5 რჩევა ყველას, ვისაც ცხოვრებაში წარმატების მიღწევა სურს

შეინახეთ ეს რჩევები და გამოიყენეთ ყოველთვის, როცა მოტივაცია დაგჭირდებათ.

1. შეწყვიტეთ საკუთარ თავზე ცუდად ფიქრი!
თქვენ უნიკალური პიროვნება ხართ, საკუთარ თავში ეჭვის შეტანით და რწმენის არ ქონით თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ იმ დიად ძალას, რომელმაც სამყაროში მოგავლინათ. ხშირად შეახსენეთ ეს საკუთარ თავს.

2. რას ფიქრობენ სხვები თქვენზე – ეს მათი საქმეა!
თუ ადამიანი ვერ აღწევს წარმატებას იმ სფეროში, რომელშიც თქვენი განსჯით არის დაკავებული, ეს ნიშნავს, რომ მისი აზრი არაფერს არ წარმოადგენს. განვითარებადი ადამიანების ყურადღებას აქცევენ წარმატებულ ადამიანებს და ახდენენ მათ მოდელირებას. მათ არ აქვთ სხვების განსჯის დრო. სხვების განსჯა და ჭორაობა წარუმატებელი ადამიანების ჩვევაა, რომლებიც ერთ ადგილს ტკეპნიან და ეშინიათ ქმედების. ნუთუ წარუმატებელი, შეუმდგარი ადამიანების აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია?

3. გააცნობიერეთ რას აკეთებთ!
ვინ ხართ, რას აკეთებთ, სად იმყოფებით – ეს მარტივი შეკითხვები დაგეხმარებათ გამოხვიდეთ უმოქმედობის ინერტული მდგომარეობიდან, რომლის გამოც ადამიანები მუდმივად ვერ აბამენ საქმეს თავს და ყოველდღიურად სამომავლოდ გადადებენ მათ. ეს მდგომარეობა ადამიანს განვითარებაში უშლის ხელს.

4. არ არსებობს წარუმატებლობა, არსებობს გამოცდილება!
მაშინაც კი, თუ თქვენი მიზნების მიღწევის გზაზე პრობლემებს შეეჯახებით, გახსოვდეთ, რომ ეს კარგი საშუალებაა ამ გზის კორექტირებისთვის და არა დისტანციიდან გადასვლისთვის.

5. უბრალოდ დაიწყეთ კეთება!
ეჭვიანობა ადამიანის ჩვევაა. თქვენ ვერასოდეს ვერ შეძლებთ 100%-ით განჭვრიტოთ გასავლელი გზა და გათავისუფლდეთ ეჭვებისგან. მოქმედება დაურწმუნებლობისა და შიშის საუკეთესო წამალია.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

14 მარადიული საიდუმლოება, რომელიც ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის

როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველ მიზანს?