12 რჩევა ბიზნესის მხარდაჭერისთვის

ბიზნესი მუდმივ განვითარებას და მხარდაჭერას მოითხოვს. გთავაზობთ 12 რჩევას, რომელიც თქვენი ბიზნესის დაგეგმვის, განვითარებისა და მხარდაჭერისათვის ნამდვილად დაგეხმარებათ!

  1. დრო უნიკალური რესურსია. გამოიყენეთ ის ეფექტურად – დაახარისხეთ საქმე პრიორიტეტების მიხედვით, ნუ აიღებთ ყველაფერს საკუთარ თავზე, გადაუნაწილეთ საქმე თქვენს თანამშრომლებს.
  2. ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია გქონდეთ ბიზნესგეგმა. წინასწარ განსაზღვრეთ და ჩამოაყალიბეთ თქვენი ბიზნესის განვითარების ეტაპები და ის, თუ რა შედეგს მოგიტანთ ესა თუ ის ქმედება. ბიზნესგეგმა დაგეხმარებათ ყველაფერი განსაზღვროთ წინასწარ და თავიდან აიცილოთ არასასურველი რისკები.
  3. უნდა იცოდეთ თუ რა სეგმენტს მიეკუთვნება თქვენი მომხმარებელი. აუცილებელია შეისწავლოთ მათი ქცევა და სურვილები.
  4. თქვენი ბიზნესის განვითარება თქვენს მომხმარებელზეა დამოკიდებული. ეცადეთ პროდუქტი ან მომსახურება მოარგოთ მომხმარებლის საჭიროებას და თქვენი საქმიანობა მუდამ წარმატებული იქნება.
  5. გაიღიმეთ და გადაუხადეთ მადლობა თქვენს მომხმარებლებს! გასხოვდეთ, რომ თქვენთან მხოლოდ კარგი ფასის ან ხარისხის გამო კი არ იძენენ პროდუქტს ან მომსახურებას, არამედ იმიტომ, რომ მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობილი ხართ.
  6. დაიქირავეთ თანამშრომლები, რომელთაც უყვართ თავიანთი საქმე და ენერგიულად მუშაობენ საერთო მიზნის მისაღწევად.
  7. მოტივაციის გაზრდა აუცილებელია – ხშირად ესაუბრეთ თანამშრომლებს თქვენი საერთო მიზნის შესახებ და აუხსენით, რომ საერთო წარმატებისთვის თითოეული მათგანის წვლილი მნიშვნელოვანია.
  8. არ გაიმეოროთ ის, რასაც თქვენი კონკურენტები აკეთებენ – იყავით გამორჩეული ერთფეროვან ბაზარზე. აგრძნობინეთ ეს განსხვავება თქვენს მომხმარებელს თქვენი პროდუქტით, მომსახურებით, შეთავაზებით, შეფუთვით თუ სხვა.
  9. გაქვთ გენიალური იდეა ახალი ბიზნესის დასაწყებად? – მშვენიერია! მაგრამ ნუ აჩქარდებით, კარგად შეისწავლეთ თქვენ მიერ შერჩეული საქმიანობის სფერო და გაეცანით მის სპეციფიკას, ობიექტურად შეაფასეთ თქვენი პოტენციალი კონკურენტების ფონზე, ჰკითხეთ რჩევა კომპეტენტურ ადამიანებს და აუცილებლად შეიმუშავეთ ბიზნეს გეგმა.
  10. თუ ყოველთვის იმას აკეთებთ, რასაც აკედებდით, თქვენი ბიზნესი ვერ განვითარდება. თუ გსურთ იყოთ წარმატებული, მუდმივი ცვლილება და ინოვაცია სავალდებულოა.
  11. იმოქმედეთ სწრაფად – გარემო მუდმივად იცვლება. თუ არ განვითარდებით და დროს არ გაუსწრებთ, უამრავ შესაძლებლობას გამოტოვებთ.
  12. ციფრული მედია დღითიდღე ვითარდება. გამოიყენეთ ის, რათა გააცნოთ თავი თქვენს მომხმარებელს. შექმენით ვებ-გვერდი, მიმართეთ სოციალურ ქსელებსა და საძიებო სისტემებს იმისათვის, რომ მომხმარებელი მაქსიმალურად ინფორმირებული გყავდეთ.
B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

B2P.GE გილოცავთ ახალ 2014 წელს!

ბრუს ლის გამონათქვამები ცხოვრების შესახებ