მყიდველები ცუდი განწყობისას უფრო მეტ ფულს ხარჯავენ

მყიდველები, რომლებიც იმყოფებიან ცუდ განწყობაზე, ხარჯავენ უფრო მეტ ფულს, ვიდრე მათი უფრო გაწონასწორებული ან ბედნიერი მოძმეები. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფსიქოლოგები აშშ-ს ოთხი უნივერსიტეტიდან.
ცდა საკმაოდ მარტივი იყო: ექსპერიმენტის მონაწილეებს უჩვენებდნენ ვიდეოკლიპებს. ექსპერიმენტში მონაწილეთა მესამედი ხედავდა ვიდეორგოლებს, რომლებიც იყვნენ დატვირთული სევდიანი და სასტიკი მოვლენებით; მესამედი – ხედავდა “ნეიტრალურ” სიუჟეტებს; დანარჩენები – მხიარულ და ოპტიმისტურ დადგმებს. ამის შემდეგ მათ სთავაზობდნენ რაიმე ორდინარულ საყოფაცხოვრებო საგნის ყიდვას – მაგალითად, ერთი ბოთლი სასმელი წყალი. 
მკვლევარებს აქ აღმოჩენა ელოდებოდა: ხალხი პირველი ჯგუფიდან (ანუ, რომლებიც იმყოფებოდნენ ცუდ განწყობაზე) იყვნენ მზად გადაეხადათ ერთი ბოთლი წყლისთვის 300 % მეტი, ვიდრე ხალხი მეორე (“ნეიტრელურიდან”) და მესამე (“ოპტიმისტური”) ჯგუფებიდან.

მეცნიერებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ნეგატიური განწყობა რაღაცნაირად ცვლის ადამიანის აღქმას: იგი წყვეტს თავის მოთხოვნილებების და შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებას. გამოკვლების ავტორები თვლიან, რომ საქონლისთვის არაზომიერი საფასურის გადახდის მზადყოფნას აქვს თავისი ახსნა: ადამიანი მზად არის წავიდეს ნებისმიერ ხარჯზე, რომ “დაატკბოს თავისი აბი” – აამაღლოს თავისი განწყობა, რაიმე მატერიალური სიკეთეების შეძენით.

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

თარჯიმანი ქალებისათვის

9 ნაბიჯი ბედნიერებისაკენ