ფსიქოლოგი როი ბაუმაისტერის 11 რჩევა სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის

ფსიქოლოგი როი ბაუმაისტერის 11 რჩევა სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის

B2P.GE-ს გუნდმა მოამზადა ეს ჩამონათვალი ცნობილი ფსიქოლოგის როი ბაუმაისტერის დასკვნების საუფძველზე, რომელმაც გამოიკვლია ადამიანური კეთილი ნების ძალა და თვითკონტროლი. მან საოცარი აღმოჩენები გააკეთა იმის შესახებ, თუ როგორ ვიღებთ ადამიანები გადაწყვეტილებებს და აღწერა ეს ყველაფერი თავის წიგნში  «კეთილი ნების ძალა: ადამიანის ყველაზე ძლიერი შესაძლებლობის ხელახლა აღმოჩენა».

1. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეთ დილაობით, მანამ, სანამ იგრძნობთ «ეგოს გმოცლას».
ფროიდმა ივარაუდა, რომ „მე“, ან „ეგო“ დამოკიდებულია გონებრივ ქმედებაზე, რომელიც დაკავშირებულია ენერგიის გადაცემასთან. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ფსიქიკური ენერგიის მარაგი, რომელიც აუცილებელია თვითკონტროლისთვის, ამოწურვადია. დღის მანძილზე, თქვენი ენერგეტიკული მარაგი ილევა.

2. ტვინს სჭირდება გლუკოზა იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.
ყველაზე ჭკვიან ადამიანებსაც კი უჭირთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, თუკი ისინი დაიღალნენ და გლუკოზის დონე სისხლში ძალიან დაბალი აქვთ. აი რატომ არ ახდენს გონიერი ხელმძღვანელი კომპანიის რესტრუქტუირებას დღის 4 საათზე – ის არ მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სადილობის წინ, ცარიელ კუჭზე.

3. რესურსი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა, დაცლადია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამოდენიმე გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლოა საკმაოდ დიდი რესურსი წაგვართვას და ენერგია გამოგვაცალოს. სწორედ ამიტომ არის შოპინგი ძალიან დამღლელი.

4. თუ თქვენ ფსიქიკურად მოშლილი ხართ, შეცდომების დაშვების ალბათობა დიდია. წადით კომპრომისზე – ეს ადამიანის ერთ-ერთი ურთულესი შესაძლებლობაა, ამიტომ ის პირველია ადამიანის შესაძლებლობებიდან, რომელიც უარს ამბობს მოქმედებაზე, როცა კეთილი ნების ძალა ამოწურულია.

5. ყოველდღიურ რიტუალებს შეუძლიათ სტრესის მოხსნა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ენერგიის დაზოგვა.
ბაუმეისტერმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაზე წარმატებული ადამიანები ქმნიან ეფექტურ ჩვევებს და რიტუალებს სახლშიც და სამსახურშიც – სწორედ ამით ახერხებენ საკუთარ ცხოვრებაში სტრესის შემცირებას. ისინი საკუთარი თავის მართვის შესაძლებლობას იყენებენ არა იმისთვის, რომ კრიზისული სიტუაციები გაიარონ, არამედ იმისთვის, რომ თავი აარიდონ მათ. ისინი თავიდანვე საკმარის დროს გამოყოფენ იმისათვის, რომ დაასრულონ პროექტი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მათ ავტომანქანა შესაკეთებლად მანამდე მიჰყავთ, სანამ დაიზანდება.

6. გინდათ კეთილი ნების ძალა გაიმყაროთ? გამოიძინეთ.
კვლევები აჩვენებენ, რომ ძილის უკმარისობა ორგანიზმისთვის იგივეა, რაც ალკოჰოლი. საქმე იმაშია, რომ უძილობა ცუდად აისახება პრეფრონტალურ ქერქზე, ანუ ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი.

7. თქვენი ქვეცნობიერი მთავარ როლს ასრულებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ცნობიერი ყურადღება შეზღუდულია და ამიტომ, საჭიროა ქვეცნობიერის მხარდაჭერა. მაშინაც კი, თუ თქვენ არ გაქვთ გადაწყვეტილების ხანგრძლივად გადადების შესაძლებლობა, სასარგებლო იქნება დროებით სხვა ამოცანაზე გადართვა. ეს დაგეხმარებათ გადაერთოთ დილემისგან და ქვეცნობიერს ამოქმედების საშუალებას მისცემს.

8. ვისაც აჰყვები, დამსახურებულადაც მიიღებ.
როგორც ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, ჩვენი ქცევა გადამდებია. თუ თქვენი საუკეთესო მეგობარი გასუქებამდე ჭამს, თქვენი შანსები ამ მხრივ 57%-ით იზრდება. თუ კოლეგა მოწევას თავს ანებებს, იმის ალბათობა, რომ თქვენც შეწყვეტთ მოწევას იზრდება 34%-ით.

9. ზოგჯერ სჯობს საკუთარი იდეები სხვისი ხელით განახორციელოთ.
როცა თქვენ ურთიერთობა გაქვთ სხვა ადამიანებთან, თქვენ შეგიძლიათ მათთან გააერთიანოთ თქვენი იდეები, მიიღოთ უკუკავშირი და იპოვოთ მხარდაჭერა – ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია იმისა, რომ გულუხვ ადამიანებს მოსწრებაც კარგი აქვთ.

10. თუ თქვენ მზად ხართ «სისუსტის მომენტებისთვის», თქვენთვის უფრო მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება.
ყველაზე მეტად კარგად აქვთ საქმე თვითკონტროლის საკითხში მათ, ვინც ცხოვრება ისე დააორგანიზა, რომ ტყუილად არ ხარჯოს კეთილი ნების ძალა. ისინი არ გეგმავენ დაუსრულებელ შეხვედრებს. ისინი თავს არიდებენ ისეთ გადატვირთვას, როგორიც არის შვედური მაგიდა და გამოიმუშავებენ თვისებებს, რომლებიც ეხმარებათ ძალები არ დახარჯონ უმნიშვნელო გადაწყვეტილებებზე. კეთილი ნების ძალის დაზოგვით დღის მანძილზე, ეს ადამიანები ახდენენ მის მობილიზებას განსაკუთრებული სიტუაციებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

11. თუ ვინმეს დაპირება მიეცით, გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივია. არის თუ არა ისეთი საკითხები, რომლებზე გადაწყვეტილების მიღება სასწრაფოა? ან იქნებ არსებობს ისეთი ადამიანი, ვინც თქვენს ნაცვლად გააკეთებს ამას?
ბაუმეისტერი განმარტავს: «იმის ნაცვლად, რომ ყოველ დილით ხელახლა გადაწყვიტონ საჭიროა თუ არა ვარჯიში, ჭკვიანი ადამიანები უთანხმდებიან მეგობრებს რეგულარულად ერთობლივ ვარჯიშზე».

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ნუ წუწუნებთ და ნუ იყურებით წარსულში, წინ გაიხედეთ!

ადამიანებს წარმატების მიღწევა უჭირთ არა იმიტომ, რომ საკმარისად მონდომებულები ან შრომისმოყვარეები არ არიან, ან საკმარისი ძალა არ შესწევთ ბევრჯელ სცადონ – არა! ადამიანებს უჭირთ მიაღწიონ წარმატებას რადგან ისინი გ ა

უორენ ბაფეტის 10 რჩევა ინვესტირებასთან დაკავშირებით

1. ინვესტირების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფული უნდა დააბანდო დღეს იმისათვის, რომ ხვალ მიიღო უფრო მეტი ფული. უორენ ბაფეტი ყოველთვის მოკრძალებულად ცხოვრობდა. მდიდრული სახლების ყიდვის და რესტორნებში სიარულის ნაცვლად ის

7 ვნება, რომლებსაც ადამიანი ავადმყოფობამდე და სნეულებამდე მიჰყავს

ზოგიერთი საშიში დაავადების მიზეზი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ. ამ სტატიაში მოცემულია 7 უმთავრესი ვნება, რომლებსაც ადამიანი მიჰყავს ავადმყოფობამდე და სნეულებამდე, შესაბამისად, აუცილებელია მათი განდევნა საკუთარი ცხოვრებიდან, რადგან სწორედ

ის რაც უნდა იცოდე, როდესაც ცხოვრებაში ზღვარზე აღმოჩნდები

ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ზღვარზე აღმოჩნდები. ეს არის ზღვარი წარსულსა და მომავალს შორის და ამ დროს შენში ყველაზე რთული ბრძოლა იწყება, ბრძოლა საკუთარ თავთან და ამ გამოცდას ადრე თუ გვიან

თუ გსურთ, რომ მამაკაცი პატივს გცემდეთ, მოიქეცით ისე, როგორც ქვემოთ მოყვანილ 9 მაგალითშია მითითებული

ბევრს წერენ მამაკაცებზე, რომლებიც არ აფასებენ თავაიანთ მეორე ნახევრებს და სამწუხარო ფაქტია, რომ ზოგმა კაცმა მართლა არ იცის პატივისცემის გამოხატვა ქალის მიმართ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მამაკაცების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია თავაზიანი ქცევის

ემოციონალური ინტელექტი

რა არის ემოციონალური ინტელექტი (EQ) და რით განსხვავდება ის ყველასათვის ცნობილი IQ-გან   IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) – პრაქტიკულად უცვლადია. IQ ადამიანის მიერ გროვდება 18 – 22 წლამდე და შემდეგ რჩება უცვლელი.