როგორ გავთავისუფლდეთ მნიშვნელოვანი საქმეების გადადების ჩვევისაგან?

როგორ გავთავისუფლდეთ მნიშვნელოვანი საქმეების გადადების ჩვევისაგან?

წარმატებასა და წარუმატებლობას შორის უფსკრულია, რომლის სახელიცაა: “მე დრო არ მაქვს“. ფრანკლინ ფილდი

მნიშვნელოვანი საქმეების ბოლო წუთამდე გადადების ჩვევას შეუძლია ცხოვრებაში ძალიან გვავნოს. როგორ გავთავისუფლდეთ მისგან?

გთავაზობთ ხუთ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებიან დროულად გააკეთოთ საქმეები!

  1. შეცვალეთ „უნდა“ სიტყვით „მსურს“. იმის ალბათობა, რომ თქვენ გადადებთ საქმეს, რომელიც გსურთ ძალზედ მცირეა. 
  2. შეცვალეთ „გავაკეთო“ სიტყვით „დავიწყო“. როცა თქვენ ფიქრობთ რთულ საქმეზე, გეუფლებათ შიში. დაყავით ეს საქმე რამდენიმე პატარა ამოცანად, რომელთა შესრულებაც შესაძლებელია დროიც მცირე მონაკვეთში (მაგალითად, 10 წუთში). 
  3. არ ეცადოთ შეასრულოთ სამუშაო იდეალურად. თუ თქვენ გსურთ საქმის იდეალურად შესრულება, თქვენ შეიძლება არც კი დაიწყოთ ის. უკეთესია, დაიწყოთ „შავი ვარიანტის“ კეთება, რომლის შესწორება ყოველთვისაა შესაძლებელი. 
  4. კვირისათვის გეგმის შედგენისას გამოყავით დრო ჯერ დასვენებისთვის და საყვარელი საქმეებისთვის. ასეთი მიდგომა გაგიადვილებთ შეხედოთ ყველაფერს უკეთესი მხრიდან. თქვენ აღარ იფიქრებთ, რომ ვერ მოახერხებთ დასვენებას, თუკი ახლა დაიწყეთ მუშაობა. 

დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი შესრულებული სამუშაოსთვის. დაისახეთ მიზნად შეასრულოთ სამუშაო გარკვეულ დროში (მაგალითად, 30 წუთში). თუ თქვენ დროულად შეასრულებთ სამუშაოს, მიიღებთ საკუთარი თავისგან ჯილდოს. ამგვარად, სამუშაოს შესრულება თქვენში აღძრავს სასიამოვნო ემოციებს.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

მენეჯმენტი – ბიზნესის მართვის ფილოსოფია

ქალს ეგონა, რომ კაცს სხვა ქალი ჰყავდა…