in

სტრესი და ჭარბი წონა?

სტრესული სიტუაცია არავისთვისაა უცხო. მაგრამ ხანდახან ეს მდგომარეობა დიდ ხანს გრძელდება და ადამიანი იძულებულია გამოსავალი იპოვოს. სტრესთან ბრძოლის ორი გზა არსებობს: სპეციფიკური და არასპეციფიკური.

კარგია, თუ შეგიძლია სტრერსს ე.წ. სპეციფიკური მეთოდით ებრძოლო – ანუ მოხსნა მისი გამომწვევი მიზეზები. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა და დიდ გამბედაობასაც მოითხოვს. როცა ადამიანი თავად ვეღარ აგვარებს პრობლემას, მას სპეციალისტები ეხმარებიან (ფსიქოლოგები, ფსიქიატრები).

რაც შეეხება არასპეციფიკურ მეთოდებს, მათ რიცხვში შედის ე.წ. „უსარგებლო შოპინგი“, რაც ბევრი და უსარგებლო ნივთის შეძენაში გამოიხატება; გარემოს მკვეთრი გამოცვლა, იგივე სიტუაციიდან გაქცევა; საკვების და, უმეტესად ტკბილეულის უკონტროლოდ მირთმევა და ა.შ. თუ ამ ჩამონათვალში საკუთარი პრობლემაც აღმოაჩინეთ, ამაში სამარცხვინო არაფერია, როგორც ვთქვით, ეს არის არასპეციფიკური პასუხი სტრესზე და ამ ფორმას ბევრი მიმართავს.

დღევანდელ სტატიაში სწორედ სტრესთან ბრძოლის ერთ–ერთ არასპეციფიკურ ფორმაზე – ჭარბი საკვების მიღებაზე ვისაუბრებთ. ცნობილია რომ ქალების 84% ფსიქოემოციურ დაძაბულობაზე ზედმეტი კვებით რეაგირებს. მიაქციეთ ყურადღება, რომ სტრესის დროს სწორად არავინ იკვებება. ამ დროს მაინცდამაინც „აკრძალული ხილი გვიზიდავს“ – ცხიმიანი, მაღალკალორიული სადილები, ტკბილეული – კრემიანი ნამცხვრები, ნაყინი და შოკოლადები. აკრძალულის ჭამა კი დანაშაულის განცდას ბადებს. გარდა ამისა, ნერვული დაძაბულობის დროს იცვლება კვების რაოდენობაც, ხარისხიც და ტემპიც. თითქოს სულერთია, რას ჭამ და რამდენს. რაც მთავარია ამ დროს მყარად გჯერა, რომ ეს „ბოლო ჭამაა“ და ხვალიდან, როცა ყველაფერი დამთავრდება, დიეტაზე გადახვალ. ამიტომ დღეს მაქსიმალურად ცდილობ სიამოვნება მიიღო.

ყველაზე გავრცელებული ფრაზაა „ორშაბათიდან დიეტაზე გადავდივარ“. ეს ფრაზა ქცევის ლოგიკას აღწერს, რომელსაც თანამედროვე ფსიქოლოგიაში კოგნიტური ქცევა უწოდეს. ჩვენ შემთხვევაში კოგნიტური ქცევის ასეთი ფორმა გვაქვს – ხვალიდან აღარ ვჭამ, ე.ი. დღეს შემიძლია ყველაფერი მივირთვა, ტკბილიც, ცხიმიანიც და საერთოდ ყველაფერი, რაც გამიხარდება. პრობლემაა ისაა, რომ ეს ხვალინდელი დღე და ორშაბათი აღარ დგება. საბოლოოდ ერთი დიდი შეკრული წრე გამოგვდის – ვნერვიულობ და ჭამას ვიწყებ, ვჭამ და ისევ ვნერვიულობ, რომ ბევრი მომივიდა და ა.შ. 

ჩნდება კვებითი დამოკიდებულება, რომელსაც თან ახლავს დანაშაულის განცდა და იმის მაგივრად, რომ სტრესის მიზეზს ვებრძოლოთ, გამოგვდის თვითგვემა– საკუთარი თავის დასჯა ცუდი განწყობით და ზედმეტი წონით. ირღვევა კავშირი საკვებსა და სიამოვნებას შორის (ჭამა სიამოვნებას უნდა განიჭებდეს), პრობლემა კი, რომელმაც სტრესი წარმოშვა, პრობლემადვე რჩება.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ სტრესს მხოლოდ ნეგატიური შინაარსი არა აქვს. არსებობს სტრესი, რომელიც სასიამოვნო განცდებთანაა დაკავშირებული – მიღწევებთან, წარმატებებთან, მოულოდნელ სიხარულთან. ამ მოვლენების აღნიშვნა და „დასველება(როგორც ამ ბოლო დროს უწოდებენ)“ კი ძალიან გვიყვარს. ხშირად სწორედ ასეთი პოზიტიური ემოციები განგვაწყობს ჭარბი საკვების მიღებისკენ.

თქვენ როგორ იქცევით სტრესულ სიტუაციაში?

Report

What do you think?

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ქალის ჭარბი წონის ფსიქოლოგიური მიზეზები

50 არგუმენტი რატომ არ უნდა მოწიოთ სიგარეტი