50 სასარგებლო ჩვევა

1. დღე დაიწყეთ ღიმილით. ამაზე უკეთ სხვა ვერაფერი დაგმუხტავთ პოზიტივით.
2. საუზმემდე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი.
3. დაიწყეთ სირბილი.
4. უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე.
5. ისწავლეთ მომავალი დღის დაგეგმვა.
6. ყოველ დღე მიირთვით ახალი ხილი ან ბოსტნეული.
7. იფიქრეთ პოზიტიურად.
8. წელში გაიმართეთ, იარეთ სწორად.
9. შეასრულეთ დილის ვარჯიში.
10. იკვებეთ სრულყოფილად: დღეში 4-5-ჯერ, ერთსა და იმავე დროს.
11. დაივიწყეთ ლიფტი. ადით და ჩამოდით ფეხით.
12. დილაობით მიიღეთ კონტრასტული შხაპი – არანაკლებად აფხიზლებს, ვიდრე ფინჯანი ძლიერი ყავა.
13. გამოიძინეთ. საკუთარი თავი ერთი და იმავე დროს დაწოლასა და ადგომას მიაჩვიეთ.
14. ყოველდღიურად მოაწყვეთ სუფთა ჰაერზე გასეირნება.
15. შემდეგი დღის ტანისამოსი გაიმზადეთ წინასწარ.
16. წელიწადში ერთხელ გაიკეთეთ საერთო სამედიცინო გამოკვლევა.
17. სასარგებლო იდეები და საინტერესო აზრები რომლებიც თავში მოგივათ, იმავედროულად ჩაიწერეთ.
18. მიიღეთ საკმაო რაოდენობის სუფთა, უგაზო წყალი: დღეში არანაკლებ 1500 მ/ლ.
19. ძილის წინ გაანიავეთ ოთახი. დაიძინეთ სიგრილეში.
20. ყოველ დღე ოთახის დალაგებას დაუთმეთ 15 წუთი.
21. გაათამამეთ საკუთარი თავი: სასიამოვნო საყიდლებით, კოსმეტიკური პროცედურებით ან უბრალოდ კარგი ფილმით, რომელსაც სასიამოვნო კამპანიასთან ერთან ნახავთ – ეს ძლიერი მუხტია პოზიტივის მისაღებად.
22. ძილის წინ გადაივლეთ წყალი.
23. აწარმოეთ პირადი ბუღალტერიის პროგრამა. აკონტროლეთ ხარჯები.
24. სამსახურიდან დაბრუნებისას საკუთარ თავს დაუთმეთ 15 წუთი სასიამოვნო მუსიკით რელაქსაციისათვის.
25. კვირაში ერთხელ ესტუმრეთ აბანოს ან საუნას.
26. იფიქრეთ რას მიირთმევთ. ამოიღეთ თქვენი რაციონიდან ე.წ. Fast-Food-ი და მსგავსი მძიმე საკვები.
27. ერთი კვირა იყავით ვეგეტარიანელი. იქნებ მოგეწონოთ კიდეც!
28. ისწავლეთ კლავიატურაზე „ბრმა ბეჭდვის“ მეთოდი.
29. იყავით პუნქტუალური.
30. ადამიანებს უთხარით კომპლიმენტები, იყავით კეთილგანწყობილი.
31. კვირაში 2-3 დღე, 1 საათი დაუთმეთ სპორტს.
32. ავარჯიშეთ ტვინი: დაიზეპირეთ ლექსები, ამოხსენით კროსვორდები, ითამაშეთ ჭადრაკი.
33. ყოველ დღე შეისწავლეთ 10 უცხო სიტყვა.
34. ყოველდღიურად კითხვას დაუთმეთ 30 წუთი მაინც.
35. საყვარელ ადამიანებს უბრალოდ დაურეკეთ.
36. დაკავდით იოგით ან სუნთქვის ვარჯიშებით.
37. აწარმოეთ პირადი დღიური და ჩაიწერეთ მასში ყველა მიღწევა და წარმატება.
38. აზრი გამოხატეთ გონივრულად და ლამაზად. ლექსიკონიდან ამოიღეთ უცენზურო სიტყვები და სიტყვა-პარაზიტები.
39. ფოტოებზე დააფიქსირეთ ნათელი მომენტები.
40. გააკეთეთ თვალის ვარჯიშები.
41. ყოველდღიურად მიიღეთ რძემჟავას შემცველი პროდუქტები: უცხიმო ხაჭო, იოგურტი დანამატების გარეშე, კეფირი.
42. გადადით ჭვავის პურზე.
43. კომპიუტერთან ნუ გაატარებთ 2 საათზე მეტს.
44. ტერფები დაისველეთ ცივი წყლით – ეს შესანიშნავი გამაჯანსაღებელი პროცედურაა.
45. გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი კოსმეტიკა.
46. სახლიდან მოაშორეთ ყველა უსარგებლო ნივთი და ნაგავი.
47. შეითვისეთ სიახლე, ყოველდღიურად გაიგეთ რაიმე საინტერესო.
48. მიირთვით ახალგამოწურული წვენი.
49. დასვენების დღეები გაატარეთ სასარგებლოდ: გადით ბუნებაში, მოაწყვეთ ექსკურსია, ისიამოვნეთ ახალი პეიზაჟებით და ახალ ადამიანებთან ურთიერთობით.
50. იფიქრეთ მხოლოდ კარგზე. გახსოვდეთ: ოცნება რეალობიდან გასვლა არ არის, ეს არის რეალობასთან დაახლოების საშუალება.

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

მამაკაცი საყვარელი ქალისგან სწორედ ამ სიტყვებს ელის

სტატია, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის