10 ფინანსური შეცდომა, რომელიც ძვირი დაგიჯდებათ

1. ფულის დაუთვლელობა
არ ითვლით და არ იცით რა თანხა გაქვთ საფულეში. თქვენ რა უკვე მილიარდერი გახდით და დაიღალეთ მათი დათვლით? ; )
ფულს დათვლა უყვარს.

2. “მე არ გამოვიმუშავებ ფულს, საიდან დავაგროვო და გადავდო თანხა”
თუ თქვენ გადადებთ თქვენი თანხის მხოლოდ 10%-ს, რომელიც თქვენს ხელში გადის, შემდეგში გაოცებული დარჩებით, რადგან თქვენ ვერასოდეს ამჩნევდით რამდენად დიდი თანხაა ეს.

3. ფული რომ გადადო უნდა გამოიმუშავებდე ბევრს
არა. 10 % ხელფასიდან თქვენს ფინანსებზე დიდად არ იმოქმედებს, სამაგიეროდ მომავალში შესაძლოა გახდეთ მილიონერი. სტატისტიკის მიხედვით მილიონერების უმრავლესობა მუშაობდა ჩვეულებრივ სამსახურში. უბრალოდ მათ შეეძლოთ გადაედოთ ხელფასის ნაწილი, შემდეგ კი ეს თანხა დაებანდებინათ.

4. ინვესტიციისთვის საჭიროა დიდი ფული
არა, შესაძლებელია მცირედი თანხით დაწყებაც.

5. დიდი ფულის გამომუშავება შესაძლებელია მხოლოდ 24 საათიანი მძიმე მუშაობით
არა, მთავარი ბერკეტები არის სხვა ადამიანების დროს და ფულის საშუალებით ფულის კეთება. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში თქვენი 24 საათიანი შრომა არ დაგჭირდებათ.

6. ქველმოქმედების დაწყება მაშინ, როცა ბევრის გამომუშავებას დაიწყებთ
აქ ლოგიკა ასეთია, რომ თქვენ თავად გაქვთ ცოტა და გასაყოფიც არაფერია.
ეს ტყუილია, რამდენადაც ყოველთვის არსებობენ თქვენზე ღარიბი ადამიანები, ვისაც სჭირდება ფული, საკვები, დახმარება.

7. რაც უფრო ძლიერ გჭირდებათ ფული, მით უფრო ნაკლები გაქვთ
ეს ფაქტია. აკეთეთ საყვარელი საქმე და ჯილდო აუცილებლად მოვა! მაგრამ თუ თქვენ კონცენტრირებული იქნებით საჭიროებაზე, ადამიანები გრძნობენ ამას და გარბიან თქვენგან. თქვენ თითქოს მათ თავს ახვევთ, რომ რამე გიყიდონ.
ისინი გრძნობენ, რომ თქვენ კონცენტრირებული ხართ არა ფასეულობაზე, რომელსაც მათ აძლევთ, არამედ ფულზე, რომლის მიღებასაც ჩქარობთ.

8. ფული თქვენ ზუსტად იმდენი გაქვთ, რამდენსაც მათზე ფიქრობთ და როგორ ფიქრობთ მათზე.
დღეში რამდენჯერ ფიქრობთ ფულზე? როგორი ფიქრებია ეს? „მე არ მეყოფა, მე მჭირდება ფული“, თუ „მე საკმარისი ფული მაქვს, ამ თვეში ხელფასს მომიმატებენ, მე მომგებიან გარიგებას ვდებ“.

9. ფული მოდის მაშინ, როცა მათ რაიმეზე დახარჯვას გეგმავთ
თუ თქვენ დღემდე არ გაგიწერიათ თქვენი მილიონი დოლარი, მაშინ არც იკითხოთ რატომ არ გაქვთ ის.

10. ფული ადამიანს რყვნის
ფული – ადამიანის სულიერი სიმწიფის დიდი გამოცდაა. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ხელშია ის. ფული ეს არის ძალაუფლება.

თქვენ მზად ხართ განკარგოთ ის კეთილსინდისიერად?
ერთი ადამიანის ხელში ფული შეიძლება იყოს მატერიალური ქონების დაგროვების საშუალება, მეორის ხელში კი საქველმოქმედო და მხვილმასშტაბიანი პროექტების შექმნის ბერკეტი.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

დამწყები მეწარმეების ყველაზე პოპულარული შეცდომების რეიტინგი

43 რამ, რაც საჭიროა ასწავლოთ თქვენს გოგონას