in ,

ჯადოსნური სიტყვები კლიენტისთვის – სამი წესი

გთავაზობთ სამ წესს, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად აითვისოთ კლიენტისთვის განკუთვნილი ”ჯადოსნური სიტყვების” მეთოდი.

✔ მათ ენაზე საუბარი.
როცა ჩვენ ვესაუბრებით სხვებს საკუთარ მომსახურებაზე ან ბიზნეს-შესაძლებლობებზე, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ”ჩვენს” ენაზე. ვიყენებთ სიტყვებს ან ტერმინებს, რომლებიც რაღაცას ნიშნავს ჩვენთვის, მაგრამ არაფერს ნიშნავს ჩვენი პოტენციური კლიენტებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ”ჩვენ” მოგვწონს ეს პირობები და ა.შ. რომ ამა თუ იმ საკითხის გამო შეიცვალა ”ჩვენი” ცხოვრების სტილი, დონე და ვაგრძელებთ ასე, ”ჩვენი” გადმოსახედიდან საუბარს.

ადამიანებს უბრალოდ უჭირთ გაიგონ, რა მნიშვნელობა აქვს ყოველივე ამას მათთვის. იმისათვის, რომ ისწავლოთ პოტენციური კლიენტის ენაზე საუბარი, საჭიროა მობილიზდეთ იმაზე, რაც მათთვის არის მნიშნველოვანი. სწორედ ამის შემდეგ ისინი გაიგებენ თქვენი შეთავაზების აზრს და მნიშვნელობას. შედეგად თქვენ გეყოლებათ შეთავაზებულ საქონელსა თუ მომსახურებაში დაინტერესებული, პოტენციური ან მუდმივი კლიენტი.

✔ საბოლოო რეზულტატი ან სარგებელი.

მერე გავცელებული შეცდომა, რომელსაც უშვებენ, ეს არის საუბარი მომსახურებაზე ან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე.

ასეთ დროს ხდება დიდი რაოდენობით ინფორმაციის ან წვრილმანი დეტალების გადმოცემა, რაც საქონელს ან მომსახურებას ეხება, მაგალითად: ინგრედიენტები, როგორ მუშავდება ისინი, როგორ გამოიყენება, ან კლიენტს აწვდიან კომპანიის დეტალურ ინფორმაციას. თუმცა ადამიანები ამის გამო არ ხდებიან თქვენი კლიენტები, მათ იზიდავს თქვენს შეთავაზებაში ის, რაც მნიშნველოვანი და სასარგებლოა მათთვის!

ისინი ფიქრობენ შემდეგნაირად: რა საბოლოო რეზულტატი ან მოგება ექნებათ პროდუქტის გამოყენების შემდეგ?

დაიმახსოვრეთ, თქვენ უნდა გაყიდოთ ”დანიშნულების პუნქტი” და ”გაფრენის მიზანი” და არა ”თვითმფრინავი”. კლიენტი მობილიზებულია საბოლოო რეზულტატზე! მათ სურთ იცოდნენ, რას მიიღებენ რეზულტატში თქვენი პროდუქტის გამოყენებით ან თქვენს ბიზნესში მონაწილეობით. სწორედ ამის ცოდნა უბიძგებთ მათ ქმედებისკენ.

✔ გრძნობა.
კიდევ ერთი მომენტი, რაც რეალურად ახდენს თქვენი პოტენციური კლიენტების მოტივაციას არის გრძნობა.

მაგალითად, მათ შეუძლიათ შეიძინონ თქვენი შეთავაზება გასახდომად, მაგრამ რეზულტატში მათ სურთ, რომ სექსუალურად, მომხიბვლელად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ. ადამიანები თქვენი შეთავაზების მიღებაზე მოდიან იმ გრძნობის გამო, რომელიც მათ თავდაცულობისა და დამატებითი შესაძლებლობების მიღების შედეგად უჩნდებათ. თუ თქვენ გსურთ, რომ ადამიანებს თქვენი შეთავაზება მოაწონოთ და მითუმეტეს დაითანხმოთ, მაშინ ხაზი უნდა გაუსვათ იმ ”გრძნობას”, რომელიც მათ შეიძლება განიცადონ შემოსავლებისა და სასურველი რეზულტატის პარალელურად.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი 3 წესი მარტივია, საკმაოდ დაგეხმარებათ შეთავაზების ფასეულობა მიიტანოთ პოტენციურ კლიენტამდე.

გამოიყენეთ ”ჯადოსნური სიტყვები” კლიენტთან კომუნიკაციის ყველა ფორმაში – პირად საუბარში, საიტზე, პრეზენტაციის დროს, მარკეტინგულ მასალებში, რეკლამაში და ა.შ.

წარმატებებს გისურვებთ!

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

What do you think?

ვიდეო-გასაუბრება: ურთულესი ვაკანსია მსოფლიოში

წარმატების კიბე – განვითარების პრინციპები