in

რო­გორ ვებ­რძო­ლოთ ბრაზს წარ­მო­სახ­ვის დახ­მა­რე­ბით

თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ის­წავ­ლოთ სიბ­რა­ზის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და ამის­თვის მხო­ლოდ ერ­თი დღე დაგ­ჭირ­დე­ბათ.

და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ხა­ტეთ სიბ­რა­ზე
,,არ და­ი­ჯე­როთ, თით­ქოს რო­გორც კი დამ­შვიდ­დე­ბით, სიბ­რა­ზე და­გა­ვიწ­ყდე­ბათ, ამ­ბობს ექი­მი დელ­დრა­პი. არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა თა­ნახ­მად ბრა­ზი გა­ნაგ­რძობს გაღ­ვი­ვე­ბას. ჩვენს გარ­შე­მო მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი ატა­რე­ბენ ოცი, ოც­და­ა­თი, ზოგ­ჯერ ორ­მო­ცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბულ ბრაზს. ბრა­ზის ეს მა­რა­გი და­ა­ვა­დე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტია”.

და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ხა­ტეთ სიბ­რა­ზე და აღარ და­აგ­რო­ვოთ წყე­ნა და აღ­შფო­თე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ერ­თი დი­დი აფეთ­ქე­ბით დას­რულ­დეს. ამის­თვის ბევ­რი ენერ­გია არ დაგ­ჭირ­დე­ბათ, უბ­რა­ლოდ, რო­დე­საც სიბ­რა­ზეს იგ­რძნობთ, თქვით: ,,მე არ გე­თან­ხმე­ბით…~ ან ,,არ მომ­წონს თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა…”

ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ბრაზს გულ­ში იხ­ვევს. ექი­მი რო­ჯერ დელ­დრა­პი ამ ბრა­ზის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მე­თოდს გთა­ვა­ზობთ. მი­სი რჩე­ვით პა­ცი­ენ­ტე­ბი ეჩ­ხუ­ბე­ბოდ­ნენ იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სტრე­სის მი­ზე­ზი გახ­და. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ეს არის საყ­ვა­რე­ლი, მშობ­ლე­ბი, მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი, ძმე­ბი და დე­ბი. ჩხუ­ბი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი უნ­და იყოს. აი, რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეთ.

– აირ­ჩი­ეთ ადა­მი­ა­ნი, რომ­ლსაც უნ­და ეჩ­ხუ­ბოთ. გა­ზე­თი გა­და­ახ­ვი­ეთ. ბნელ ოთახ­ში ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ დად­გით ორი სკა­მი და ერთ-ერ­თზე და­ჯე­ქით.

– წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ თქვე­ნი ოპო­ნენ­ტი თქვენს წინ სკამ­ზე ზის. ამის შემ­დეგ ხმა­მაღ­ლა უთ­ხა­რით: ,,აქ იმი­ტომ და­გი­ბა­რე, რომ აგიხ­სნა რას ვგრძნობ”.

– ამის შემ­დეგ უნ­და აუხ­სნათ, რო­გორ ხართ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. წი­ნა­და­დე­ბა ასე და­იწ­ყეთ: ,,შენ­ზე იმი­ტომ ვარ ნაწ­ყე­ნი, რომ…” ან ,,ისე მეწ­ყი­ნა, რო­დე­საც…”, ან ,,ისე გავ­ბრაზ­დი, რო­დე­საც…”

– ,,ეს შენს გა­მოა…” მი­მარ­თვის ეს ფორ­მა გა­მო­ხა­ტავს თქვენს ტან­ჯვას, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ მე­ო­რე მხა­რე და ემო­ცი­უ­რად გა­ნიტ­ვირ­თოთ. გა­მოთ­ქმა: ,,შენ­ზე იმი­ტომ ვარ ნაწ­ყე­ნი, რომ…” ან ,,ისე მეწ­ყი­ნა, რო­დე­საც…” სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ შე­ა­და­როთ ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი და რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი.

– რო­გორც კი ემო­ცი­ებს გა­მო­ხა­ტავთ, და­არ­ტყით თქვე­ნი ოპო­ნენ­ტის სკამს. მა­ნამ­დე ურ­ტყით, სა­ნამ და­უძ­ლუ­რე­ბას იგ­რძნობთ. ამის შემ­დეგ კი­დევ თხუთ­მე­ტი წუ­თი ურ­ტყით.

– რო­დე­საც და­ას­რუ­ლებთ, უთ­ხა­რით თქვენს წარ­მო­სახ­ვით პარ­ტნი­ორს, რომ უკ­ვე და­ამ­თავ­რეთ და გა­ნიტ­ვირ­თეთ ბრა­ზის­გან. შემ­დეგ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეთ თა­ნამ­შომ­ლო­ბის­თვის.

ბრა­ზი სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ხა­ტეთ. თუ ვინ­მე­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხართ, უხე­შად არ უპა­სუ­ხოთ, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ესა­უბ­რეთ მას. უთ­ხა­რით: ,,მო­დი გან­ვი­ხი­ლოთ ჩვე­ნი უთან­ხმო­ე­ბა”. თქვე­ნი მი­ზა­ნია ისე ჩა­ახ­შოთ კონ­ფლიქ­ტი, რომ არა­ვინ იგ­რძნოს თა­ვი შე­უ­რაც­ხყო­ფი­ლად.

არ და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ სხვე­ბი. ,,თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ახ­სნათ, რამ გა­მო­იწ­ვია თქვე­ნი აღ­შფო­თე­ბა, იმის ნაც­ვლად, რომ სხვას და­აბ­რა­ლოთ”, ამ­ბობს ექი­მი დელ­დრა­პი. სიბ­რა­ზის, წყე­ნის ან გულ­დაწ­ყვე­ტის გა­მო­ხატ­ვი­სას არ მი­უ­თი­თოთ პი­როვ­ნე­ბებ­ზე. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ სხვას აუხ­სნათ თქვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა ისე, რომ სხვა არ და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ. უთ­ხა­რით მას: ,,ვბრაზ­დე­ბი, რო­დე­საც…” და არა ,,თქვენს გა­მო ვბრა­ზობ”.

,,ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ ებ­რძო­ლოთ ბრაზს”, გირ­ჩევთ ექი­მი დელ­დრა­პი.

თუ თქმა არ შე­გიძ­ლი­ათ, და­წე­რეთ. თუ იმ­დე­ნად გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ხართ, რომ აზ­რებს თავს ვერ უყ­რით, წე­რი­ლი მის­წე­რეთ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც გა­გაბ­რა­ზათ. გა­აგ­ზავ­ნოთ თუ არა წე­რი­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­დაწ­ყვეტთ. ახ­ლა კი რო­გორ­მე უნ­და დამ­შვიდ­დეთ.

Report

What do you think?

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

შიშის ფსიქოლოგია – ზოგადი მიმოხილვა

მე ვერ გავრისკავ – ოჯახის გამოკვება არის საჭირო