30 ფრაზა, რომელსაც თქვენი აზროვნების და ბედისწერის შეცვლა შეუძლია

30 ფრაზა, რომელსაც თქვენი აზროვნების და ბედისწერის შეცვლა შეუძლია

მაჰათმა განდი ამბობს: ”დაუკვირდით საკუთარ აზრებს, დაე, თქვენი აზრები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი აზრები აყალიბებენ თქვენს სიტყვებს…

დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს, დაე, თქვენი სიტყვები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი სიტყვები აყალიბებენ თქვენს მოქმედებებს…

დაუკვირდით საკუთარ მოქმედებებს, დაე, თქვენი მოქმედებები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი მოქმედებები აყალიბებენ თქვენს ჩვევებს…

დაუკვირდით საკუთარ ჩვევებს, დაე, თქვენი ჩვევები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი ჩვევები აყალიბებენ თქვენს ფასეულობებს…

დაუკვირდით საკუთარ ფასეულობებს, დაე, თქვენი ფასეულობები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი ფასეულობები აყალიბებენ თქვენს ბედს…

მაჰათმა განდის სიტყვების თანახმად, ჩანს რომ ყოველი ჩვენი აზრი, ქცევა თუ გადაწყვეტილება არა მხოლოდ წამიერი და წარმავალია, არამედ ბედისწერულიცაა.

შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენი ბედისწერის მართვის სადავეები ხელში ავიღოთ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ აზროვნების სწორად მართვა. თავიდან ავიცილოთ ნეგატიური და პესიმისტური აზროვნება და ვთესოთ ისეთი აზრები, რაც ჩვენთვის სასურველ რეალობას მოგვიტანს.

მაშ, ასე ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული 30 ფრაზა და დაიმახსოვრეთ, მათ თქვენი აზროვნების, ანუ ბედისწერის შეცვლა შეუძლია:

1. არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ დაეცემი, მთავარია საბოლოო გამარჯვება;
2. არასოდეს დაივიწყო თუ რატომ დაიწყე;
3. გახსოვდეთ, გზა იქნება გრძელი მაგრამ ამად ღირს;
4. ყველამ იცის, რომ რაღაც შეუძლებელია, მაგრამ მოდის ვიღაც, ვინც ეს არ იცის და სწორედ ის აკეთებს ამას;
5. სხვისი აზრი თქვენს ცხოვრებაზე, არ უნდა იქცეს თქვენს რეალობად;
6. ის, თუ როგორ ეპყრობით საკუთარ თავს, აწესებს სტანდარტებს სხვებისთვის;
7. ზოგჯერ უბრალოდ არ იქნება სხვა დრო, სხვა შანსი. ზოგჯერ არის ან ახლა ან არასოდეს;
8. როდესაც წყვეტ მცდელობას, ღალატობ საკუთარ თავს;
9. ოდესღაც იყო ოცნება, მაგრამ დროა უწოდო მიზანი;
10. განგსჯიან, გაკრიტიკებენ, დაგცინებენ, მოგბაძავენ – მაინც გააგრძელე;
11. როდესაც შეწყვეტ არასწორი მიზნისკენ სვლას, სწორ მიზანს მიეცემა შანსი, რომ გიპოვოს;
12. შენ ფიქრობ, რომ საკმარისად კარგი არ ხარ, მაგრამ ხარ. შენ გგონია, რომ არ შეგიძლია, მაგრამ შეგიძლია. შენ თვლი, რომ საკმარისად გვიანია ამისთვის, მაგრამ არ არის;
13. გახსოვდე, ვინც თქვა, რომ შენ არ შეგიძლია, გიყურებს;
14. თუ ყველაფერი რთულდება, ესე იგი სწორ გზაზე ხარ!
15. დღეს, შეუძლებელს უნდა შეაძლებინო!
16. არ იცხოვრო წარსულით, მაგრამ ისწავლე მისგან!
17. თუ ადამიანები შენს მიზანს არ დასცინიან, ესე იგი ის საკმარისად დიდი არ არის;
18. არ დანებდე, დასაწყისი ყოველთვის რთულია;
19. დანებება ყოველთვის არჩევანია და არა გამოსავალი!
20. არასოდეს დაკარგო იმედი. შეიძლება შენი ცხოვრება 2 წუთში შეიცვალოს;
21. ყველას აქვს რთული დღეები, მაგრამ ზოგიერთი აქცევს მათ ცხოვრების კარგ გაკვეთილად;
22. ზოგჯერ, უნდა დაივიწყო რას გრძნობ და გაიხსენო რას იმსახურებ!
23. ისაუბრე ადამიანებთან, რომლებიც გეხმარებიან შეხედო სამყაროს განსხვავებულად;
24. შეცდომები, ნიშანია იმის რომ ცდილობ!
25. არასოდეს დანებდე და ვერავინ დაგამარცხებს;
26. 19-26 წელი არის ასაკი, როდესაც შენ შეგიძლია ააშენო შენი მომავალი ან დაანგრიო ის. ყველაფერი შენს შრომაზეა დამოკიდებული;
27. ‘’ზოგს’’ არ მოეწონები, მაგრამ ‘’ზოგი’’ არ არის მნიშვნელოვანი;
28. სასწაულები ხდება, მაშინ როდესაც ოცნებას იმდენ ენერგიას უთმობ, რამდენსაც შიშს;
29. გახსოვდეს, შენ ხარ შენი ცხოვრების მწერალი და არა სხვისი ცხოვრების მკითხველი;
30. როდესაც გჭირდება ბიძგი, უთხარი საკუთარ თავს: მე გავიმარჯვებ ან მოვკვდები მცდელობაში!

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 83 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რჩევები ტვინის მუშაობის სტიმულაციისთვის

1. ახალი გარემოცვა შეიარეთ იქ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ ან იშვიათად დადიხართ. ეს შეიძლება იყოს ახალი დიდი პარკი ან საიუველირო მაღაზია მეზობელ რაიონში. 2. ახალი სურნელი იყიდეთ ეთერზეთები და ნებისმიერი

რაზე შეიძლება ფულის დაზოგვა?

ბევრი ადამიანი ცდილობს ფულის დაზოგვას, მაგრამ ბევრ მათგანს ეს რატომღაც არ გამოსდის, ან პირიქით – მთელი თვე ადამიანი ცდილობს ფულის გადადებას, შემდეგ კი მოულოდნელად ტეხავს ყულაბას და ხარჯავს მთლიან დანაზოგს

სუნთქვა, ემოციების კონტროლის საუკეთესო საშუალება

ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სხეულში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარე სამყარო არ ახდენს ჩვენზე გავლენას. ჩვენი ემოციური უკუკავშირი სამყაროს მიმართ რთული და კომპლექსურია. ვიდეოში, რომელიც წარმოგვიდგინეს Julie Bayer Salzman and

გილოცავთ, თქვენ გაქვთ 365 ახალი შანსი: გარისკეთ! იმოქმედეთ! და მიიღეთ ცხოვრებისგან საუკეთესო

2018 წლის პირველი სტატია, სწორედ ამ შეგონებით მინდა დავიწყო: ‘’რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად გეშინია, ხშირად არის ის რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად გჭირდება.’’ დარწმუნებული ვარ, ამ სიტყვებით თქვენთვის ყველაფერი ნათელია თუმცა,

10 ცხოვრებისეული გაკვეთილი თქვენი… ძაღლისგან

მე ზღურბლთან გხვდები იმაზე ფიქრის გარეშე, თუ როგორ გამოგასწორო. მაშინაც კი, როცა უხასიათოდ ხარ, მე უკვე გაპატიე. ჩვენ აქ ერთად ვართ და ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია. წავიდეთ სასეირნოდ? 1. იცხოვრე მოცემული

12 მეთოდი უფასო რეკლამისთვის

1. თემატური ან პროფილური ჟურნალისთვის დაწერილი სტატია, თქვენთვის შესაძლოა გახდეს უფასო რეკლამა  საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა სტატიის განთავსება შესაძლოა უფასოდ. თქვენი ამოცანაა, გამოცემას შესთავაზოთ საინტერესო სტატია. დღეისათვის ვერცერთი გამოცემა ვერ