ჰოლივუდის ვარსკვლავები აგრძელებენ რეკლამით ფულის შოვნას

ჰოლივუდის ვარსკვლავები აგრძელებენ რეკლამით ფულის შოვნას

ყველასათვის ცნობილი მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა მონაწილეობა მიიღო ფეხსაცმლის ცნობილი ბრენდის „Jimmy Shoo“-ს სარეკლამო რგოლში.

კომპანიის კრეატიული დირექტორს – სანდრა ჩოის, თავადაც ძალიან მოეწონა ახალი კოლექცია, რომლის შექმნაც საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან მისი შთაგონების წყარო ბუნებიდან მოდის. ახალ კოლექციაში სანდრამ წარმოაჩინა ყველა ბუნებრივი ფერი, რომელიც ჩვენს გარშემოა.

სწორედ ამიტომ ცნობილი კომპანიის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ძალიან ეფექტური, ტროპიკული და მაქსიმალურად გლამურული მოდელებით სავსე გამოვიდა.
ლამაზ ქალბატონს უნდა ამშვენებდეს მისი სამოსი და აქსესუარებიც. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყურადღება მიიქციოს.

ასეთი სახის შექმნა ნიკოლ კიდმანს ძალიან კარგად გამოუვიდა. შეგახსენებთ, რომ მსახიობი 46 წლისაა, ხოლო მისმა გარდასახვის ნიჭმა სარეკლამო რგოლში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ფოტოსესია სამი სხვადასხვა სახით შეიქმნა. ფოტოგრაფი იყო ლეგენდარული სოლვე სუნდსბო. თავად ნიკოლსაც ძალიან მოეწონა მასთან მუშაობა.

მან აღნიშნა: „საინტერესო იყო ახალ როლებში გადაღება. ძალიან მომეწონა მინიმალური სტილი, ხოლო „Jimmy Choo“-ს ჩანთები და ფეხსაცმელი ჩემთვის განუყრელი გახდა“.
მსახიობი პირველად არ მუშაობს აღნიშნულ ბრენდთან. ეს უკვე მესამე საერთო პროექტია.

მოდის მიმდევარ ქალბატონებს უკვე მარტიდან შეუძლიათ ისიამოვნონ „Jimmy Choo“-ს ახალი კოლექციით.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ლეონარდო დიკაპრიო ოფიციალურად გახდა 2016 წლის ოსკარის მფლობელი

როგორც იქნა, ლეონარდო საუკეთესო მსახიობად დასახელდა! ეს გასაოცარია! ლეომ თავის პირველი ოსკარი სახლში წაიღო! ვულოცავთ მას და ვიზიარებთ მის სიხარულს!

ტოპ -მოდელების 13 საიდუმლო, რომლებიც ყველა ქალს გამოადგება

მოდური ჟურნალების გარეკანზე დაბეჭდილი მოდელები ყველას იდეალურად ეჩვენება, თუმცა, ისინი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ყველა დანარჩენი, უბრალოდ საკუთარი თავის მოვლაზე გაცილებით მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე სხვები და სილამაზე მათთვის

9 უცხოელი ვარსკვლავი, რომლებიც დაქორწინდნენ თავიანთ ფანებზე. ზოგიერთს მაგრად გაუმართლა!

ცნობილი სელებრითები თავიანთ ფანებს ზოგჯერ ნამდვილ ზეიმს უწყობენ. მაგალითად ცოტა ხნის წინ ჯასთინ თიმბერლეიქი დაეხმარა თავის ფანს ცოლობა ეთხოვა შეყვარებულისთვის პირდაპირ მის კონცერტზე, რომელიც ლუისვილზე გაიმართა. ჯონ ბონ ჯოვიმ შასრულა

გარდაიცვალა შოუბიზნესის ვარსკლავი რობინ უილიამსი

რობინ მაკლორინ უილიამსი — ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. მან თავდაპირველად სახელი გაითქვა ტელესერიალით მორკი და მინდი. მხატვრულ ფილმებში მონაწილეობით აქტიურობდა 1980-იანი წლებიდან. მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისათვის („ნიჭიერი უილ

შოუბიზნესი: ლეონარდო დიკაპრიოს გულისამაჩუყებელი კადრები, როდესაც ოსკარი ისევ ვერ მოიგო

ელენის სურპრიზები და ლეოს ემოციები, რომელზეც მთელი საღამოს განმავლობაში იყო მიმართული კამერები Jennifer Lawrence აცხადებს, რომ ოსკარი მიიღო Matthew McConaughey-მ, როლისთვის Dallas Buyer’s Club. ლეოს სახე მეთიუ მაკკონაჰის სახელის გაგონებისას

R.I.P Whitney Elizabeth Houston

უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონი (ინგლ. Whitney Elizabeth Houston, დ. 9 აგვისტო, 1963, ნიუარკი, ნიუ ჯერსი — გ. 11 თებერვალი, 2012, ბევერლი ჰილსი, კალიფორნია, აშშ) იყო ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, მსახიობი,