12 მიზეზი თუ რატომ არ უნდა დანებდეთ არასდროს

1. სანამ თქვენ ცოცხალი ხართ, ყველაფერი შესაძლებელია
ერთადერთი საპატიო მიზეზი თქვენი დანებებისა ეს სიკვდილია. სანამ თქვენ ცოცხალი ხართ (ჯანმრთელი და თავისუფალი), თქვენ გაქვთ არჩევანი, რათა ეცადოთ, სანამ არ მიაღწევთ საბოლოო წარმატებას.

2. იყავით რეალისტები
ძალიან ცოტაა იმის ალბათობა, რომ პირველივე ცდიდან რაიმე ახალს ადვილად შეისწავლით. ყველაფერს დრო სჭირდება და თქვენ შესაძლოა დაუშვებთ შეცდომებს. ისწავლეთ შეცდომებზე.

3. თქვენ ძლიერი ხართ
თქვენ იმაზე ძლიერი ხართ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ერთი პატარა მარცხი არ არის საკმარისი რათა შეგაჩეროთ თქვენი წარმატების მიღწევის პროცესში. საკმარისი არ არის არც 10, არც 100 და არც 1000 წარუმატებლობა.

4. გამოავლინეთ თქვენი თავი
თუ თქვენ არ გინდათ რომ გახდეთ ცნობილი, ეს თქვენი სისუსტეა და იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ნებდებით. გამოდით და ანახეთ თქვენი თავი მთელ მსოფლიოს, ასევე თქვენ თავსაც. თქვენ შეგიძლიათ და მიაღწევთ კიდევაც იმას რისი გაკეთაბაც გინდოდათ. თქვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ მიაღწევთ წარმატებას თუ დანებდებით

5. გააკეთა ეს ვინმემ თუ არა?
თუ სხვამაც შეძლო ამის გაკეთება, ესეიგი თქვენც შეძლებთ. თუნდაც რისი გაკეთებაც თქვენ გინდათ მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო. ეს იმის საკმარისი მიზეზი უნდა იყოს, რომ თქვენ არ დანებდეთ.

6. გჯეროდეთ თქვენი ოცნების
თქვენ თავს არ უღალატოდ. ცხოვრებაში უამრავი ადამიანია, რომელიც გეტყვით რომ თქვენ ამას ვერ შეძლებთ. არ დაუშვათ რომ თქვენი ოცნება ვინმემ დაამსხვრიოს.

7. თქვენი ოჯახი და მეგობრები
ადამიანები რომლებიც თქვენ გიყვართ უნდა შთაგაგონონ, რათა თქვენ შეძლოთ წინ მოძრაობა. შესაძლოა თქვენ მოგიწიოთ სხვა თვალთახედვით შეხედვა, მეტი სწავლა, მეტი პრაქტიკა, მაგრამ არასოდეს დანებდეთ.

8. არიან ადამიანები, რომლებიც თქვენზე უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან
ახლა არიან ადამიანები რომლებიც თქვენზე ცუდ სიტუაციაში არიან და თქვენზე უარეს გარემოში არიან. გინდათ რომ უარი თქვათ 5 კილომეტრზე სერბილზე? იფიქრით იმ ადამიანებზე, რომლებსაც სიარულიც კი არ შეუძლიათ. ისინი ყველაფერს მისცემდნენ იმისთვის რომ ყოველ დღე 5 კილომეტრი ერბინათ.

9. გააუმჯობესეთ ჩვენი სამყარო
როდესაც თქვენ ყველაფერს მიაღწევთ გამოიყენეთ თქვენი წარმატება, რათა უკეთესობისკენ შეცვალოთ სამყარო ან რომელიმე ადამიანის ცხოვრება.

10. თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას
არავის მისცეთ ნება რომ საწინააღმდეგო რამ გითხრათ. თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას და წარმატებას. არასდროს დათმოთ, სანამ არ მიაღწევთ თქვენი დანიშნულების ადგილას.

11. შთააგონეთ სხვები.
იყავით სხვებისთვის შთაგონების წყარო იმით, რომ უარი თქვით დანებებაზე. რა იცით სხვას რისი მიღწევა შეუძლია იმით, რომ თქვენ გიყურებდათ და ხედავდა, რომ თქვენ არასდროს არ ნებდებოდით.

12. თქვენ უკვე ასე ახლოს ხართ.
უმეტესწილად, როცა თქვენ გრძობთ, რომ უნდა დანებდეთ, თქვენ ამ დროს იმყოფებით ძალიან ახლოს წარმატებისგან. ნებისმიერ დროს თქვენ ხართ ზღვარზე წარმატებასა და წარუმატებლობას შორის.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

25 ჩვევა, რომელზეც სჯობს უარი განაცხადოთ!

მილიონერის 30 მთავარი თვისება