10 ყველაზე განხილვადი გამოსვლა TED-ზე

10 ყველაზე განხილვადი გამოსვლა TED-ზე

TED-ზე ჩატარდა ძალიან საინტერესო გამოსვლები, რომელთა ნახვის შემდეგ კომენტარებში ძალიან დიდი დისკუსია გაიმართა. ჩვენს მიერ შერჩეული გამოსვლებიდან თქვენ გაიგებთ თუ რატომ არ გვიყვარს ყალბი ნივთები, როგორ იბადება შესანიშნავი იდეები და რატომ არის დიეტა – ბოროტება.

1. რას გვიქადის მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული დიდი უფსკრული

როცა სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის ხდება ზედმეტად დიდი, საზოგადოებაში იწყება ვარდნა. სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეკონომიკური უთანასწორობა იწვევს უამრავ სოციალური პრობლემას: ავადმყოფობების გავრცელებას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას, ქრონიკულ სტრესს, ნდობის არარსებობას და კრიმინალის ზრდას.

2. როგორ შევცვალოთ ცხოვრება 30 დღეში

მარტივი რჩევა მათთვის, ვინც რუტინაშია ჩაფლული: შეეცადეთ რამე ახალი გააკეთოთ მომდევნო 30 დღის მანძილზე. პატარა, გონივრული ცვლილებები – გამოცდილი საშუალებაა ახალი ჩვევების შესაძენად ან ძველთან სამუდამოდ დასამშვიდობებლად.

3. რა არის სიყვარული

ანთროპოლოგმა ჰელენ ფიშერმა იცის ყველაფერი რომანტიკული სიყვარულის შესახებ: მისი ევოლუცია, ბიოქიმიური წყარო, საზოგადო მნიშვნელობა. თავის გასართობ ტექსტში ის საუბრობს იმაზე, თუ რა გვიბიძგებს ღალატისკენ და რატომ არ მთავრდება ზოგიერთი ურთიერთობა ბედნიერი დასასრულით.

4. როგორ ახდენენ ფილმები მსოფლმხედველობის ფორმირებას

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ფილმები დიდ ზეგავლენას ახდენენ ჩვენზე, განსაკუთრებით ბავშვობაში. კოლინ სტოუკსი თვლის, რომ კინემატოგრაფი უნდა იყოს დიდი აზრის და პოზიტიური იდეების მატარებელი და არა ერთ სიუჟეტზე ჩაციკლული «დავამარცხე ბოროტი — მივიღე ჯილდო».

5. რა მოხდა 13,7 მლრდ წლის წინ

დევიდ კრისტიანმა შეძლო თავისი ისტორია მოეყოლა 18 წუთიან გამოსვლაში – დიდი აფეთქებიდან ინტერნეტის გამოგონებამდე.

6. რატომ არ უნდა დაიცვათ დიეტა

დიეტა არამარტო არ შველის რამეს, ხშირ შემთხვევაში ვნებს კიდეც ორგანიზმს. სანდრა ამოდტი საუბრობს იმაზე, თუ რა მოსდის ჩვენს ორგანიზმს დიეტის დროს ნეირობიოლოგიის კუთხით.

7. როგორ მოქმედებენ რელიგიები შობადობაზე

ჰანს როსლინგი სტატისტიკის დახმარებით განმარტავს, ახდენენ თუ არა რეალურად სხვადასხვა სახის რელიგიები გავლენას შობადობაზე. მისი გამოსვლა – არის ექსკურსი შობადობის პრობლემაში, პლანეტის მოსახლეობისა და რელიგიის ახალ პირობებთნ ადაპტირებადობის საკითხებში.

8. რა არის ცნობიერება?

ყოველ დილით ჩვენ გვემართება პატარა სასწაული: ჩვენ ვიღვიძებთ და გვიბრუნდება ცნობიერება. ჩვენ საკუთარ თავს აღვიქვავთ პიროვნებად. ნეირობიოლოგი ანტონიო დამასიო შეისწავლის ცნობიერებას და საუბრობს იმაზე, თუ რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი. როცა ჩვენ გავიგებთ თუ რა ხდება ჩვენს თავში, შესაძლებელი იქნება ალცგეიმერის დაავადების, ნარკოდამოკიდებულების და ინსულტის შედეგების მკურნალობა.

9. რატომ მოგვწონს ორიგინალები ყალბ ნივთებზე მეტად

ფსიქოლოგი პოლ ბლუმი საუბრობს ფალსიფიკატორზე, რომელმაც ვერმეერის ნახატები ისე გადახატა, რომ გაყალბებული ნახატების ამოცნობა შეუძლებელი იყო. მათი გამოფენა ხდებოდა მუზეუმებში, ყიდულობდნენ კოლექციონერები. მაგრამ ყველა იმედგაცრუებული რჩებოდა, როგა იგებდნენ, რომ აღფრთოვანებულები იყვნენ ყალბი ნახატებით. რატომ მოქმედებს საგნის წარმომავლობა ჩვენი სიამოვნების შეგრძნებებზე?

10. როგორ იბადება იდეები

იდეების სინთესი ისტორიის განმავლობაში ხდება ადამიანური პროგრესის მამოძრავებელი. მეთ რიდლი, ავტორი ბესტსელერისა «რაციონალური ოპტიმისტი», მოგვითხრობს, როგორ მუშაობს კოლექტიური გონება.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

Microsoft Lumia Russia-მ რეკლამა თბილისში გადაიღო

Microsoft Lumia Russia ფიქრობდა თუ სად გადაეღო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სმარტფონების სარეკლამო ვიდეორგოლი რომანტიკული თემატიკით. სად არის სიყვარული? იქ სადაც სითბოა, სად არის ეს ადგილი? თბილისში! დიახ, უყურეთ ახალ სარეკლამო

რატომ უნდა ვიყოთ მონდომებული პიროვნება?

მივლინებით როდესაც გერმანიაში მომიხდა გამგზავრება,საბუთების მოსაწესრიგებლად ერთ- ერთ კომპანიაში ოპერატორს  დავუსვი მორიგი შეკითხვა,მან კი მიპასუხა,რომ ამ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი, თუმცა თავად აღნიშნა,  რომ მსგავსი შეკითხვით არაერთხელ მიუმართავთ მისთვის. როდესაც

ჟმუროვის დეპრესიის საკვლევი ტესტი

გაინტერესებთ რამდენად დეპრესიული ხართ? მაშინ გააკეთეტ ეს ტესტი. აირჩიეთ თქვენთვის მისაღები ერთი ვარიანტი და ჩაინიშნეთ ფურცელზე. 1. ა) ჩემი გუნება-განწყობა ახლა არაა იმაზე უფრო დაწეული (მოწყენილი), ვიდრე ჩვეულებრივად. ბ) ალბათ

ჰენრი ნესტლეს ბიოგრაფია

ჰენრი ნესტლე – ბავშვების ხელოვნური კვების შემქმნელი და კომპანია Nestle-ს დამფუძნებელი დაიბადა 1814 წლის 10 აგვისტოს, ფრანგი მეშუშის ოჯახში, მეთერთმეტე შვილად. სანამ ჰენრი ფარმაცევტიკას ითვისებდა, მან მინიმუმ ოთხი სამუშაო ადგილი

მომპოვებელი, საყრდენი, ოჯახის უფროსი… ადვილია თუ არა იყო მამაკაცი?

მივეჩვიეთ მამაკაცების ათასგვარი სასიკვდილო ცოდვაში დადანაშაულებას. მოგვწონს ცოტაოდენი ირონიით ამოკვნესა: “ეჰ, დღეს კაცები სულაც აღარ არიან ისეთები, ადრე რომ იყვნენო!”. მაგრამ… ფიქრობთ, ადვილია ჩვენს დროში მამაკაცი იყო? ფულიც უნდა იშოვო,

მკაცრი მოალაპარეკებების 6 საიდუმლო

1. თქვით «სდექ!» ყველაზე დამანგრეველ ემოცია მოლაპარაკებებისთვის არის – რისხვა. ის ჩნდება, როცა არღვევენ თქვენს პირად ფსიქოლოგიურ სივრცეს. წარმოიდგინეთ, პირდაპირ თქვენსკენ მოდის ადამიანი – სულ უფრო გიახლოვდებათ, გიახლოვდებათ… თქვენ იძაბებით,