ორსული ქალის სულიერი მდგომარეობის ზოგიერთი ასპექტი

ორსული ქალის სულიერი მდგომარეობის ზოგიერთი ასპექტი

ორსულობის პირველი თვეები-ეს უდიდესი ცვლილებების ხანაა არა მარტო ქალის ფიზიოლოგიაში, არამედ მის ფსიქოლოგიაშიც. “მეს” შინაგან, ხელშეუხებელ სივრცეში გაჩნდა სხვა ადამიანი, რომლის არსებობასაც უნდა გაეწიოს არა მარტო ანგარიში, არამედ უნდა გარდაიქმნას მთელი ცხოვრება, შეიცვალოს ყველა გეგმა.

ყველას არ შეუძლია უსიტყვოდ ამ ცვლილებების მიღება. იმის მიუხედავად სასურველია თუ არა ბავშვი – მომხდარი მოვლენის გრანდიოზულობა მთლიანად იკავებს ორსული ქალის ცნობიერებას და იწვევს მასში ათასგვარ კითხვას: “როგორ წარიმართება მომავალში ჩემი ცხოვრება? როგორი მიმდინარეობა ექნება ორსულობას? რა მოუვა ჩემს კარიერას? შევძლებ თუ არა უზრუნველვყო ჩემი შვილის მომავალი? კარგი დედა ვიქნები?” ნაცნობი შეკითხვებია არა?! ამგვარმა სულიერმა მღელვარებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო დაღლილობის და გაღიზიანების გრძნობა, არამედ გახდეს ტოქსიკოზის ან ორსულობის შეწყვეტის საშიშროების მიზეზი.

ვლილებათა კრიზისი

მაშ ასე, ასრულდა თქვენი საწადელი და თქვენს ორგანიზმში გაჩნდა ახალი სიცოცხლე! ორსულობის პირველი თვეები-ეს უდიდესი ცვლილებების ხანაა არა მარტო ქალის ფიზიოლოგიაში, არამედ მის ფსიქოლოგიაშიც. “მეს” შინაგან, ხელშეუხებელ სივრცეში გაჩნდა სხვა ადამიანი, რომლის არსებობასაც უნდა გაეწიოს არა მარტო ანგარიში, არამედ უნდა გარდაიქმნას მთელი ცხოვრება, შეიცვალოს ყველა გეგმა. ყველას არ შეუძლია უსიტყვოდ ამ ცვლილებების მიღება. იმის მიუხედავად სასურველია თუ არა ბავშვი – მომხდარი მოვლენის გრანდიოზულობა მთლიანად იკავებს ორსული ქალის ცნობიერებას და იწვევს მასში ათასგვარ კითხვას: “როგორ წარიმართება მომავალში ჩემი ცხოვრება? როგორი მიმდინარეობა ექნება ორსულობას? რა მოუვა ჩემს კარიერას? შევძლებ თუ არა უზრუნველვყო ჩემი შვილის მომავალი? კარგი დედა ვიქნები?” ნაცნობი შეკითხვებია არა?! ამგვარმა სულიერმა მღელვარებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო დაღლილობის და გაღიზიანების გრძნობა, არამედ გახდეს ტოქსიკოზის ან ორსულობის შეწყვეტის საშიშროების მიზეზი.

ნუ შეეცდებით გადაწყვიტოთ ყველა პრობლემა ერთბაშად. გადადეთ ისინი განუსაზღვრელი დროით და შესაძლოა ზოგიერთი მათგანი თქვენს ჩაურევლადაც გადაწყდეს. ორსულობა-უნიკალური პერიოდია, როდესაც შეგიძლიათ თავს მისცეთ უფლება ნაკლებად რეაგირებდეთ ცხოვრებისეულ პრობლემებზე და ამ დროს სულაც არ უნდა შეგაწუხოთ დანაშაულის გრძნობამ უპასუხისმგებლო ქცევის გამო. გახსოვდეთ, რომ ქვეყანაზე ყველაზე დიდ მატერიალურ კეთილდღეობაზე მეტად ბავშვს თქვენი ყურადღება, გაგება და სიყვარული სჭირდება.

მთავარია, ამ ეტაპზე მიიღოთ თქვენი ახალი მდგომარეობა. ეს კი ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში ბავშვის გაჩენის მიღებას, მისი მოთხოვნილებების გაგებას. ანებივრეთ საკუთარი თავი და ნუ მოერიდებით სისუსტეების გამოვლენას იქნება ეს დღის მანძილზე წამოწოლა თუ თქვენი საყვარელი დელიკატესებით პირის ჩაგემრიელება. მიეცით ნება ორსულობა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში არა როგორც აკძალვების , არამედ როგორც ახალ შესაძლებლობათა პერიოდი. ფრაზა: “რა ცუდია ვეღარ შევძლებ ჩემი ვიწრო ჯინსების ჩაცმას!” უნდა შეცვალოთ შემდეგი ფრაზით: ”როგორც იქნა შევძლებ გარდერობის განახლებას!” საკმარისია შეცვალოთ დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ და მაშინვე შეიგრძნობთ მომხდარი ცვლილებების სასიკეთო პერსპექტივას.

გაღიზიანების გრძნობა

ორსულობა ქალს ხდის ზედმეტად ემოციურს, მგრძნობიარეს, აგზნებადს. იოტისოდენა პრობლემასაც კი გამოყავს ის მდგომარეობიდან, არაფერი ახარებს. ექიმები ასეთ არამყარ ემოციურ მდგომარეობას ხსნიან ორგანიზმში მიმდინარე ბობოქარი ჰორმონალური ცვლილებებით.

მოჭარბებული გაღიზიანება იმას ნიშნავს, რომ მომავალმა დედამ უნდა ისწავლოს რელაქსაცია (განტვირთვა). ეს მეტად საჭირო ცოდნა გამოგადგებათ მშობიარობის დროსაც და დადებითად იმოქმედებს თქვენს შემდგომ ცხოვრებაზეც. რელაქსაციის ყველაზე მარტივი სახეა-წყნარი მუსიკის ჩართვა, დაწოლა, მოხერხებულად განთავსება და საკუთარ სუნთქვაზე ფოკუსირება. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ამოსუნთქვაზე თქვენ გეუფლებათ განტვირთვის და სიმშვიდის გრძნობა.

ორსული ქალის სულიერი მდგომარეობა იმდენად ბევრ ცვლილებას განიცდის, რომ მას შეიძლება გაუჩნდეს მარტოობის გრძნობა. ეს ემოციური მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ქალმა ღრმად ჩაიხედოს საკუთარ სულში, გაერკვიოს საკუთარ თავში და გააანალიზოს ცხოვრებისეული გამოცდილება ან თუნდაც მოახდინოს არსებულ ფასეულობათა გადახედვა.

განმარტოების საათები გამოიყენეთ თვითშემეცნებისათვის, მაგრამ ძალიან არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, გაუზიარეთ თქვენი განცდები ახლობელ ადამიანებს, კითხეთ რჩევა ფსიქოლოგს.


შთამბეჭდაობა

იმ შემთხვევაშიც კი თუ ქალი ორსულობამდე მშვიდი ზნით გამოირჩეოდა, ამ დროს ძალზე ადვილად შეიძლება ჩავარდეს პანიკაში თავისი ექიმის აბსტრაქტული საუბრების გამო ორსულობის მსვლელობის შესაძლო გართულებებთან დაკავშირებით ან საკუთარი მშობიარობის შესახებ მეგობრის მიერ მონაყოლი ექსცენტრიული ისტორიის გამო. ზოგიერთი ფილმის სცენამ ან ახალმა ამბებმა (სატელევიზიო), სამსახურში უფროსის კრიტიკულმა შენიშვნამ შეიძლება საერთოდ გამოიყვანონ ქალი მდგომარეობიდან. მიეცით ემოციებს გამოხატვის საშუალება, თუ საჭიროა იტირეთ, შესჩივლეთ ახლობლებს და რაც მთავარია არ ჩაიდოთ წყენა გულში.

გახსოვდეთ, რომ თქვენს შთამბეჭდაობას აქვს მეორე მხარეც-შანსი ახლებურად შეხედოთ სამყაროს. ორსულობისას ქალი როგორც ბავშვი ისე გრძნობს თავს და ინტერესით და გაოცებით შესცქერის სამყაროს, გამოიყენეთ ეს ახალი შესაძლებლობა დატკბეთ ცხოვრების მშვენიერი მხარეებით. თქვენი შთაბეჭდილებების წყალობით თქვენ ბავშვს გადასცემთ ინფორმაციას გარე სამყაროზე. თქვენი შთაბეჭდილებები მას მოუთხრობენ იმის შესახებ, კეთილია თუ ბოროტია გარე სამყარო, ლამაზი თუ უსახური, მხიარული თუ მოწყენილი. ამიტომ შეეცადეთ რაც შეიძლება ხშირად გქონდეთ კონტაქტი ბუნებასთან, ხელოვნებასთან და მიიღოთ რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია.

მარტოობა

ორსული ქალის გულში იმდენად ბევრი ცვლილება ხდება, რომ მან ამ გრანდიოზული გარდაქმნების ფონზე შეიძლება თავი მეტისმეტად მარტო იგრძნოს. მის ირგვლივ მყოფი ადამიანები იგივენი არიან, მხოლოდ ის შეიცვალა, თვითონ. მიუხედავად ამისა, მარტოობის განცდას აქვს დადებითი მხარეებიც: იძლევა საკუთარ გულში ჩახედვის, საკუთარ თავში გარკვევის შესაძლებლობას, ცხოვრებისეული გამოცდილების ანალიზის და შესაძლოა ფასეულობათა გადახედვის იშვიათ შანსს.

გამოიყენეთ მარტოობის საათები თვითშემეცნებისთვის, მაგრამ ამასთან არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, გაუზიარეთ თქვენი განცდები ახლობელ ადამიანებს, რჩევა ჰკითხეთ ფსიქოლოგებს, დაელაპარაკეთ სხვა ორსულ ქალებს. და რაც მთავარია, დაიწყეთ ბავშვთან ურთიერთობა, ის ხომ ყველაზე ახლობელი ადამიანია თქვენთვის.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

როგორ გამოვიცნოთ, სიყვარული ცრუა თუ წრფელი?

უიღბლოს ფსიქოლოგია – 6 ფსიქოტიპი