როგორ მივიღოთ ინვესტიცია?

დღევანდელ პირობებში ბიზნესის განვითარება მხოლოდ საკუთარ სახსრებზე გაუმართლებელია. ამიტომ, საკუთარი საქმის გაზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც საშუალებას მოგცემთ კომპანიაში შეიტანოთ ახალი ტექნოლოგიები და რესურსები. ინვესტორის მოზიდვით თქვენ ბიზნესის განვითარების საზღვრებსაც გაზრდით, ასევე ხელმისაწვდომი გახდება ახალი ბაზრები.

ინვესტიციების მიღების მსურველი ბევრია, მაგრამ ყველას არ გამოსდის მისი მიღება. კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ პირობები, რომელთა გამოც ინვესტიციებს იღებენ. სხვა შემთხვევაში მათ შეიძლება ზარალი ნახონ, ან სულაც გაბანკროტდნენ, რადგან ინვესტორები ფულს დებენ ისეთ საქმეში, რომელიც პირველ რიგში მათ მოუტანს შემოსავალს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტიციები იყოფა პორტფელებზე, როცა ინვესტორები საწარმოს აქციების მცირე პაკეტებს იძენენ ახდენენ საკუთარი საინვესტიციო პორტფელის ფრომირებასაც. პირდაპირი ინვესტორებისგან განსხვავებით, რომლებიც ფლობენ ბიზნესის წილებს, ისინი არ ცდილობენ კომპანიის მართვაში მიიღონ მონაწილეობა, რაც აუცილებელია კომპანიის განვითარებისთვის.

როგორც წესი, ინვესტიციის მისაღებად აუცილებელია კომპანიის განვითარების სტრატეგია. ხშირად კომპანიის მფლობელებს მხოლოდ თეორიული პროექტები ასეთ პირობებში ინვესტორის მოზიდვა და ფულადი სახსრების მიღება მათ ძალიან უჭირთ. ინვესტორისთვის აუცილებელია იცოდეს ბიზნესის გავნითარების პერსპექტივა, დაინახოს საწარმოო და მარკეტინგული გეგმები. თუ აუცილებელია მსხვილი ინვესტიციები რთული პროექტისთვის, მაშინ საჭიროა ბიზნეს-გეგმის შემუშავება, რომელიც ინვესტორებს დაარწმუნებს, რომ მათი ფული ეფექტურ საქმიანობაში იდება.

ფულადი სახსრების დაბანდებამდე ინვესტორები ბიზნეს-გეგმების ექსპერტიზას ატარებენ, რომლის შედეგადაც იღებენ გადაწყვეტილებას უღირთ თუ არა ფულის ჩადება კონკრეტულ საქმეში. აუცილებელია ბიზნეს-გეგმის ყოველი პუნქტის გარკვევით ჩამოყალიბება, რათა ის მაქსიმალურად დამაჯერებელი იყოს. საჭიროა ყველა პარტნიორის ინტერესის გათვალისწინება, მათ შორის მომხმარებლის. ბიზნეს-გეგმის მთავარი მიზანია ფულადი სახსრების სწორი ორგანიზაცია.

თუ მეწარმე კარგად ერკვევა ბიზნეს-გეგმის შედგენაში, მაშინ მას შეუძლია თავად გაუმკლავდეს ამ საქმეს. მაგრამ თუ ასე არ არის, უხეში შეცდომების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია კონსალტინგურ კომპანიას მიმართოს, რომელიც აუცილებლად უნდა შეირჩეს სამუშაო გამოცდილებით, ბაზარზე არსებობის ხარნგრძლივობით და მომსახურების საფასურის მიხედვით.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

რა სურს მოზარდს და როგორ შევინარჩუნოთ მასთან ურთიერთობა?

30 წუთი, რომელსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლია