გეჩვენებათ. კრეატიული აზროვნების ჩასართველად, რომელსაც შეუძლია გიკარნახოთ შესაძლო გადაწყვეტილებები, საჭიროა განიხილოთ ყველა იდეა.
ე.წ. ბრეინსთორმინგის დროს ბევრი იდეის განხილვა ახდენს კრეატიული აზროვნების სტიმულირებას და პრობლემების გადაწყვეტის სხვადასხვა გზების დადგენის საშუალებას იძლევა. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, არასოდეს აიგდოთ მასხრად “სულელური გადაწყვეტილებები”, რადგან ყველაზე ხშირად ასეთი იდეები გკარნახობთ გადაწყვეტილების ყველაზე ეფექტურ ვარიანტებს.

3. პრობლემა განიხილეთ მიუკერძოებლად
შეეცადეთ პრობლემა არ აღიქვათ როგორც რაიმე საშინელი. თუ დაფიქრდებით, რაში მდგომარეობს პრობლემა, მიხვდებით, რომ ეს არის რეაქცია შექმნილ სიტუაციაზე. პრობლემა გატყობინებთ, რომ მოცემულ მომენტში რაღაც არ მუშაობს და თქვენ ახალი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ამიტომ, შეეცადეთ პრობლემები განიხილოთ და გადაჭრათ მიუკერძოებლად, რაიმე შეფასების გარეშე. თუ თქვენ ჩაიციკლებით იარლიყზე – “პრობლემა”, ეს გამოიწვევს მხოლოდ უარყოფით ფიქრებს და შესაძლო გადაწყვეტილებების წარმოშობას შეუშლის ხელს.

4. იფიქრეთ აბსტრაქტულად
შეცვალეთ თქვენი ფიქრების “მიმართულება” აბსტრაქტული აზროვნების დახმარებით. კონცენტრირდით გამოთქმაზე: “ერთი და იმავე ორმოს ღრმად თხრის დროს, შეუძლებელია სხვა ორმოს ამოთხრა”. შეეცადეთ შეიცვალოთ მიდგომა და მოვლენებს შეხედეთ ახლებურად. შეგიძლიათ საკუთარ მიზნებს შეხედოთ სრულიად სხვა კუთხით. მაშინაც კი, თუ ეს სულელურად გეჩვენებათ, ახალი და ორიგინალური მიდგომა როგორც წესი ახდენს ორიგინალური გადაწყვეტილების მიღების სტიმულირებას.

5. ისაუბრეთ იმ ენაზე, რომელიც შესაძლებლობებს გაძლევთ
იფიქრეთ შემდეგი ფრაზებით: “რა იქნება თუ…” და “წარმოიდგინეთ რომ…”. ეს გამონათქვამები ჩვენს ცნობიერებას კრეატიულად ფიქრის და ახალი გადაწყვეტილებების სტიუმლირების შესაძლებლობას აძლევს. თავი აარიდეთ ჩაკეტილი, უარყოფითი გამონათქვამების გამოყენებას: “მე არ ვფიქრობ, რომ…” ან “ეს არასწორია, მაგრამ…”.

6. ყველაფერი გაამარტივეთ
როგორც გონიერი არსებები, ჩვენ მიდრეკილი ვართ ყველაფრის გართულებისკენ. შეეცადეთ გაამარტივოთ თქვენი პრობლემები, გაარკვიეთ პრობლემის გარშემო ყველაფერი. მოაცილეთ დეტალები და დაუბრუნდით მთავარს. შეეცადეთ მოძებნოთ რეალურად მარტივი, სწორი გადაწყვეტილება – შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ! ყველა ჩვენგანმა იცის, რომ მარტივი იდეები ხშირად ყველაზე პროდუქტიულია.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორ გავთავისუფლდეთ მნიშვნელოვანი საქმეების გადადების ჩვევისაგან?

წარმატებასა და წარუმატებლობას შორის უფსკრულია, რომლის სახელიცაა: “მე დრო არ მაქვს“. ფრანკლინ ფილდი მნიშვნელოვანი საქმეების ბოლო წუთამდე გადადების ჩვევას შეუძლია ცხოვრებაში ძალიან გვავნოს. როგორ გავთავისუფლდეთ მისგან? გთავაზობთ ხუთ რჩევას, რომლებიც

როგორ მივიღოთ ინვესტიცია?

დღევანდელ პირობებში ბიზნესის განვითარება მხოლოდ საკუთარ სახსრებზე გაუმართლებელია. ამიტომ, საკუთარი საქმის გაზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც საშუალებას მოგცემთ კომპანიაში შეიტანოთ ახალი ტექნოლოგიები და რესურსები. ინვესტორის მოზიდვით თქვენ ბიზნესის

როგორ გავხდეთ უკეთესი კაიძენის სტრატეგიის დახმარებით

ხშირად ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ რაიმე ხერხი ან საიდუმლო, რომელიც დაგვეხმარება სწრაფად შევიცვალოთ. თუმცა ცხოვრებაში ასე არ ხდება. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ საჭიროა არა ერთი გიგნატური ნაბიჯი, არამედ ქმედებების თანმიმდევრულობა ხანგრძლივი

რიჩარდ ბრენსონი: «5 რამ, რაც დედამ მასწავლა»

ევა ბრენსონმა თავისი ვაჟი აღზარდა უსაზღვრო მეოცნებედ, რომლის თამამი ქცევის უკან თითქმის ყოველთვის არის მკაცრი გათვლები. სწორედ ამის შედეგად რიჩარდი გახდა პლანტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანი. რიჩარდ ბრენსონი

მარცხის ფაქტორები: რეკლამით გამოწვეული მარცხი

ბევრი ბიზნესმენი თავის გადასარჩენად მთელ თავის იმედს რეკლამასა და გაყიდვათა სტიმულირებაზე ამყარებს… ტელევიზორების შეკეთება, ხალიჩების წმედა, საფოსტო შეკვეთები, გაქირავების სააგენტოები, და საცალო მოვაჭრეები. როდესაც ბიზნესს ვიწყებთ, საქმეში ჩადებულ საწყის კაპიტალში

ქცევის ნორმების გამოყენება ბიზნესში

ათი მცნება წარმოადგენს ღირებულ ბაზისს ბიზნესის ფასეულობებისთვის და გამოდგება, როგორც გამოცდილი სისტემა ჭეშმარიტი შემოსავლიანობისათვის. იმისათვის, რომ ისინი ადვილად მისაწვდომი იყოს ჩვენთვის და მათი გამოყენება შევძლოთ, ჩვენ მათ ბიზნესის ენაზე ვუწოდეთ