in , ,

5 სასარგებლო ბიზნეს-იგავი

იგავები და მოთხრობები მოულოდნელი ფინალით და სიბრძნით უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე უბრალოდ ჭკვიანური აზრები და ციტატები. ამიტომ, ჩვენ B2P.GE-ზე გამოქვეყნებული ასეთი ისტორიები უბრალოდ გვიყვარს.

ამ სტატიაში მოცემულია რამოდენიმე ბიზნეს-იგავი, რომელთა გონებამახვილური და დაუნდობელი სიუჟეტები დაგეხმარებათ როგრც სამსახურებრივი პრობლემების, ასევე პირადი სირთულეების გადალახვაში.

ბუღალტერი, მდივანი, მენეჯერი და ჯინი:
ბუღალტერი, მდივანი და მენეჯერი წავიდნენ სასადილოდ და ნახეს ანტიკური ლამფა. გაწმინდეს ის და დაინახეს ჯინი, რომელმაც უთხრა:

— თითო სურვილს ყველა თქვენგანს შეგისრულებთ.
— პირველი მე ვარ, პირველი მე ვარ! – დაიყვირა მდივანმა – მე ეხლა მინდა ვიყო ბაჰამის კუნძულებზე, კატერზე და არ ვფიქრობდე არაფერზე – ის უცებ გაქრა.
— ეხლა მე, ეხლა მე! – ამბობს ბუღალტერი – მინდა ვიყო ჰავაიზე, სანაპიროზე ვისვენებდე, მასაჟი, პინა კოლადასა და სიყვარულის დაუსრულებელი მარაგით – ისიც გაქრა.
— ახლა შენი ჯერია, – ეუბნება ჯინი მენეჯრეს.
— მე მინდა, რომ ისინი სადილის შემდეგ ოფისში დაბრუნდნენ.

მორალი: ყოველთვის დაუთმეთ თქვენს უფროსს პირველმა გამოთქვას აზრი.

ფეხსაცმლის ორი გამყიდველი აფრიკაში:
მსხვილმა ფეხსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ აფრიკაში თანამშრომელი მიავლინა. ერთი კვირის შემდეგ მან ხელმძღვანელობას აცნობა შემდეგი:

„დამაბრუნეთ აქედან, არავითარი პერსპექტივა არ არის, აქ ყველა ფეხშიშველი დადის!“

რამოდენიმე ხნის შემდეგ კომპანიამ კიდევ ერთხელ სცადა და მეორე გამყიდველი გააგზავნა აფრიკაში.

„ეს დიდი წარმატებაა!“ – აღფრთოვანებით მოიწერა ის – გამოაგზავნეთ ყველაფერი რაც კი გვაქვს, ბაზარი ფაქტიურად შეუზღუდავია! აქ ყველა ფეხშიშველი დადის!“

მორალი: ნივთები ცუდი და კარგი თავისთავად არ არის, მათ ასეთს ხდის ჩვენი დამოკიდებულება.

მთავარია იცოდე სად უნდა დაარტყა:
ერთხელ ერთ-ერთ ინგლისურ ფაბრიკაში მწყობრიდან გამოვიდა ორთქლის გენერატორი. ყველა ტიპის სპეციალისტი მოიწვია მფლობელმა, მაგრამ ვერავინ ვერ შეაკეთა. მივიდა ნაცნობი და უთხრა, რომ შეძლებდა გენერატორის შეკეთებას. ფაბრიკანტი გაოცდა, მაგრამ გადაწყვიტა მიეცა შანსი ოსტატისთვის, რომელმაც აკურატულად და მეთოდურად დაიწყო გენერატორის სხვადასხვა ნაწილების შემოწმება. ყურადღებით უსმენდა ხმებს, რომელსაც გამოსცემდა მეტალის ზედაპირი. ათ წუთში მან შეამოწმა წნევის ხელსაწყოები, თერმოსტატები, მზიდი და დამაკავშირებელი მოწყობილობები, სადაც, როგორც თავად ვარაუდობდა, იყო დაზიანება. შემდეგ ის მიუახლოვდა ერთ-ერთ ძირითად დამაკავშირებელ ნაწილს და ჩაქუჩით მსუბუქად დაარტყა. ეფექტი იყო მომენტალური. რაღაც შეიძრა და ორთქლის გენერატორი ამუშავდა.

ფაბრიკანტი დიდხანს უხდიდა მადლობას ოსტატს და სთხოვა მას ანგარიში წარედგინა, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ყველა შესრულებული სამუშაო. აი რა იყო ჩამოწერილი იმ ანგარიშში:

10 წუთით კაკუნით შემოწმება – 1 ფუნტი.

იმის ცოდნა თუ სად უნდა დაარტყა – 9999 ფუნტი. სულ: 10000 ფუნტი.

მორალი: პროფესიონალიზმი – ეს არ არის დარტყმის ცოდნა, ეს არის ზუსტად ცოდნა იმისა, თუ სად უნდა დაარტყა.

თაგვები და კატა:
ერთ დიდ სახლში ცხოვრობდა თაგვების ოჯახი. დიდი ხნის მანძილზე თაგვები ცხოვრობდნენ უდარდელად და ბედნიერად, სამზარეულოში პარპაშებდნენ და ჭამდნენ ყველაფერს, რასაც კი ნახულობდნენ.

მაგრამ ერთ დღეს უბედურება მიადგათ კარს. ოჯახის პატრონები დაიღალნენ თაგვების შემოსევით და მოიყვანეს კატა, რომელსაც უნდოდა ყველანაირად დაემტკიცებინა, რომ მისი მოყვანა ნამდვილად ღირდა. ამიტომ დაუნდობლად დაერია თაგვებს.

ერთ-ერთმა თაგვმა მოიწვია კრება რათა განეხილათ შექმნილი მძიმე ვითარება და გამოსავალი მოეძებნათ. რამდენადაც თაგვები გამოირჩეოდნენ საუკეთესო შემოქმედებითი უნარებით, მათ მოაწყვეს ე.წ. „ბრეინ სთორმინგი“ და მოიგონეს უამრავი იდეა როგორ გათავისუფლებულიყვნენ კატისაგან: მოეწამლათ, მოეკლათ, შეეშინებინათ და ა.შ.

ბოლოს სიტყვა წარმოთქვა ყველაზე ჭკვიანმა თაგვმა:

— კარგი იქნება თუ კატას კისერზე ეჟვანს შევაბამთ. ასე ჩვენ ყოველთვის გავიგებთ სად არის ის, მოვასწრებთ გაქცევას და დამალვას.

ყველამ გადაწყვიტა, რომ ეს შესანიშნავი იდეაა. ტაში დაუკრეს ჭკვიან თაგვს და მიულოცეს ასეთი შემოქმედებითი გადაწყეტილების მიღება. უცებ, ამ გახურებული მილოცვების ფონზე, პატარა თაგვი, რომელიც ყველაზე ბნელ კუთხეში ჩუმად იჯდა, წამოდგა და ხელი აწია.

— შეიძლება ერთი შეკითხვა? — მორიდებულად იკითხა მან.
— რა თქმა უნდა, — უპასუხა თაგვების შემკრებმა, — გისმენთ.
— მე ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი იდეაა და არ მინდა, რომ ხასიათი გაგიფუჭოთ, მაგრამ უნდა გითხრათ ერთი რამ, რომელი ჩვენგანი წავა და მოაბამს კატას ეჟვანს?

მორალი: შემოქმედებითი იდეები კარგია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ისინი გააზრებულია ბოლომდე.

კუ და მორიელის ისტორია ყველამ კარგად ვიცით, როცა მადლობის მაგიერ მორიელი კუს დაგესლავს.
ამ იგავის მორალი ბიზნესში შემდეგია: როცა არასაჭირო და უწესო ადამიანებს ახლოს იკარებთ, მერე ნუღარ გწყინთ, რომ ისინი ცუდს გიკეთებენ. მათ ასეთი ბუნება აქვთ! თუ ადამიანში ეჭვი გეპარებათ, თავი შორს დაიჭირეთ მისგან. ნუ მიიკარებთ ასეთ ადამიანებს ნურც ცხოვრებაში და ნურც ბიზნესში.

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

მან გაიგო, რომ მალე ბაბუა გახდება! აბსოლუტური სიხარულის წამები…

რძალ–დედამთილის პოზიტიური ურთიერთობისთვის