in ,

საქმიანი ეტიკეტის 7 პრინციპი

1. პუნქტუალობა – გახსოვდეთ შეხვედრაზე და სამსახურში დროულად მისვლას, დაკისრებული მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიზნეს-სფეროში და ძალიან ფასდება.

2. პოზიტიურობა – სამუშაოზე დადებითი განწყობა კოლეგების მეხსიერებაში მხოლოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. პოზიტივის შენარჩუნებისთვის უმჯობესია საუბრისას მოერიდოთ ჟესტებს, რომლებიც არაგულწრფელობის, გაღიზიანების და უნდობლობის მაპროვოცირებელია. არარეკომენდირებულია ჯიბეებში ხელების ჩაწყობა, საუბრისას აქეთ-იქეთ ყურება, ტანსაცმლის ჭმუჭვნა ან ხელის თითების წვალება. ნდობისა და დადებითი განწყობის შესანარჩუნებლად საჭიროა შესაბამისი სამოსი, ვარცხნილობა და ინტონაცია.

3. გონივრული ეგოიზმი – მისი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია ჯერ საკუთარ ინტერესებზე იზრუნოთ. ამასთანავე პატივისცემა უნდა გამოიჩინოთ ოპონენტის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ ყურადრებით მოუსმინოთ მას და თუ არ ეთანხმებით არგუმენტირებულად გამოთქვათ თქვენი აზრი.

4. ქცევის წინასწარ გათვლა – ამ მომენტის გათვალისწინება თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო სიტუაციებს. ბიზნეს-სფეროში ნებისმიერი ქმედება უნდა ჯდებოდეს არსებული წესებისა და მათი გამოყენების ჩარჩოებში. მაგალითად, საქმიან შეხვედრაზე ადამიანის გაცნობა. ამ შემთხვევაში „კარგი ტონის“ წესები შემდეგნაირად უნდა დაიცვათ: თავდაპირველად აუცილებელია მიესალმოთ პარტნიორს. შემდეგ უნდა მოხდეს თანამოსაუბრეებს შორის ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს სავიზიტო ბარათების გადაცემა. არ დაგავიწყდეთ, რომ სავიზიტო ბარათს ჯერ უნდა დახედოთ და შემდეგ შეინახოთ.

5. სტატუსური განსხვავებები – ეს ახდენს ოფისის თანამშრომლების კლასებად დაყოფას. მმართველი გუნდი ექცევა გაცილებით უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ამიტომ დაქვემდებარებულები ვალდებულნი არიან განსაზღვრული წესრიგის მიხედვით მიესალმონ ხელმძღვანელს, დაუთმონ გზა და ა.შ. იგივე ნორმა მოქმედებს ხელმძღვანელთან მოსული სტუმრების მიმართ.

6. გარემოცვაში ქცევის მანერის შერჩევა – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც პირველ რიგში თქვენი პიროვნების წარდგენას ახდენს.

7. ეფექტურობა – მასში იგულიხმება ეკონომიკური სარგებლისთვის საქმიანი ეტიკეტის ნორმების გამოყენება. პრინციპი შეიძლება ეხებოდეს სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციას, აღებული ვალდებულებების შესრულების ვადების შემცირებას, დადებული კონტრაქტების რაოდენობის გაზრდას.

იმუშავეთ საკუთარ თავზე და დადებითი რეზულტატიც არ დააყოვნებს!

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

What do you think?

ემირატების ფეხბურთი | Cristiano Ronaldo და Pelé

20 მეგა-გაკვეთილი ჯონ როკფელერის ცხოვრებიდან