10 ქმედება, რომელიც ყველამ უნდა გააკეთოს საკუთარი თავისთვის

10 ქმედება, რომელიც ყველამ უნდა გააკეთოს საკუთარი თავისთვის

1. დაიწყეთ დროის გატარება სწორ ადამიანებთან
ეს ის ადამიანები არიან, რომლებთან ყოფნაც თქვენ გაინტერესებთ, ვისაც უყვარხართ და გაფასებენ. ვინც შთაგაგონებთ მიზნების მიღწევისთვის, გმუხტავთ ენერგიით და მხარდაჭერას გიცხადებთ. ისინი გღებულობენ არამარტო ისეთად, როგორიც ახლა ხართ, არამედ დარწმუნებულნი არიან, რომ თქვენ გახდებით სწორედ ის, ვინც გინდათ რომ იყოთ, გარემოებებისდა მიუხედავად.

2. დააფასეთ ის, რაც გაქვთ
ბევრი ჩვენგანის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გვგონია უფრო ბედნიერები ვიქნებით, გარკვეულ დონეს თუ მივაღწევთ. უფრო მაღალს, უფრო პრესტიჟულს – დონეს, რომელსაც გარშემომყოფმა ადამიანებმა უკვე მიაღწიეს. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია სასურველს მივაღწიოთ ერთ მომენტში. როცა რაიმე მიზანს ვაღწევთ, ყოველთვის ჩნდება ახალი ზღვარი, რისი გადალახვაც გვინდება. შედეგად, მთელი ცხოვრება ადამიანი ცდილობს ახალ დონეზე გადასვლას. იმის დროც კი არ რჩება, რომ გაჩერდეს და დაფიქრდეს იმაზე, რასაც უკვე მიაღწია, რაც უკვე აქვს. ამიტომ, ნუ დაივიწყებთ წამიერად შეჩერდეთ და გააცნობიეროთ, შეაფასოთ და დააფასოთ ის, რაც უკვე გაქვთ.

3. უმნიშვნელო ცხოვრებისეულ მოვლენაშიც კი სასიამოვნოს და კარგის დანახვის უნარი
იმის ნაცვლად, რომ მუდმივად ელოდოთ რაიმე დიადი და მნიშვნელოვანი მოვლენის დადგომას, მაგალითად ქორწილს, ბავშვის გაჩენას ან ლატარიაში ფულის მოგებას, დაიწყეთ ბედნიერების ძებნა იმ სიტუაციებში, რომლებიც ყოველ დღე ხდება თქვენს ცხოვრებაში. ეს შეუმჩნეველი მოვლენებია, მაგალითად არომატული ყავა დილით, რომელიც ენერგიით გმუხტავთ და აქტივობას გმატებთ. ოჯახური კერძის განუმეორებელი არომატი და გემო, რომელსაც სამსახურიდან მოსული შეიგრძნობთ. რაღაცის გაზიარების ბედნიერება იმ ადამიანთან, ვინც ძვირფასია და გიყვართ. ყოველდღიურად ასეთ პატარა სიამოვნებას თუ შეამჩნევთ, შეიგრძნობთ, რამდენად მშვენიერი და ბედნიერი ხდება თქვენი ჩვეულებრივი ცხოვრება.

4. გადადგით თუნდაც პატარა ნაბიჯი თქვენი დიდი მიზნისკენ!
გახსოვდეთ, რომ შორეული და გრძელი მოგზაურობა ერთი პატარა ნაბიჯით იწყება. რაზეც არ უნდა ოცნებობდეთ, დაიწყეთ პატარა, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ყოველდღიურად იმისათვის, რომ თქვენი სურვილები ასრულდეს. მართალია ბევრი ადამიანი თვლის, რომ უკვე გადაწყვეტილი აქვს რას მიაღწევს, მაგრამ ძალიან ცოტა აკეთებს რეალურად რამეს იმისათვის, რომ მართლა მიაღწიოს სასურველს.

5. საკუთარ ცხოვრებაზე აიღეთ სრული პასუხისმგებლობა
გააცნობიერეთ, რომ ყველა თქვენი შეცდომა და ქმედება – მხოლოდ თქვენი არჩევანის შედეგია. მზად იყავით აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა შეძლოთ სიტუაციის გაუმჯობესება. გახსოვდეთ: ან თქვენ თავად იღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, ან ამას სხვა გააკეთებს. თუ ეს მოხდება, მაშინ თქვენ მათი იდეების და გეგმების მონა გახდებით. თქვენ ერთად-ერთი ხრათ, ვისაც შეუძლია უპირობოდ აკონტროლოს საკუთარი ცხოვრების შედეგები. ეს ყოველთვის მარტივი არ იქნება. ყველა ადამიანი აწყდება წინააღმდეგობას, მაგრამ თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ნებისმიერ სიტუაციაში და გადალახოთ ეს წინააღმდეგობები. არჩევანი რთულია, მაგრამ ყვოელთვის თქვენზეა!

6. დაეხმარეთ მათ, ვინც თქვენს გვერდით არის
იზრუნეთ ადამიანებზე. წაიყვნეთ ისინი იქეთ, საითაც იცით, რომ უფრო მარტივი და უკეთესია სიარული მათთვის. რაც უფრო მეტად დაეხმარებით სხვებს, მით უფრო მეტად მოუნდებათ სხვებს თქვენი დახმარება. სიყვარული და სიკეთე ბადებს იგივეს. გახსოვდეთ ეს.

7. მოუსმინეთ შინაგან ხმას და ენდეთ ინტუიციას
თუ ეს მნიშვნელოვანია თქვენთვის, განსაჯეთ საკუთარი იდეები ახლობელ ადამიანებთან, მაგრამ არ უარყოთ საკუთარი ინტუიცია და მიყევით მას. იყავით გულახდილი საკუთარ თავთან. თქვით ის, რაც საჭიროა რომ თქვათ. გააკეთეთ ის, რასაც გული გკარნახობთ.

8. ისწავლეთ საკუთარი თავის და სხვების პატიება
ყველა განვიცდით ტკივილს საკუთარი არასოწრი ქმედებების ან სხვების ცუდი ქცევისაგან. ხშირად ეს წყენა და ტკივილი დიდხანს გრძელდება. პატიება – ეს არის წამალი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარსული უნდა წაშალოთ და დაივიწყოთ რაც მოხდა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უბრალოდ უნდა დაივიწყოთ ყველა წყენა და ტკივილი. მომხდარისგან გაკვეთილის მიღება, მისი, როგორც გამოცდილების შეფასება და სვლის გაგრძელება – ეს არის უმთავრესი. საჭიროა იცხოვროთ წყენის გარეშე, ნათელი ცხოვრებით.

9. მიეცით თქვენს ოცნებას ან იდეას განხორციელების შანსი!
თქვენ ვერასოდეს იქნებით 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ თქვენი იდეა იმუშავებს. მაგრამ ნამდვილად შეგიძლიათ 100%-ით დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ ეს არ იმუშავებს, თუ არაფერს გააკეთებთ და მხოლოდ იოცნებებთ. დროის დიდი ნაწილი თქვენ უნდა გამოიყენოთ რაიმეს კეთებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს რა გამოვა, მთავარია აკეთოთ და არ გაჩერდეთ. ყველაფერი დასრულდება სწორედ ისე, როგორც საჭიროა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მუდმივად იმოქმედებთ, თქვენ ან მიაღწევთ წარმატებას, ან ახალ გამოცდილებას შეიძენთ და რაიმე ახალს ისწავლით. სტრატეგიას «win-win» – წაგებული არ ჰყავს!

10. ყოველთვის დარწმუნებული იყავით, რომ მზად ხართ ცხოვრებაში ახალი ნაბიჯის გადასადგმელად!
თქვენ მზად ხართ! გახსოვდეთ ეს. თქვენ ყველფერი გაქვთ, რაც ახლა არის საჭირო იმისათვის, რომ მომდევნო ნაბიჯი გადადგათ წინ. ამიტომ, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა ცხოვრებაში და მიიღეთ ყველა პრობლემა და სირთულე როგორც ცხოვრების საჩუქარი, რაც დაგეხმარებათ პიროვნულად გაიზარდოთ.

This post is also available in: English Русский

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ჟენევა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მოხმარებაზე ჯარიმებს აწესებს

შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქი 2020 წლის 1 იანვრიდან ჯარიმებს აწესებს პლასტმასის ერთჯერად პროდუქციაზე. კანონდამრღვევი დაჯარიმდება 100 ფრანკით. ჟენევა 2020 წლის 1 იანვრიდან ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადება, – ის კრძალავს სალაროებში

პიგმალიონის ეფექტი: მოლოდინი მართლდება!

პიგმალიონის ეფექტი – ეს არის მოვლენა, რომლის არსი მდგომარეობს ადამიანის მიერ ამა თუ იმ ინფორმაციის სისწორის რწმენაში და ისეთ ქცევაში, რომლის გამოც აღნიშნული ინფორმაცია მართლდება. საკითხის ისტორია კვიპროსის მითოლოგიურმა მეფემ

ბიზნესის ფსიქოლოგია: როგორ ვიკონტაქტოთ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან

ცნობილი ფსიქოლოგი ჯეიმს ბორგი თავის წიგნში «დარწმუნების ძალა. ადამიანებზე გავლენის მოხდენის ხელოვნება» – გამოყოფს თანამოსაუბრეთა ხუთ ძირითად ტიპს, შესაბამისად, ხუთივე ტიპის ადამიანებთან საჭიროა ურთიერთობის თავისებური მეთოდის გამოყენება – სწორედ ამაშია

მნიშვნელოვანი სიტყვები უთქმელი არ უნდა დარჩეს…

გასულ წელს, უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე ერთ-ერთმა პროფესორმა სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა ასეთი რამ:  ‘’გამოხატეთ მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ოთხი წლის მანძილზე რაღაც კარგი გასწავლათ, დაგეხმარათ და სულ მცირე წვლილი

7 კანონი, რომლითაც ცხოვრობს სამყარო

შედგენილია ცნობილი ფსიქოლოგის რენდი გეიჯის მიერ (Randy Gage)/ 1. სიცარიელის კანონი თუ გჭირდებათ ახალი ფეხსაცმელი, გადააგდეთ ძველი. თუ გჭირდებათ ახალი ტანსაცმელი, დაასუფთავეთ თქვენი კარადა. კეთილი ნებით უნდა დაემშვიდობოთ თქვენს სტერეოტიპებს.

კარლ სიუელის 10 წესი კლიენტებთან მუშაობისთვის

1. აიძულეთ კლიენტები დაბრუნდნენ კარლი ითვლის არა იმას, თუ რამდენი მოაქვს მისთვის კლიენტს ერთ ჯერზე მოსვლით, არამედ იმას, რამდენს მოუტანს კლიენტი მთელი ცხოვრების მანძილზე. სიუელის ბიზნესს საფუძვლად უდევს მანტრა, რომლის