in ,

LoveLove CuteCute

21 საშუალება მუდმივი სწავლისთვის

სწავლა არ არის ჯადოსნური მოვლენა, რომელიც შენს გარშემო ხდება. ეს არ ხდება ავტომატურად, ასე რომ იყოს, ჩვენ ყველანი ვისწავლით ყველაფერს, რაც განსაკუთრებულად გვაქცევდა. სწავლის პროცეს უსაზღვრო ენერგია და ყურადღება სჭირდება.
თქვენ არ ელოდებით, რომ პასუხები ჯადოსნურად გაჩნდება თქვენ თავში. არამედ აქტიურად ეძებთ პასუხებს თქვენს გარშემო.არ სწავლობთ მხოლოდ მაშინ, როცა გინდათ და მხოლოდ იმას რაც მოგწონთ. სწავლის წყურვილი განსხვავდება, მხოლოდ სურვილისგან რომ რამე ისწავლოთ.

სწავლა ნიშნავს მიიღო ყველაფერი რასაც ცხოვრება გაძლევს – სამართლიანაია თუ უსამართო – და გარდაქმნა ის საუკეთესო არჩევნად. ეს ნიშნავს, გამოიყენოთ თქვენი ცხოვრების ყველაზე საშინელი მომენტები მომავლის საუკეთესო მომენტების დასაგეგმად. და ზოგჯერ, საჭიროა ვისწავლოთ ერთი და იგივე გაკვეთილი სხვადასხვა გზით.

მთავარია არ შეწყვიტოთ სწავლა. თუნდაც ეს ნიშნავდეს ერთი და იგივეს სწავლას უსასრულოდ.

ჩვენ ყველას გვსურს ვიფიქროთ, რომ როდესაც აღმოვჩნდებით რეალური ფაქტის წინაშე, პირველივე ჯერზე ვსწავლობთ სწორ გაკვეთილს. სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივ ასე არ ხდება. მაგრამ ეს ნორმალურია. მთავარია არ შევწყვიტოთ სწავლის პროცესი. სწავლა ასევე ეხება ცნობისმოყვარეობას, თქვენს მიზანმიმართულად პოზიციონირებას კითხვებზე პასუხების მოსაძებნად. იმდენჯერ დასვით კითხვები, სანამ ყველაფერი ცხადი არ იქნება რათა, მიიღოთ საუკეთესო შედეგი.

აქ მოცემულია რამდენიმე კითხვა, რომელიც გამოგადგებათ:

  • ,,შეგიძლიათ მეტი ინფორმაცია მომწოდოთ?”
  • ,,დარწმუნებული არ ვარ, რომ მესმის…”
  • ,,შეგიძლიათ განმარტოთ რას გულისხმობთ?”

განაგრძეთ კითხვების დასმა სანამ არ გაიგებთ. რა თქმა უნდა ზოგჯერ სულელურად შეიძლება ჩანდეს ერთი და იგივეს კითხვა, მაგრამ აქ მთავარი შედეგია. გამარჯვების გზა ცოდნის ძიების შენარჩუნებაა. ვერავინ შეგიშლით ხელს, როდესაც უარს ამბობთ პასუხების ძებნის შეწყვეტაზე.

იყავით გაბედული. აქციეთ ცხოვრება თქვენს ლაბორატორიად.

  1. გააკეთეთ ჩანაწერები წიგნის კითხვის დროს.
  2.  იყავით მენტორი.
  3.  შეიძინეთ მენტორი და ჰკითხეთ რა შეგიძლიათ უკეთესად გააკეთოთ.
  4. მოუსმინეთ საპირისპირო მოსაზრებებს
  5. დასვით სარისკო შეკითხვა ხალხმრავალ ოთახში.
  6. მიიღეთ დახმარება როდესაც ცხოვრება გართულდება
  7. ჩამოწერეთ ბოლო ხუთი მიზეზი, რამაც თქვენი მარცხი გამოიწვია
  8. იყავით მადლიერი მოულოდნელი გაკვეთილებისთვის.
  9. განაგრძეთ იმ წიგნების სიის შედეგნა, რომელთა წაკითხვაც გსურთ და დაიწყეთ კითხვა.
  10.  ყოველთვის იკითხეთ ,,რატომ?”
  11.  გაუზიარეთ ცოდნა, რომელიც თქვენ შეიძინეთ.
  12.  დაპატიჟეთ სამი ახალი მეგობარი ყავაზე და გაეცანით მათ ნიჭს.
  13. შეწყვიტეთ ხანგრძლივად ტელევიზორის ყურება.
  14. ეწვიეთ მუზეუმს და გადაიღეთ რამდენიმე სურათი.
  15.  ერთად მოუყარეთ თავი ყველა იმ გაკვეთილს რაც ისწავლეთ.
  16.  იკითხეთ გაზეთები.
  17.  დაიწყეთ ახალი ლექსიკის ადაპტირება ყოველდღიურ საუბარში.
  18. შეწყვიტეთ დაპოსტვა. დაიწყეთ კითხვა.
  19.  იყავით კეთილგანწყობილი, როდესაც იცით ისეთი რამ, რაც სხვამ არ იცის.
  20.  წამოიწყეთ ახალი ჰობი.
  21. დატვირთეთ სხეული ვარჯიშისა და აქტივობის საშუალებით.

Report

What do you think?

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ეკოთერაპია – განწყობის ამაღლების საუკეთესო გზა


Notice: Trying to get property 'ID' of non-object in /home/bpge/public_html/wp-content/themes/bimber/includes/post.php on line 1009

Notice: Trying to get property 'ID' of non-object in /home/bpge/public_html/wp-content/themes/bimber/includes/plugins/media-ace.php on line 128

სამოტივაციო ვიდეო: არ დათმოთ თქვენი ოცნება!