საქმიანი კოსტუმი

„ტანისამოსი ქმნის ადამიანს“ – რთულია არ დაეთანხმო თანამედროვე გერმანელი მწერლის – ერნესტ ჰაინეს ამ მტკიცებას. მართლაც, ტანსაცმელს შეუძლია მოგვცეს სრული ინფორმაცია მის მფლობელზე, დაწვრილებით გვიამბოს როგორც მისი სოციალური სტატუსის, ასევე მისი დამალული და ფარული შინაგანი სამყაროს შესახებ.

ფსიქოლოგებმა დიდი ხნის წინ დაასკვნეს, რომ ადამიანები ურთიერთობის დროს 60-80% ინფორმაციას გადასცემენ არავერბალური გზით და მხოლოდ 20-40% ვერბალურით. პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად გვჭირდება დაახლოებით 30 წამი და ამაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ის, თუ როგორ არის ადამიანი ჩაცმული.

მილიარდერი დონალდ ტრამპი მიმართავს საზოგადოებას შემდეგი რჩევით: “ყოველთვის გახსოვდეს ერთი მარტივი წესი: უნდა გეცვას იმის შესაბამისად, როგორი სამუშაოც გინდა და არა ისე როგორიც გაქვს.”

გახსოვდეთ, ელეგანტური ტანისამოსის უკან ერუდირებული პიროვნება უნდა იდგეს. მიაქციეთ ყურადღება თქვენს დრესკოდს, პირველ შტაბეჭდილებას ორჯერ ვერ მოახდენ.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ნიკ ვუიჩიჩი – ადამიანი კიდურების გარეშე

კომპანია Instcons Georgia-ს ესაჭიროება სტაჟიორები